Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 11

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 11. საინვესტიციო ფონდების ერთეულები და მათი ღირებულება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:წილებისა და აქციების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹5

1.ავტორიზებულ ან რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდს შეუძლია გამოუშვას სხვადასხვა კლასის ერთეულები თავისი სადამფუძნებლო დოკუმენტისა და ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ღია და ინტერვალურმა საინვესტიციო ფონდებმა შეიძლება გამოუშვან განსხვავებული უფლება-მოვალეობების მქონე ერთეულები, თუ განსხვავებული უფლება-მოვალეობები შეეხება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან  მხოლოდ ერთს ან რამდენიმეს: ა) მოგების კაპიტალიზაციას (დაგროვებითი ერთეულები) მოგების განაწილების (საშემოსავლო ერთეულები) ნაცვლად; ბ) ხარჯებს, საფასურებსა და საკომისიოებს, რომლებიც შესაძლებელია გამოიქვითოს საინვესტიციო ფონდის ქონებიდან (აქტივებიდან) ან რომლებიც ერთეულის მფლობელებმა უნდა გადაიხადონ საინვესტიციო ფონდში გაწევრებისას ან საინვესტიციო ფონდიდან გასვლისას; გ) ვალუტას, რომელშიც გამოიხატება ერთეულების ფასი ან ღირებულება ან/და რომლითაც ხორციელდება გადახდები.

2.ერთეულების გამოშვება ხორციელდება მათი გამოშვების ფასით. ღია და ინტერვალური საინვესტიციო ფონდების ერთეულების გამოშვების ფასი განისაზღვრება შესაბამისი კლასის ერთეულის წმინდა ღირებულებით, რომელსაც შესაძლებელია დაემატოს გამოშვების საკომისიო საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

3.დაუშვებელია ღია ან ინტერვალურმა საინვესტიციო ფონდმა გამოუშვას ერთეული განსაზღვრულ ვადაში საინვესტიციო ფონდისთვის ერთეულის გამოშვების ფასის ეკვივალენტის გადახდის გარეშე, გარდა ერთეულების ბონუსად განაწილების შემთხვევისა. დახურულ საინვესტიციო ფონდში შენატანის განხორციელების წესი დგინდება საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

4.დახურული საინვესტიციო ფონდის ერთეულების გამოშვება აქტივების წმინდა ღირებულებისგან განსხვავებული ფასით დასაშვებია, თუ დაკმაყოფილდება ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) საინვესტიციო ფონდის ერთეულების გამოშვების ფასის განსაზღვრის პირობები უნდა დაადგინოს ერთეულის მფლობელების საერთო კრებამ კრებაზე დამსწრეთა ხმების სულ მცირე ორი მესამედის უმრავლესობით, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით უფრო მაღალი უმრავლესობა არ არის დადგენილი; ბ) საინვესტიციო ფონდის ერთეულები დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე ან საინვესტიციო ფონდის ერთეულები სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად საფონდო ბირჟაზე დაშვებული უნდა იქნეს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთო კრების გადაწყვეტილების მიღებიდან 12 თვეში.

4¹.საინვესტიციო ფონდის განთავსებული კაპიტალი და ერთეულები შეიძლება გამოისახოს როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში.

5.ღია საინვესტიციო ფონდის ერთეულის წმინდა ღირებულება დადგინდება და გამჟღავნდება ერთეულების გამოშვების ან გამოსყიდვის თითოეულ დღეს, მაგრამ არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ. დახურული საინვესტიციო ფონდის ერთეულის წმინდა ღირებულება დადგინდება და გამჟღავნდება ერთეულების გამოშვების ან გამოსყიდვის თითოეულ დღეს, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. ინტერვალური საინვესტიციო ფონდის ერთეულის წმინდა ღირებულება დადგინდება და გამჟღავნდება ერთეულების გამოშვების ან გამოსყიდვის თითოეულ დღეს, სადამფუძნებლო დოკუმენტით დადგენილი სიხშირით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3928 – ვებგვერდი, 27.12.2023წ. მუხლი 12. საინვესტიციო ფონდში ერთეულებზე საკუთრების უფლების დადასტურება და საკუთრების გადაცემა. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრი 1. ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის მიერ გამოშვებული ერთეული ფინანსური ინსტრუმენტია და მასზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.ავტორიზებული/რეგისტრირებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრს აწარმოებს საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირთან დადებულია ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების ფუნქციის დელეგირების შესახებ შეთანხმება მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად. ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანიის ერთეულის მფლობელთა რეესტრს აწარმოებს საინვესტიციო კომპანიის აქტივების მმართველი კომპანია ან თავად საინვესტიციო კომპანია, რომელსაც აქტივების მმართველი კომპანია დანიშნული არ ჰყავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირთან დადებულია ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების ფუნქციის დელეგირების შესახებ შეთანხმება მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად. ეს პუნქტი არ გამოიყენება, თუ ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულები დემატერიალიზებულია.

3.ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულზე საკუთრება ან სხვა სანივთო უფლება დასტურდება საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრში ჩანაწერით, ხოლო თუ ერთეული ერთეულის მფლობელთა რეესტრში არსებული ჩანაწერის შესაბამისად ნომინალურ მფლობელობაშია გადაცემული − ნომინალური მფლობელის ჩანაწერით. თუ ერთეულის ფლობა არ ხორციელდება საქართველოში, მასზე უფლება დასტურდება იმ ფინანსური ინსტიტუტის ჩანაწერით, რომელიც ერთეულს ფლობს ერთეულის მფლობელის სასარგებლოდ. ეს პუნქტი არ გამოიყენება, თუ ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულები დემატერიალიზებულია.

3¹.თუ საინვესტიციო ფონდის ერთეულები დაშვებულია სავაჭროდ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე, ეს ერთეულები დემატერიალიზებული უნდა იქნეს და ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში უნდა აღირიცხოს.

3².დემატერიალიზებული ერთეულის ფლობა და მიმოქცევა წესრიგდება, აგრეთვე ასეთ ერთეულზე საკუთრების უფლების დადასტურების წესი განისაზღვრება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თუ, „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დემატერიალიზებული ერთეულის ფლობა არ ხორციელდება საქართველოში, მასზე უფლება დასტურდება იმ ფინანსური ინსტიტუტის ჩანაწერით, რომელიც ერთეულს ფლობს ერთეულის მფლობელის სასარგებლოდ.

3³.„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშის მწარმოებელი ერთეულის მფლობელებისთვის ანგარიშს აწარმოებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.

4.საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრი უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ა) თითოეული ერთეულის მფლობელის სახელსა და გვარს/სახელწოდებას,  მისამართს; ერთეულების ნომინალურ მფლობელობაში გადაცემის შემთხვევაში − ნომინალური მფლობელის სახელწოდებასა და მისამართს; ბ) თითოეული ერთეულის მფლობელის ან ნომინალური მფლობელის სახელზე რეგისტრირებული შესაბამისი კლასის ერთეულების რაოდენობას; გ) თითოეული ერთეულის მფლობელის ან ნომინალური მფლობელის სახელზე ერთეულების რეგისტრაციის თარიღს; დ) თითოეული კლასის გამოშვებული ერთეულების რაოდენობას.

4¹.საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრი იწარმოება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.

5.საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის შექმნისა და წარმოებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ აღნიშნული რეესტრის მონაცემები იყოს სრული, სწორი და განახლებული. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის მწარმოებელი პირი ვალდებულია დაიცვას ერთეულის მფლობელებისა და მათ მიერ განხორციელებული გარიგებების/ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა. აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

6.საინვესტიციო ფონდის პროსპექტი უნდა უთითებდეს იმ პირის სახელწოდებას, რომელსაც ევალება ამ საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის შექმნა და წარმოება.

7.რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელმა ერთეულის გასხვისება ან დაგირავება შეიძლება განახორციელოს მხოლოდ საინვესტიციო ფონდის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის წინასწარი თანხმობის საფუძველზე. საინვესტიციო ფონდს ან/და მისი სახელით მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიას არ აქვს უფლება, დაუსაბუთებლად განაცხადოს უარი თანხმობის გაცემაზე. თანხმობაზე უარი დასაბუთებულად ჩაითვლება, თუ ერთეულის გასხვისების/დაგირავების შედეგად რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის გაუთვითცნობიერებელ ინვესტორთა რაოდენობა 20-ს გადააჭარბებს ან მათმა რაოდენობამ შეიძლება 20-ს გადააჭარბოს ან ერთეულის გასხვისებისთვის/დაგირავებისთვის თანხმობის გაცემას ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი, აგრეთვე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამ პუნქტით დადგენილი წესის დარღვევით საინვესტიციო ფონდის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის წინასწარი თანხმობის გარეშე განხორციელებულ ერთეულის გასხვისებას ან დაგირავებას იურიდიული ძალა არ აქვს.

8.„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქციათა რეესტრის წარმოების წესები არ ვრცელდება სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმის მქონე საინვესტიციო კომპანიაზე. ამ მუხლის მე-2−მე-6 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების სამართლებრივი ფორმის მქონე საინვესტიციო კომპანიაზე.

9.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისად დაადგინოს საინვესტიციო ფონდის (გარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების ფორმის მქონე საინვესტიციო კომპანიისა) ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოებისა და ერთეულის ფლობის წესები. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №897 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3715 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. მუხლი 12 1 . „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანია მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტორიზებული/რეგისტრირებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის ვალდებულია განახორციელოს სათანადო პროცედურები „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად და საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია ანგარიშგებისადმი დაქვემდებარებული თითოეული ფინანსური ანგარიშის თაობაზე, თუ ეს საინვესტიციო კომპანია/ერთობლივი საინვესტიციო ფონდი აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტია. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2147 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. თავი III საინვესტიციო ფონდების ავტორიზაცია, რეგისტრაცია და აღიარება

რედაქციების შედარება

1. ავტორიზებულ ან რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდს შეუძლია გამოუშვას სხვადასხვა კლასის ერთეულები თავისი სადამფუძნებლო დოკუმენტისა და ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ღია და ინტერვალურმა საინვესტიციო ფონდებმა შეიძლება გამოუშვან განსხვავებული უფლება-მოვალეობების მქონე ერთეულები, თუ განსხვავებული უფლება-მოვალეობები შეეხება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან  მხოლოდ ერთს ან რამდენიმეს: ა) მოგების კაპიტალიზაციას (დაგროვებითი ერთეულები) მოგების განაწილების (საშემოსავლო ერთეულები) ნაცვლად; ბ) ხარჯებს, საფასურებსა და საკომისიოებს, რომლებიც შესაძლებელია გამოიქვითოს საინვესტიციო ფონდის ქონებიდან (აქტივებიდან) ან რომლებიც ერთეულის მფლობელებმა უნდა გადაიხადონ საინვესტიციო ფონდში გაწევრებისას ან საინვესტიციო ფონდიდან გასვლისას; გ) ვალუტას, რომელშიც გამოიხატება ერთეულების ფასი ან ღირებულება ან/და რომლითაც ხორციელდება გადახდები. 2. ერთეულების გამოშვება ხორციელდება მათი გამოშვების ფასით. ღია და ინტერვალური საინვესტიციო ფონდების ერთეულების გამოშვების ფასი განისაზღვრება შესაბამისი კლასის ერთეულის წმინდა ღირებულებით, რომელსაც შესაძლებელია დაემატოს გამოშვების საკომისიო საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. 3. დაუშვებელია ღია ან ინტერვალურმა საინვესტიციო ფონდმა გამოუშვას ერთეული განსაზღვრულ ვადაში საინვესტიციო ფონდისთვის ერთეულის გამოშვების ფასის ეკვივალენტის გადახდის გარეშე, გარდა ერთეულების ბონუსად განაწილების შემთხვევისა. დახურულ საინვესტიციო ფონდში შენატანის განხორციელების წესი დგინდება საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. 4. დახურული საინვესტიციო ფონდის ერთეულების გამოშვება აქტივების წმინდა ღირებულებისგან განსხვავებული ფასით დასაშვებია, თუ დაკმაყოფილდება ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) საინვესტიციო ფონდის ერთეულების გამოშვების ფასის განსაზღვრის პირობები უნდა დაადგინოს ერთეულის მფლობელების საერთო კრებამ კრებაზე დამსწრეთა ხმების სულ მცირე ორი მესამედის უმრავლესობით, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით უფრო მაღალი უმრავლესობა არ არის დადგენილი; ბ) საინვესტიციო ფონდის ერთეულები დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე ან საინვესტიციო ფონდის ერთეულები სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად საფონდო ბირჟაზე დაშვებული უნდა იქნეს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთო კრების გადაწყვეტილების მიღებიდან 12 თვეში. 5. ღია საინვესტიციო ფონდის ერთეულის წმინდა ღირებულება დადგინდება და გამჟღავნდება ერთეულების გამოშვების ან გამოსყიდვის თითოეულ დღეს, მაგრამ არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ. დახურული საინვესტიციო ფონდის ერთეულის წმინდა ღირებულება დადგინდება და გამჟღავნდება ერთეულების გამოშვების ან გამოსყიდვის თითოეულ დღეს, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. ინტერვალური საინვესტიციო ფონდის ერთეულის წმინდა ღირებულება დადგინდება და გამჟღავნდება ერთეულების გამოშვების ან გამოსყიდვის თითოეულ დღეს, სადამფუძნებლო დოკუმენტით დადგენილი სიხშირით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. მუხლი 12. საინვესტიციო ფონდში ერთეულებზე საკუთრების უფლების დადასტურება და საკუთრების გადაცემა. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრი 1. ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის მიერ გამოშვებული ერთეული ფინანსური ინსტრუმენტია და მასზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ავტორიზებული/რეგისტრირებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრს აწარმოებს საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირთან დადებულია შეთანხმება ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების ფუნქციის დელეგირების შესახებ მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად. ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანიის ერთეულის მფლობელთა რეესტრს აწარმოებს საინვესტიციო კომპანიის აქტივების მმართველი კომპანია ან თავად საინვესტიციო კომპანია, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირთან დადებულია შეთანხმება ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების ფუნქციის დელეგირების შესახებ მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. საინვესტიციო ფონდის ერთეულზე საკუთრება ან სხვა სანივთო უფლება დასტურდება საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით, თუ ერთეულის მფლობელთა რეესტრში არსებული ჩანაწერის შესაბამისად ერთეული გადაცემულია ნომინალურ მფლობელობაში. 4. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრი უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ა) თითოეული ერთეულის მფლობელის სახელსა და გვარს/სახელწოდებას,  მისამართს; ერთეულების ნომინალურ მფლობელობაში გადაცემის შემთხვევაში − ნომინალური მფლობელის სახელწოდებასა და მისამართს; ბ) თითოეული ერთეულის მფლობელის ან ნომინალური მფლობელის სახელზე რეგისტრირებული შესაბამისი კლასის ერთეულების რაოდენობას; გ) თითოეული ერთეულის მფლობელის ან ნომინალური მფლობელის სახელზე ერთეულების რეგისტრაციის თარიღს; დ) თითოეული კლასის გამოშვებული ერთეულების რაოდენობას. 5. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის შექმნისა და წარმოებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ აღნიშნული რეესტრის მონაცემები იყოს სრული, სწორი და განახლებული. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის მწარმოებელი პირი ვალდებულია დაიცვას ერთეულის მფლობელებისა და მათ მიერ განხორციელებული გარიგებების/ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა. აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 6. საინვესტიციო ფონდის პროსპექტი უნდა უთითებდეს იმ პირის სახელწოდებას, რომელსაც ევალება ამ საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის შექმნა და წარმოება. 7. რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელის მიერ ერთეულის გასხვისება ან დაგირავება დასაშვებია მხოლოდ საინვესტიციო ფონდის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის წინასწარი თანხმობის საფუძველზე. საინვესტიციო ფონდს ან/და მისი სახელით მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიას უფლება არა აქვს, დაუსაბუთებლად განაცხადოს უარი თანხმობის გაცემაზე. თანხმობაზე უარი დასაბუთებულად ჩაითვლება, თუ ერთეულის გასხვისების/დაგირავების შედეგად რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის გაუთვითცნობიერებელ ინვესტორთა რაოდენობა 20-ს გადააჭარბებს (ან შესაძლოა გადააჭარბოს) ან ერთეულის გასხვისებისთვის/დაგირავებისთვის თანხმობის გაცემას ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი. ამ პუნქტით დადგენილი წესის დარღვევით საინვესტიციო ფონდის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის წინასწარი თანხმობის გარეშე განხორციელებულ ერთეულის გასხვისებას ან დაგირავებას იურიდიული ძალა არა აქვს. 8. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქციათა რეესტრის წარმოების წესები არ ვრცელდება სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმის მქონე საინვესტიციო კომპანიაზე. ამ მუხლის მე-2−მე-6 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების სამართლებრივი ფორმის მქონე საინვესტიციო კომპანიაზე. 9. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისად დაადგინოს საინვესტიციო ფონდის (გარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა ან კომანდიტური საზოგადოების ფორმის მქონე საინვესტიციო კომპანიისა) ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების წესები. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №897 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. მუხლი 12 1 . „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანია მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტორიზებული/რეგისტრირებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის ვალდებულია განახორციელოს სათანადო პროცედურები „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად და საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია ანგარიშგებისადმი დაქვემდებარებული თითოეული ფინანსური ანგარიშის თაობაზე, თუ ეს საინვესტიციო კომპანია/ერთობლივი საინვესტიციო ფონდი აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტია. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2147 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. თავი III საინვესტიციო ფონდების ავტორიზაცია, რეგისტრაცია და აღიარება

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აპრ. 2024· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2023
წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 13

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • არალისტინგირებული აქციების ღირებულების განსაზღვრასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №9

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2023-12-27
4
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ფასიანი ქაღალდების… 32მუხლი 32

მიუთითებენ მასზე

მუხლი 71

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 40ერთეულების გამოსყიდვა, შენატანების დაბრუნება
  • 69საინვესტიციო ფონდის ერთეულების გამოშვების, განთავსებისა და გამოსყიდვის ფასების გამოქვეყნების ვალდებულება
  • 41ერთეულების გამოსყიდვის პროცესის შეჩერება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 23¹საინვესტიციო ფონდები
  • 148აქტივების ღირებულება

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 3საინვესტიციო ფონდები და მათი სახეები
  • 6საინვესტიციო ფონდის ვალდებულებანი
  • 5საინვესტიციო ფონდის განაცხადი

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 22ინვესტორი, კრედიტორი და სხვა პირები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 49¹ერთობლივი საინვესტიციო ფონდი

მეწარმეთა შესახებ

  • 34¹სამეწარმეო საზოგადოების მიერ სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვება

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

  • 3ინვესტორის უფლებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3249¹323¹148365327140694134¹2211
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…საინვესტიციო ფონდების …საქართველოს საგადასახა…საინვესტიციო ფონდების …ფასიან ქაღალდებად გარდ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026