საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 30. ლიცენზირებული/რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ლიცენზირებული/რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის რეორგანიზაცია იწყება საზედამხედველო ორგანოს წინასწარი თანხმობის გაცემის შემდეგ.

2.ლიცენზირებული/რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის პარტნიორთა/აქციონერთა საერთო კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზირებული/რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა საინვესტიციო ფონდი, რომლებსაც ის მართავს, ლიკვიდირებული იქნება ან მათი მართვის უფლება სხვა აქტივების მმართველ კომპანიას გადაეცემა.

3.ლიცენზირებულმა/რეგისტრირებულმა აქტივების მმართველმა კომპანიამ საზედამხედველო ორგანოს 10 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ლიკვიდაციის შესახებ და ამავდროულად გააკეთოს განაცხადი ლიცენზიის ან რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. აღნიშნული განაცხადის წარდგენასთან ერთად აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია დაადასტუროს, რომ მის მიერ მართული ყველა საინვესტიციო ფონდი ლიკვიდირებულ იქნა ან ისინი სამართავად სხვა აქტივების მმართველ კომპანიას გადაეცა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ლიცენზირებული/რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის რეორგანიზაცია იწყება საზედამხედველო ორგანოს წინასწარი თანხმობის გაცემის შემდეგ. 2. ლიცენზირებული/რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის პარტნიორთა/აქციონერთა საერთო კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზირებული/რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა  საინვესტიციო ფონდი, რომლებსაც ის მართავს, ლიკვიდირებული იქნება ან მათი მართვის უფლება სხვა აქტივების მმართველ კომპანიას გადაეცემა. 3. ლიცენზირებულმა/რეგისტრირებულმა აქტივების მმართველმა კომპანიამ საზედამხედველო ორგანოს 10 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ლიკვიდაციის შესახებ და ამავდროულად გააკეთოს განაცხადი ლიცენზიის ან რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. აღნიშნული განაცხადის წარდგენასთან ერთად აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია დაადასტუროს, რომ მის მიერ მართული ყველა საინვესტიციო ფონდი ლიკვიდირებულ იქნა ან ისინი სამართავად სხვა აქტივების მმართველ კომპანიას გადაეცა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25⁹252833³52⁴28¹31812188907430
მნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …დაგროვებითი პენსიის შე…დაზღვევის შესახებმეწარმეთა შესახებშემოქმედ მუშაკთა და შე…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა