1.ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს მიწოდებას საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით, ვალდებულია, მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება რეგულირებული პირობებით და, შესაბამის შემთხვევებში, კომისიის მიერ დადგენილი ფასით, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ წესების შესაბამისად.
2.საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით მიწოდებას ახორციელებს: ა) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი; ბ) ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი; გ) საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი.
3.კომისია, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით მიმწოდებლის საქმიანობის გამჭვირვალობასა და არადისკრიმინაციულობას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 25.02.2022 წ.

