ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 166. საბოლოო მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის არჩევა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.(ამოღებულია - 22.12.2021, №1198).

2.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ბაზრის გახსნის ან/და შესაბამისი ბაზრის მოდელის კონცეფციის სათანადო ეტაპის განსახორციელებლად ეტაპობრივად განსაზღვროს ის სავალდებულო კრიტერიუმები და ვადები, რომელთა დაკმაყოფილების/რომლებთან შესაბამისობის შემთხვევაშიც საბოლოო მომხმარებელი მიმწოდებელს სავალდებულო წესით აირჩევს.

3.განაწილების ლიცენზიის მფლობელის მომხმარებლად (აბონენტად) რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც განაწილების სისტემის ოპერატორის განცალკევების დასრულებისას არ ექნება მიმწოდებელთან ამ კანონით დადგენილი წესით დადებული ხელშეკრულება, ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურებას კომისიის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით მიიღებს უნივერსალური მიმწოდებლისგან ან ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული, საჯარო მომსახურების ვალდებულების შემსრულებელი სხვა ენერგეტიკული საწარმოსგან, ხოლო ბუნებრივი გაზის მიწოდების მომსახურებას − შესაბამისი საჯარო მომსახურების მიმწოდებლისგან. ამასთანავე, ეს არ ზღუდავს აღნიშნული მომხმარებლის უფლებას, სურვილის შემთხვევაში შემდგომ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აირჩიოს მისთვის მისაღები მიმწოდებელი. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. (ამოღებულია - 22.12.2021, №1198). 2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ბაზრის გახსნის ან/და შესაბამისი ბაზრის მოდელის კონცეფციის სათანადო ეტაპის განსახორციელებლად ეტაპობრივად განსაზღვროს ის სავალდებულო კრიტერიუმები და ვადები, რომელთა დაკმაყოფილების/რომლებთან შესაბამისობის შემთხვევაშიც საბოლოო მომხმარებელი მიმწოდებელს სავალდებულო წესით აირჩევს. 3. განაწილების ლიცენზიის მფლობელის მომხმარებლად (აბონენტად) რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც განაწილების სისტემის ოპერატორის განცალკევების დასრულებისას არ ექნება მიმწოდებელთან ამ კანონით დადგენილი წესით დადებული ხელშეკრულება, ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურებას კომისიის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით მიიღებს უნივერსალური მიმწოდებლისგან ან ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული, საჯარო მომსახურების ვალდებულების შემსრულებელი სხვა  ენერგეტიკული საწარმოსგან, ხოლო   ბუნებრივი გაზის მიწოდების მომსახურებას − შესაბამისი საჯარო მომსახურების მიმწოდებლისგან. ამასთანავე, ეს არ ზღუდავს აღნიშნული მომხმარებლის უფლებას, სურვილის შემთხვევაში შემდგომ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აირჩიოს მისთვის მისაღები მიმწოდებელი. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-2 პუნქტში კრიტერიუმების დაკმაყოფილების შედეგი არის მიმწოდებლის სავალდებულო არჩევა და არა კვალიფიციურ მომხმარებლად რეგისტრაცია. მე-3 პუნქტში ელექტროენერგიის მიმწოდებლად უნივერსალურ მიმწოდებელთან ერთად დაემატა საჯარო მომსახურების ვალდებულების შემსრულებელი სხვა ენერგეტიკული საწარმო.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
78¹15183528111¹¹…69114104111166
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…სახელმწიფო შესყიდვების…გადასახადების ადმინისტ…სასმელი წყლის მიწოდები…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა