3.ჭკვიანი აღრიცხვის სისტემის (მათ შორის, ჭკვიანი მრიცხველის) კატეგორიას განეკუთვნება ის მრიცხველები, რომლებსაც გააჩნიათ შესაძლებლობა დაამყარონ ორმხრივი ელექტრონული კომუნიკაცია ამ მუხლის მე-12-მე-13 პუნქტების შესაბამისად და ხელი შეუწყონ მომხმარებლის ენერგომოხმარების ოპტიმიზაციას.
4.ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მოთხოვნით წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს.
5.დაბალი წნევის 0-10 კუბ.მ/სთ სიმძლავრის მომხმარებელი უფლებამოსილია, არსებული აღრიცხვის კვანძის ნაცვლად, განაწილების ლიცენზიატს მოსთხოვოს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეუძლებელია სისტემის ოპერატორის მიერ ჭკვიანი აღრიცხვის სისტემით აღრიცხვის მონაცემების დისტანციურად გადაცემა).
6.წესებით განსაზღვრული, ჭკვიანი მრიცხველი ყველა თვითმმართველ ქალაქში უნდა მოეწყოს 2024 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ შეტანილ განაცხადებზე, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში – 2025 წლის 1 ივლისის შემდგომ შეტანილ განაცხადებზე: ა) ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთებას, ასევე ჭკვიანი მრიცხველით გამრიცხველიანებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული ობიექტის გაყოფის შემთხვევაში.
7.გამანაწილებელ ქსელზე საშუალო წნევის ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია საშუალო წნევის ახალ მომხმარებელთან მოაწყოს ჭკვიანი მრიცხველი.
9.ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს ჭკვიანი მრიცხველის საფასურის 50 პროცენტი. დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის თარიღიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
10.ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასურის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის საფასურის გადახდის განწილვადების შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის ქვითარში.
11.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განათავსოს საკუთარ ვებგვერდზე ინფორმაცია და ტექნიკური მახასიათებლები იმ ჭკვიანი მრიცხველის შესახებ, რომლებსაც სთავაზობს მომხმარებლებს.
12.ჭკვიან აღრიცხვის სისტემას (მათ შორის, ჭკვიანი მრიცხველს) უნდა გააჩნდეს შემდეგი მინიმალური შესაძლებლობები: ა) ფაქტობრივი მოხმარების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გადაცემა; ბ) კომუნიკაციის ინტერფეისი, მათ შორის, დისტანციურად; გ) აღრიცხული მონაცემების წაკითხვა განახორციელოს არანაკლებ 24 საათში ერთხელ; დ) აღჭურვილი იყოს ზუსტი მერიდიანული დროის სისტემით და შესაბამისი ელექტროკვების წყაროთი (ელემენტით); ე) გააჩნდეს მონაცემების უსაფრთხო და დაცული არხებით გადაცემის ფუნქცია; ვ) გააჩნდეს არასანქცირებული ჩარევის დადგენის ფუნქცია.
13.ჭკვიანი აღრიცხვის სისტემა დისტანციურად უნდა გადასცემდეს აღრიცხვის (გაზომვის) მონაცემებს განაწილების ლიცენზიატს, რომლის უზრუნველყოფაზეც განაწილების ლიცენზიატი თავადაა პასუხისმგებელი. ამასთან, წაკითხული მონაცემების გადაცემა უნდა განხორციელდეს მინიმუმ 7 დღეში ერთხელ, ხოლო ბუნებრივი გაზის ბირჟის ჩამოყალიბებისა და ამოქმედების შემდგომ – 24 საათში ერთხელ.
14.ბუნებრივი გაზის რაოდენობის ჭკვიანი აღრიცხვის სისტემით (მათ შორის, ჭკვიანი მრიცხველით) აღრიცხვის შემთხვევაში, შესაბამის მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დისტანციურ რეჟიმში, განაწილების ლიცენზიატის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე მიიღოს ინფორმაცია: ა) ფაქტობრივი მოხმარების შესახებ; ბ) ბუნებრივი გაზის საფასურის შესახებ; გ) ნორმაზე მეტი მოხმარების და აღრიცხვის მოშლის შესახებ (პერიოდის მითითებით); დ) სხვა ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის მე-12 პუნქტით და მოთხოვნილია მომხმარებლის მიერ.
15.ჭკვიანი აღრიცხვის სისტემების შემადგენლობაში შედის: ა) მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის მოწყობილობები; ბ) საკომუნიკაციო მოწყობილობები და ქსელები; გ) ბუნებრივი გაზის გაზომვის მოწყობილობები; დ) შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები.
16.ჭკვიანი აღრიცხვის სისტემები ბუნებრივი გაზის აღრიცხვის მონაცემებს იღებს: ა) მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის მოწყობილობებისგან; ბ) ბუნებრივი გაზის გაზომვის მოწყობილობებიდან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2021 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 18 ივლისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 22.07.2024წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 15.10.2024 წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ეს მუხლი განსაზღვრავს ჭკვიანი აღრიცხვის სისტემების (მათ შორის, ჭკვიანი მრიცხველის) მოწყობის პირობასა და პროცედურებს.2. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მომხმარებელთან ან/და კომისიასთან შეთანხმებით დანერგოს მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის ტექნოლოგიები.3. ჭკვიანი აღრიცხვის სისტემის (მათ შორის, ჭკვიანი მრიცხველის) კატეგორიას განეკუთვნება ის მრიცხველები, რომლებსაც გააჩნიათ შესაძლებლობა დაამყარონ ორმხრივი ელექტრონული კომუნიკაცია ამ მუხლის მე-12-მე-13 პუნქტების შესაბამისად და ხელი შეუწყონ მომხმარებლის ენერგომოხმარების ოპტიმიზაციას.4. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მოთხოვნით წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს.5. დაბალი წნევის 0-10 კუბ.მ/სთ სიმძლავრის მომხმარებელი უფლებამოსილია, არსებული აღრიცხვის კვანძის ნაცვლად, განაწილების ლიცენზიატს მოსთხოვოს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეუძლებელია სისტემის ოპერატორის მიერ ჭკვიანი აღრიცხვის სისტემით აღრიცხვის მონაცემების დისტანციურად გადაცემა).6. წესებით განსაზღვრული, ჭკვიანი მრიცხველი ყველა თვითმმართველ ქალაქში უნდა მოეწყოს 2024 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ შეტანილ განაცხადებზე, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში – 2025 წლის 1 ივლისის შემდგომ შეტანილ განაცხადებზე:ა) ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთებას, ასევე ჭკვიანი მრიცხველით გამრიცხველიანებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული ობიექტის გაყოფის შემთხვევაში.7. გამანაწილებელ ქსელზე საშუალო წნევის ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია საშუალო წნევის ახალ მომხმარებელთან მოაწყოს ჭკვიანი მრიცხველი.8. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური განსაზღვრულია დანართი №4-ით.9.ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს ჭკვიანი მრიცხველის საფასურის 50 პროცენტი. დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის თარიღიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.10. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასურის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის საფასურის გადახდის განწილვადების შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის ქვითარში.11. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განათავსოს საკუთარ ვებგვერდზე ინფორმაცია და ტექნიკური მახასიათებლები იმ ჭკვიანი მრიცხველის შესახებ, რომლებსაც სთავაზობს მომხმარებლებს.12. ჭკვიან აღრიცხვის სისტემას (მათ შორის, ჭკვიანი მრიცხველს) უნდა გააჩნდეს შემდეგი მინიმალური შესაძლებლობები:ა) ფაქტობრივი მოხმარების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გადაცემა;ბ) კომუნიკაციის ინტერფეისი, მათ შორის, დისტანციურად;გ) აღრიცხული მონაცემების წაკითხვა განახორციელოს არანაკლებ 24 საათში ერთხელ;დ) აღჭურვილი იყოს ზუსტი მერიდიანული დროის სისტემით და შესაბამისი ელექტროკვების წყაროთი (ელემენტით);ე) გააჩნდეს მონაცემების უსაფრთხო და დაცული არხებით გადაცემის ფუნქცია;ვ) გააჩნდეს არასანქცირებული ჩარევის დადგენის ფუნქცია.13. ჭკვიანი აღრიცხვის სისტემა დისტანციურად უნდა გადასცემდეს აღრიცხვის (გაზომვის) მონაცემებს განაწილების ლიცენზიატს, რომლის უზრუნველყოფაზეც განაწილების ლიცენზიატი თავადაა პასუხისმგებელი. ამასთან, წაკითხული მონაცემების გადაცემა უნდა განხორციელდეს მინიმუმ 7 დღეში ერთხელ, ხოლო ბუნებრივი გაზის ბირჟის ჩამოყალიბებისა და ამოქმედების შემდგომ – 24 საათში ერთხელ.14. ბუნებრივი გაზის რაოდენობის ჭკვიანი აღრიცხვის სისტემით (მათ შორის, ჭკვიანი მრიცხველით) აღრიცხვის შემთხვევაში, შესაბამის მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დისტანციურ რეჟიმში, განაწილების ლიცენზიატის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე მიიღოს ინფორმაცია:ა) ფაქტობრივი მოხმარების შესახებ;ბ) ბუნებრივი გაზის საფასურის შესახებ;გ) ნორმაზე მეტი მოხმარების და აღრიცხვის მოშლის შესახებ (პერიოდის მითითებით);დ) სხვა ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის მე-12 პუნქტით და მოთხოვნილია მომხმარებლის მიერ.15. ჭკვიანი აღრიცხვის სისტემების შემადგენლობაში შედის:ა) მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის მოწყობილობები;ბ) საკომუნიკაციო მოწყობილობები და ქსელები;გ) ბუნებრივი გაზის გაზომვის მოწყობილობები;დ) შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები.16. ჭკვიანი აღრიცხვის სისტემები ბუნებრივი გაზის აღრიცხვის მონაცემებს იღებს:ა) მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის მოწყობილობებისგან;ბ) ბუნებრივი გაზის გაზომვის მოწყობილობებიდან.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2021 წ.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 18 ივლისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 22.07.2024წ.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 15.10.2024 წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №35 · ძალაშია 15 ოქტ. 2024-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
16 ივლ. 2009 – 1 ნოე. 2021მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 4
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 20 ნოე. 2023
დაემატა 7¹ მუხლი, რომელიც აწესრიგებს ჭკვიანი მრიცხველის დანერგვას, მოთხოვნის წესს, საფასურს, მრიცხველის მინიმალურ ტექნიკურ შესაძლებლობებს და მომხმარებლისთვის ინფორმაციის დისტანციურ მიწოდებას.