ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 19². ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმება

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 4 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, კომისიის თანხმობით, გააუქმოს ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადი, მხოლოდ შემდეგ მოცემულ შემთხვევებში: ა) თუ განაწილების ლიცენზიატის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოთხოვნილი მიერთების შესრულება აშკარად შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურად შესრულების შეუძლებლობიდან გამომდინარე; ბ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომისიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება მიერთების განაცხადის გაუქმების შესახებ, განაწილების ლიცენზიატთან კვლავ შევიდა განაცხადი ამ ობიექტის ქსელზე მიერთების მოთხოვნით  და კვლავ არსებობს აღნიშნული განაცხადის გაუქმების საფუძველი ან გამომწვევი გარემოება. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმება ძალაში შედის კომისიის თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე. აღნიშნული განაცხადის გაუქმება იწვევს ამ ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის ბათილობას.

2.განაწილების ლიცენზიატმა შეიძლება მიმართოს კომისიას განაცხადის გაუქმების საფუძვლის შესწავლის მოთხოვნით, მხოლოდ ამ მუხლის პირველ პუნქტში  მოცემული გარემოების არსებობის შემთხვევაში. სისტემის ოპერატორმა აღნიშნულ განცხადებას თან უნდა დაურთოს სამუშაოების განხორციელებისა და მოთხოვნილი მიერთების განხორციელების მცდელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურად შესრულების შეუძლებლობის სათანადო დასაბუთებასთან ერთად. აღნიშნული განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად ასევე  უნდა გაეგზავნოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს).

3.კომისია, განაწილების ლიცენზიატის განცხადებას ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმების საფუძვლის შესწავლის მოთხოვნაზე, განიხილავს საჯარო სხდომაზე და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას განაცხადის გაუქმებაზე დათანხმების ან უარის შესახებ.

4.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუბრუნოს მომხმარებელს გადახდილი მიერთების საფასური, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმებაზე კომისიის თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 18 ივლისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 22.07.2024 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 8 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 16 ივლ. 2009 – 22 ივლ. 2024 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25⁹1127¹18¹1826¹19¹192879165819²
მნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…სასმელი წყლის მიწოდები…დაზღვევის შესახებნავთობისა და გაზის შეს…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა