საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 11 (დანართი 1). ექვაირერის მიერ გადამხდელისათვის და სავაჭრო/მომსახურების ობიექტისათვის მისაწოდებელი ინფორმაცია

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ექვაირერმა უნდა უზრუნველყოს, რომ  გადამხდელი პოს-ტერმინალით ან ბანკომატით ოპერაციის (მათ შორის, ელექტრონული კომერციის ოპერაციის) ინიციირების პროცესში ეკრანზე ხედავდეს ოპერაციის თანხას და ვალუტას.

2.თუ ექვაირერი გადამხდელს სთავაზობს ვალუტის გაცვლის მომსახურებას, მაშინ მან ბანკომატში ან სავაჭრო მომსახურების ობიექტში (მათ შორის, ელექტრონული კომერციის ობიექტში) განთავსებულ პოს-ტერმინალში საბარათე ოპერაციის ინიციირებამდე გადამხდელს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ვალუტის გაცვლასთან დაკავშირებული ყველა სახის საკომისიოსა და  გაცვლითი კურსის შესახებ.

3.თითოეული საბარათე ოპერაციის შესახებ ექვაირერი ვალდებულია სავაჭრო/მომსახურების ობიექტისთვის ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ტრანზაქციის უნიკალური კოდი, რომელიც სავაჭრო/მომსახურების ობიექტს მისცემს საშუალებას  მოახდინოს საბარათე ოპერაციის იდენტიფიცირება; ბ) სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ანგარიშზე ჩასარიცხი საბარათე ოპერაციის თანხა და ვალუტა.

4.ექვაირერსა და სავაჭრო/მომსახურების ობიექტს შორის ხელშეკრულების საფუძველზე წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით  განსაზღვრული ინფორმაცია შესაძლოა სავაჭრო/მომსახურების ობიექტისთვის ხელმისაწვდომი იყოს პერიოდულად, სულ მცირე თვეში ერთხელ და იმგვარად, რომ სავაჭრო/მომსახურების ობიექტს შეეძლოს მისი შენახვა და უცვლელად გამრავლება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
50²50¹13⁵2022²339³ (დ…9² (დ…12 (დ…13 (დ…8 (და…511 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაბარათე ინსტრუმენტის …საქართველოს ეროვნული ბ…საგადახდო სისტემისა და…სესხის გამცემი სუბიექტ…პროდუქტის უსაფრთხოების…მომხმარებლის უფლებების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა