Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 67

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 67. ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:საინვესტიციო ანალიზიაქტივების მართვაუცხოური ინვესტიციებისტარტაპის იურიდიული მომსახურებარისკების შეფასებატოკენ შეთავაზებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებული ან აღიარებული საინვესტიციო კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანია მისი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული ავტორიზებული ან აღიარებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის ვალდებული არიან შეადგინონ ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი. იგი უნდა მოიცავდეს საინვესტიციო ფონდის ძირითადი მახასიათებლების შესახებ სათანადო ინფორმაციას, რომელიც მიეწოდება ინვესტორს, რათა მან შეძლოს შეთავაზებული საინვესტიციო პროდუქტის რისკიანობის შეფასება და ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება.

2.ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია დაწერილი უნდა იყოს მოკლედ და არატექნიკური ენით. იგი წარმოდგენილი უნდა იყოს ერთგვაროვანი ფორმატით, რომელიც შედარების საშუალებას იძლევა და გასაგები იქნება გაუთვითცნობიერებელი ინვესტორისთვის.

3.ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია უნდა იყოს სწორი, უნდა შეესაბამებოდეს პროსპექტის შესაბამის ნაწილებს და შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს ინვესტორი. ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებზე მითითების გარეშე უნდა მოიცავდეს  შემდეგ მონაცემებს: ა) საინვესტიციო ფონდის სახელწოდებას, აგრეთვე შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს დასახელებას; ბ) საინვესტიციო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკისა და საინვესტიციო მიზნების მოკლე აღწერას; გ) წარსულში საინვესტიციო ფონდის შემოსავლიანობის შესახებ ინფორმაციას ან შესაბამის შემთხვევაში შემოსავლიანობის სცენარებს; დ) საკომისიოებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციას; ე) ინვესტიციის რისკიანობისა და შემოსავლიანობის პროფილს, მათ შორის, საინვესტიციო ფონდში ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ სათანადო მითითებებსა და გაფრთხილებებს; ვ) შეთავაზებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღების ადგილისა და ფორმის, მათ შორის, პროსპექტის, წლიური და ნახევარი წლის ანგარიშების ყოველგვარი საფასურის გარეშე ნებისმიერ დროს მიღების ადგილისა და მეთოდის, შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე მითითებას, თუ რომელ ენაზეა ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი.

4.ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია წინასახელშეკრულებო ინფორმაციაა. დაუშვებელია პირისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციის, მათ შორის, მისი ნებისმიერი უცხოურენოვანი თარგმანის, საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასში მითითებული ინფორმაცია არის არასწორი, არ შეესაბამება პროსპექტის შესაბამის ნაწილებს ან შეცდომაში შემყვანია. ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია უნდა შეიცავდეს აღნიშნულთან დაკავშირებულ მკაფიო გაფრთხილებას.

5.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ, სხვა პირების საშუალებით ახორციელებენ ავტორიზებული ან აღიარებული საინვესტიციო ფონდის ერთეულების ინვესტორებისთვის მიყიდვას, ვალდებული არიან ინვესტორებს ერთეულების შესყიდვამდე დროულად მიაწოდონ ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია.

6.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ, სხვა პირების საშუალებით არ  ახორციელებენ ავტორიზებული ან აღიარებული საინვესტიციო ფონდის ერთეულების ინვესტორებისთვის მიყიდვას, ვალდებული არიან ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდონ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალს ან სხვა პირს, რომელიც ყიდის ერთეულებს ან ინვესტორებს აძლევს რჩევას ფონდის ერთეულებში ინვესტიციის განხორციელების შესახებ. აღნიშნულ შუამავლებს ეკისრებათ ვალდებულება, კლიენტებს ან პოტენციურ კლიენტებს ერთეულის შესყიდვამდე დროულად მიაწოდონ ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია.

7.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ, ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია ინვესტორებს მიაწოდონ ხანგრძლივი მატარებლის ან ვებგვერდის მეშვეობით. ინვესტორებს აღნიშნული ინფორმაცია მოთხოვნის საფუძველზე უნდა მიეწოდოთ მატერიალური ფორმით. ამ ინფორმაციის მიღებისთვის ინვესტორები საფასურს არ იხდიან.

8.ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია უნდა განახლდეს. ამ ინფორმაციაში ცვლილების შეტანა საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს წინასწარ თანხმობას.

წინა მუხლი 66შემდეგი მუხლი 68

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საერთაშორისო საინვესტიციო კონტრაქტები23 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პრე-სიდ რაუნდის დოკუმენტაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საერთაშორისო საინვესტიციო ხელშეკრულებები4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტოკენის შეთავაზების შესაბამისობა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №9

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 66ავტორიზებული/აღიარებული საინვესტიციო ფონდის პროსპექტის შედგენა და მასში გასათვალისწინებელი ინფორმაცია
  • 65პროსპექტის, ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციისა და პერიოდული ანგარიშების გამოქვეყნების ვალდებულება
  • 10საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 6საინვესტიციო ფონდის ვალდებულებანი
  • 5საინვესტიციო ფონდის განაცხადი
  • 4საინვესტიციო ფონდის შექმნის პროცედურა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 23¹საინვესტიციო ფონდები

ინოვაციების შესახებ

  • 7საინვესტიციო ფონდი

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 45⁶საინვესტიციო რეკომენდაციებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების წესი

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 39ინფორმაციის მიწოდება, გამოქვეყნება და გამჟღავნება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 49¹ერთობლივი საინვესტიციო ფონდი

ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

  • 4ინვესტორის უფლებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
45⁶449¹23¹654726665103967
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …საინვესტიციო ფონდების …საქართველოს საგადასახა…ინოვაციების შესახებფასიანი ქაღალდების ბაზ…ნებაყოფლობითი კერძო პე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026