ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) ზედამხედველობა გაუწიოს საინვესტიციო ფონდის საქმიანობას, განახორციელოს საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია ან რეგისტრაცია, აღიაროს უცხოური საინვესტიციო ფონდი, აგრეთვე საინვესტიციო ფონდს გაუუქმოს ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება. ზედამხედველობა აგრეთვე ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდის შემოწმებასა და რეგულირებას, მისთვის წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას; ბ) ზედამხედველობა გაუწიოს აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობას, განახორციელოს საქართველოში დაფუძნებული აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირება ან რეგისტრაცია, აღიაროს უცხოური აქტივების მმართველი კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველ კომპანიას ჩამოართვას ლიცენზია, გაუუქმოს რეგისტრაცია ან აღიარება. ზედამხედველობა აგრეთვე ითვალისწინებს აქტივების მმართველი კომპანიის შემოწმებასა და რეგულირებას, მისთვის წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას; გ) დაარეგულიროს საინვესტიციო ფონდის მიერ ერთეულების გამოშვებისას და მიმოქცევისას წარმოშობილი ურთიერთობები, უზრუნველყოს აღნიშნული ერთეულების გამოშვებისა და მიმოქცევის სფეროში დარღვევების გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა; დ) დაადგინოს დამატებითი მარეგულირებელი წესები სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის, რომელიც მომსახურებას უწევს საინვესტიციო ფონდს ან აქტივების მმართველ კომპანიას. ეს წესები შეიძლება ეხებოდეს სპეციალიზებული დეპოზიტარის კაპიტალს, პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ ან პროგრამულ უზრუნველყოფას და სხვა საკითხებს; ე) დაადგინოს, შეცვალოს და გააუქმოს საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის რეგულირებასთან დაკავშირებული წესები და ზედამხედველობა გაუწიოს მათ შესრულებას; ვ) დაადგინოს საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციისა და დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის და მის მიერ უფლებამოსილებების განხორციელების წესები; ზ) საინვესტიციო ფონდს, აქტივების მმართველ კომპანიას, სპეციალიზებულ დეპოზიტარს და სხვა პირებს დააკისროს ფულადი ჯარიმა. ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში; თ) განახორციელოს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის ორგანული კანონი №6816 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
მუხლი 52⁴. საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №48 · ძალაშია 1 იან. 2023-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
12 ოქტ. 2009 – 22 ივლ. 2020 მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი
ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი
კონსულტაცია: ₾200

ლიანა ზაგაშვილი
ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი
კონსულტაცია: ₾200-დან

დავით მაისურაძე
იურისტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი
იურისტი
კონსულტაცია: ₾300

ნინო ბაზიკოშვილი
იურისტი, კონსულტანტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

