საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 65. პროსპექტის, ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციისა და პერიოდული ანგარიშების გამოქვეყნების ვალდებულება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებული/აღიარებული საინვესტიციო კომპანია და აქტივების მმართველი კომპანია მისი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული ავტორიზებული/აღიარებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის ვალდებული არიან შეადგინონ და გამოაქვეყნონ შემდეგი დოკუმენტები: ა) პროსპექტი; ბ) ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია; გ) წლიური ანგარიში თითოეული ფინანსური წლისთვის; დ) ნახევარი წლის ანგარიში ფინანსური წლის პირველი 6 თვისთვის.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან ინვესტორებს მიაწოდონ პროსპექტი და წლიური/ნახევარი წლის ანგარიშები მათი მოთხოვნის საფუძველზე და ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე. ინვესტორს პროსპექტი შესაძლებელია მიეწოდოს ხანგრძლივი მატარებლის ან ვებგვერდის მეშვეობით. შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ინვესტორს პროსპექტი უნდა მიეწოდოს მატერიალური ფორმით და ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე.

3.წლიური და ნახევარი წლის ანგარიშები ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს პროსპექტითა და ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციით დადგენილი წესით. ინვესტორს წლიური და ნახევარი წლის ანგარიშები მატერიალური ფორმით უნდა მიეწოდოს მისი მოთხოვნის საფუძველზე და ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე.

4.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების შედგენისა და გამოქვეყნების მარეგულირებელი წესები.

5.თუ საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებული/აღიარებული საინვესტიციო კომპანია და აქტივების მმართველი კომპანია მისი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული ავტორიზებული/აღიარებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის ვალდებული არიან შეადგინონ და გამოაქვეყნონ შემდეგი დოკუმენტები: ა) პროსპექტი; ბ) ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია; გ) წლიური ანგარიში თითოეული ფინანსური წლისთვის; დ) ნახევარი წლის ანგარიში ფინანსური წლის პირველი 6 თვისთვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან ინვესტორებს მიაწოდონ პროსპექტი და წლიური/ნახევარი წლის ანგარიშები მათი მოთხოვნის საფუძველზე და ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე. ინვესტორს პროსპექტი შესაძლებელია მიეწოდოს ხანგრძლივი მატარებლის ან ვებგვერდის მეშვეობით. შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ინვესტორს პროსპექტი უნდა მიეწოდოს მატერიალური ფორმით და ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე. 3. წლიური და ნახევარი წლის ანგარიშები ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს პროსპექტითა და ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციით დადგენილი წესით. ინვესტორს წლიური და ნახევარი წლის ანგარიშები მატერიალური ფორმით უნდა მიეწოდოს მისი მოთხოვნის საფუძველზე და ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე. 4. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების შედგენისა და გამოქვეყნების მარეგულირებელი წესები. 5. თუ საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1145⁶224921181486867663965
მნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …ნებაყოფლობითი კერძო პე…ფასიანი ქაღალდების ბაზ…დაგროვებითი პენსიის შე…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…ინვესტიციების სახელმწი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა