Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 66

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 66. ავტორიზებული/აღიარებული საინვესტიციო ფონდის პროსპექტის შედგენა და მასში გასათვალისწინებელი ინფორმაცია

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:საინვესტიციო ანალიზიაქტივების მართვაუცხოური ინვესტიციებიIP დიუ დილიჯენსირისკების შეფასებაფასიანი ქაღალდების რეგულაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებული/აღიარებული საინვესტიციო ფონდის პროსპექტი უნდა შეიცავდეს შეთავაზებული ინვესტიციისა და მასთან დაკავშირებული რისკების შესაფასებლად ინვესტორისთვის საჭირო ინფორმაციას. პროსპექტში ნათლად და გასაგები ენით ახსნილი უნდა იყოს საინვესტიციო ფონდის რისკის პროფილი.

2.პროსპექტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, მკაფიო და არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი. პროსპექტის დამტკიცება არ უნდა იქნეს მიჩნეული პროსპექტის შინაარსის სისწორის ან მასში აღწერილი ინვესტიციების ღირებულების შესახებ საზედამხედველო ორგანოს რეკომენდაციად ან დასკვნად.

3.ავტორიზებული/აღიარებული საინვესტიციო ფონდის პროსპექტი უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ა) საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელწოდებას, დაფუძნების თარიღსა და ხანგრძლივობას (თუ საინვესტიციო ფონდი ან აქტივების მმართველი კომპანია შეზღუდული ხანგრძლივობით არის დაფუძნებული); ბ) ქოლგისებრი ფონდის შემთხვევაში − შესაბამის ქვეფონდებზე მითითებას; გ) იმის შესახებ, თუ სად შეიძლება გაეცნოს ინვესტორი საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტს, თუ იგი არ ერთვის პროსპექტს, და პერიოდულ ანგარიშებს; დ) საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებული დაბეგვრის სისტემის მოქმედების რელევანტურ მოკლე მიმოხილვას ერთეულის მფლობელებისთვის; ე) იმ პირთა შესახებ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საინვესტიციო ფონდის წლიურ ანგარიშში ასახული ფინანსური ინფორმაციის აუდირებისთვის ამ კანონის 68-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად; ვ) აქტივების მმართველი კომპანიის ან/და საინვესტიციო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრთა ვინაობისა და მათ მიერ დაკავებული თანამდებობების შესახებ; ზ) აქტივების მმართველი კომპანიის ან/და საინვესტიციო კომპანიის კაპიტალის შესახებ; თ) ერთეულების ტიპებისა და ძირითადი მახასიათებლების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, აგრეთვე მითითებას იმ საფონდო ბირჟაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც ერთეულები დაშვებულია სავაჭროდ; ი) ერთეულების გამოშვებისა და განთავსების პირობებსა და პროცედურას; კ) გამოსყიდვის პირობებსა და პროცედურას, ასევე იმ გარემოებათა შესახებ ინფორმაციას, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია გამოსყიდვის პროცესი შეჩერებულ იქნეს, აგრეთვე ქოლგისებრი ფონდის შემთხვევაში − ერთეულის მფლობელის მიერ ერთი ქვეფონდიდან სხვა ქვეფონდში გადასვლის პირობებსა და პროცედურას; ლ) საინვესტიციო ფონდის მოგების განსაზღვრისა და გამოყენების წესებს; მ) საინვესტიციო ფონდის საინვესტიციო მიზნებისა და საინვესტიციო პოლიტიკის აღწერას (მათ შორის, იმის მითითებას, არის თუ არა საინვესტიციო ფონდი რომელიმე ეკონომიკურ სექტორში ან გეოგრაფიულ რეგიონში ინვესტიციის განხორციელებაზე კონცენტრირებული), აგრეთვე საინვესტიციო პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეზღუდვებსა და იმ ტექნიკაზე, ინსტრუმენტებზე ან სესხის აღების უფლებაზე მითითებას, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საინვესტიციო ფონდის მართვისას; ნ) საინვესტიციო ფონდის აქტივების ღირებულების შეფასების წესებს; ო) ერთეულების გამოშვების/განთავსებისა და გამოსყიდვის ფასების განსაზღვრის შესახებ, მათ შორის, მათთან დაკავშირებულ საკომისიოებსა და ხარჯებს; პ) საინვესტიციო ფონდის მიერ აქტივების მმართველი კომპანიისთვის, სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის ან მესამე პირებისთვის გასაცემი ანაზღაურების გაანგარიშებისა და ოდენობის, აგრეთვე მათთვის ასანაზღაურებელი ხარჯების შესახებ; საინვესტიციო კომპანიის შემთხვევაში − ასევე მმართველი ორგანოს წევრებისთვის გასაცემი ანაზღაურების გაანგარიშებისა და ოდენობის, აგრეთვე მათთვის ასანაზღაურებელი ხარჯების შესახებ; ჟ) სპეციალიზებული დეპოზიტარისა და იმ პირების შესახებ, რომლებიც დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე ასრულებენ საინვესტიციო ფონდის ფინანსური ინსტრუმენტების შენახვისა და აღრიცხვის ფუნქციას; რ) წარსულში საინვესტიციო ფონდის შემოსავლიანობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ს) ტიპური ინვესტორების პროფილის აღწერილობას, რომელთათვისაც განკუთვნილია საინვესტიციო ფონდი; ტ) იმ შესაძლო საკომისიოებისა და ხარჯების (გარდა ამ პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკომისიოებისა და ხარჯებისა) შესახებ, რომელთა გადახდა შესაძლებელია დაეკისროს, ერთი მხრივ, ერთეულის მფლობელებსა და, მეორე მხრივ, საინვესტიციო ფონდს; უ) საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ სხვა ინფორმაციას.

4.პროსპექტში ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მითითება აუცილებელი არ არის, თუ ამ ინფორმაციას შეიცავს საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი, რომელიც თან ერთვის პროსპექტს.

5.საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი პროსპექტის განუყოფელი ნაწილია და თან უნდა ერთოდეს მას. სადამფუძნებლო დოკუმენტის პროსპექტზე დართვა სავალდებულო არ არის, თუ ინვესტორისთვის ცნობილია, რომ მოთხოვნის შემთხვევაში მას გაეგზავნება აღნიშნული დოკუმენტი ან ეცნობება ადგილი, სადაც შეუძლია გაეცნოს მას.

6.პროსპექტში შეტანილი ძირითადი ინფორმაცია უნდა განახლდეს. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის პროსპექტში ცვლილება უნდა განხორციელდეს ამ კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებული/აღიარებული საინვესტიციო ფონდის პროსპექტი უნდა შეიცავდეს შეთავაზებული ინვესტიციისა და მასთან დაკავშირებული რისკების შესაფასებლად ინვესტორისთვის საჭირო ინფორმაციას. პროსპექტში ნათლად და   გასაგები ენით ახსნილი უნდა იყოს საინვესტიციო ფონდის რისკის პროფილი. 2. პროსპექტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, მკაფიო და არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი. პროსპექტის დამტკიცება არ უნდა იქნეს მიჩნეული პროსპექტის შინაარსის სისწორის ან მასში აღწერილი ინვესტიციების ღირებულების შესახებ საზედამხედველო ორგანოს რეკომენდაციად ან დასკვნად. 3. ავტორიზებული/აღიარებული საინვესტიციო ფონდის პროსპექტი უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ა) საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელწოდებას, დაფუძნების თარიღსა და ხანგრძლივობას (თუ საინვესტიციო ფონდი ან აქტივების მმართველი კომპანია შეზღუდული ხანგრძლივობით არის დაფუძნებული); ბ) ქოლგისებრი ფონდის შემთხვევაში − შესაბამის ქვეფონდებზე მითითებას; გ) იმის შესახებ, თუ სად შეიძლება გაეცნოს ინვესტორი საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტს, თუ იგი არ ერთვის პროსპექტს, და პერიოდულ ანგარიშებს; დ) საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებული დაბეგვრის სისტემის მოქმედების რელევანტურ მოკლე მიმოხილვას ერთეულის მფლობელებისთვის; ე) იმ პირთა შესახებ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საინვესტიციო ფონდის წლიურ ანგარიშში ასახული ფინანსური ინფორმაციის აუდირებისთვის ამ კანონის 68-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად; ვ) აქტივების მმართველი კომპანიის ან/და საინვესტიციო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრთა ვინაობისა და მათ მიერ დაკავებული თანამდებობების შესახებ; ზ) აქტივების მმართველი კომპანიის ან/და საინვესტიციო კომპანიის კაპიტალის შესახებ; თ) ერთეულების ტიპებისა და ძირითადი მახასიათებლების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, აგრეთვე მითითებას იმ საფონდო ბირჟაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც ერთეულები დაშვებულია სავაჭროდ; ი) ერთეულების გამოშვებისა და განთავსების პირობებსა და პროცედურას; კ) გამოსყიდვის პირობებსა და პროცედურას, ასევე  იმ გარემოებათა შესახებ ინფორმაციას, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია გამოსყიდვის პროცესი შეჩერებულ იქნეს, აგრეთვე ქოლგისებრი ფონდის შემთხვევაში − ერთეულის მფლობელის მიერ ერთი ქვეფონდიდან სხვა ქვეფონდში გადასვლის პირობებსა და პროცედურას; ლ) საინვესტიციო ფონდის მოგების განსაზღვრისა და გამოყენების წესებს; მ) საინვესტიციო ფონდის საინვესტიციო მიზნებისა და საინვესტიციო პოლიტიკის აღწერას (მათ შორის, იმის მითითებას, არის თუ არა საინვესტიციო ფონდი რომელიმე ეკონომიკურ სექტორში ან გეოგრაფიულ რეგიონში ინვესტიციის განხორციელებაზე კონცენტრირებული), აგრეთვე საინვესტიციო პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეზღუდვებსა და იმ ტექნიკაზე, ინსტრუმენტებზე ან სესხის აღების უფლებაზე მითითებას, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საინვესტიციო ფონდის მართვისას; ნ) საინვესტიციო ფონდის აქტივების ღირებულების შეფასების წესებს; ო) ერთეულების გამოშვების/განთავსებისა და გამოსყიდვის ფასების განსაზღვრის შესახებ, მათ შორის, მათთან დაკავშირებულ საკომისიოებსა და ხარჯებს; პ) საინვესტიციო ფონდის მიერ აქტივების მმართველი კომპანიისთვის, სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის ან მესამე პირებისთვის გასაცემი ანაზღაურების გაანგარიშებისა და ოდენობის, აგრეთვე მათთვის ასანაზღაურებელი ხარჯების შესახებ; საინვესტიციო კომპანიის შემთხვევაში − ასევე მმართველი ორგანოს წევრებისთვის გასაცემი ანაზღაურების გაანგარიშებისა და ოდენობის, აგრეთვე მათთვის ასანაზღაურებელი ხარჯების შესახებ; ჟ) სპეციალიზებული დეპოზიტარისა და იმ პირების შესახებ, რომლებიც დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე ასრულებენ საინვესტიციო ფონდის ფინანსური ინსტრუმენტების შენახვისა და აღრიცხვის ფუნქციას; რ) წარსულში საინვესტიციო ფონდის შემოსავლიანობის შესახებ   (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ს) ტიპური ინვესტორების პროფილის აღწერილობას, რომელთათვისაც განკუთვნილია საინვესტიციო ფონდი; ტ) იმ შესაძლო საკომისიოებისა და ხარჯების (გარდა ამ პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკომისიოებისა და ხარჯებისა) შესახებ, რომელთა გადახდა შესაძლებელია დაეკისროს, ერთი მხრივ, ერთეულის მფლობელებსა და, მეორე მხრივ, საინვესტიციო ფონდს; უ) საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ სხვა ინფორმაციას. 4. პროსპექტში ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მითითება აუცილებელი არ არის, თუ ამ ინფორმაციას შეიცავს საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი, რომელიც თან ერთვის პროსპექტს. 5. საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი პროსპექტის განუყოფელი ნაწილია და თან უნდა ერთოდეს მას. სადამფუძნებლო დოკუმენტის პროსპექტზე დართვა სავალდებულო არ არის, თუ ინვესტორისთვის ცნობილია, რომ მოთხოვნის შემთხვევაში მას გაეგზავნება აღნიშნული დოკუმენტი ან ეცნობება ადგილი, სადაც შეუძლია გაეცნოს მას. 6. პროსპექტში შეტანილი ძირითადი ინფორმაცია უნდა   განახლდეს. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის პროსპექტში ცვლილება უნდა განხორციელდეს ამ კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 65შემდეგი მუხლი 67

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პრე-სიდ რაუნდის დოკუმენტაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საერთაშორისო საინვესტიციო ხელშეკრულებები4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სერია A დოკუმენტაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • SAFE და კონვერტირებადი ობლიგაციები4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №9

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10მუხლი 68

მიუთითებენ მასზე

მუხლი 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 67ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია
  • 52ავტორიზებული საინვესტიციო ფონდებისთვის ნებადართული ინვესტიცია და სესხი
  • 65პროსპექტის, ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციისა და პერიოდული ანგარიშების გამოქვეყნების ვალდებულება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 23¹საინვესტიციო ფონდები

ინოვაციების შესახებ

  • 7საინვესტიციო ფონდი

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 26სპეციალიზებული დეპოზიტარი
  • 27საპენსიო აქტივების ინვესტირება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 49¹ერთობლივი საინვესტიციო ფონდი

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 45⁶საინვესტიციო რეკომენდაციებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების წესი

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 38საპენსიო აქტივების ინვესტირება

ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

  • 4ინვესტორის უფლებები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52⁴საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
45⁶449¹52⁴23¹72627106826752653866
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …საქართველოს საგადასახა…ინოვაციების შესახებდაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს სამოქალაქო…ფასიანი ქაღალდების ბაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026