საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 41. ერთეულების გამოსყიდვის პროცესის შეჩერება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოში დაფუძნებულ ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო ფონდს ან/და მისი სახელით მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიას უფლება აქვს, დროებით შეაჩეროს ერთეულების გამოსყიდვის პროცესი ამ მუხლით დადგენილი წესით.

2.ერთეულების გამოსყიდვის პროცესი შეიძლება შეჩერდეს საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით დადგენილი წესების შესაბამისად და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც გარემოებები მოითხოვს ამგვარ შეჩერებას და იგი გამართლებულია ერთეულის მფლობელების ინტერესების გათვალისწინებით. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში ერთეულების გამოსყიდვის პროცესის დროებით შეჩერების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საზედამხედველო ორგანოს. ერთეულების გამოსყიდვის პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუშვებელია ერთეულების გამოსყიდვის თაობაზე განაცხადების დაკმაყოფილება.

3.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს საინვესტიციო ფონდის მიერ ერთეულების გამოსყიდვის პროცესის დროებით შეჩერება, თუ ეს აუცილებელია ერთეულის მფლობელების ინტერესების დასაცავად ან საფინანსო სექტორის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

4.ამ მუხლის შესაბამისად ერთეულების გამოსყიდვის პროცესი შესაძლებელია შეჩერდეს არაუმეტეს 3 თვის ვადისა. ერთეულების გამოსყიდვის პროცესის შეჩერების ვადის 6 თვემდე გაგრძელება დასაშვებია საზედამხედველო ორგანოს თანხმობით.

5.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ერთეულების გამოსყიდვის პროცესის შეჩერების პირობები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოში დაფუძნებულ ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო ფონდს ან/და მისი სახელით მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიას უფლება აქვს, დროებით შეაჩეროს ერთეულების გამოსყიდვის პროცესი ამ მუხლით დადგენილი წესით. 2. ერთეულების გამოსყიდვის პროცესი შეიძლება შეჩერდეს საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით დადგენილი წესების შესაბამისად და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც გარემოებები მოითხოვს ამგვარ შეჩერებას და იგი გამართლებულია ერთეულის მფლობელების ინტერესების გათვალისწინებით. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში ერთეულების გამოსყიდვის პროცესის დროებით შეჩერების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საზედამხედველო ორგანოს. ერთეულების გამოსყიდვის პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუშვებელია ერთეულების გამოსყიდვის თაობაზე განაცხადების დაკმაყოფილება. 3. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს საინვესტიციო ფონდის მიერ ერთეულების გამოსყიდვის პროცესის დროებით შეჩერება, თუ ეს აუცილებელია ერთეულის მფლობელების ინტერესების დასაცავად ან საფინანსო სექტორის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. 4. ამ მუხლის შესაბამისად ერთეულების გამოსყიდვის პროცესი შესაძლებელია შეჩერდეს არაუმეტეს 3 თვის ვადისა. ერთეულების გამოსყიდვის პროცესის შეჩერების ვადის 6 თვემდე  გაგრძელება დასაშვებია საზედამხედველო ორგანოს თანხმობით. 5. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ერთეულების გამოსყიდვის პროცესის შეჩერების პირობები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7172752⁴23¹2336604240111791541
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …მეწარმეთა შესახებსახელმწიფო შესყიდვების…ელექტრონული კომუნიკაცი…ნავთობისა და გაზის შეს…ფასიანი ქაღალდების ბაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა