საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 12 (დანართი 1). სავაჭრო/მომსახურების ობიექტთან გაფორმებული ხელშეკრულების ძირითადი პირობები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ექვაირერი ვალდებულია თითოეულ სავაჭრო/მომსახურების ობიექტთან გააფორმოს ხელშეკრულება უშუალოდ ან სხვა პროვაიდერის (სუბ-ექვაირერის) საშუალებით, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ მოთხოვნებთან ერთად უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: ა) სავაჭრო/მომსახურების ობიექტის დასახელება და საქმიანობის სფერო; ბ) მომსახურების ტიპი და მისი აღწერა (ფიზიკური პოს-ტერმინალით, ელექტრონული კომერციის ტერმინალით, გადახდის თვითმომსახურების კიოსკით და სხვა); გ) საბარათე ინსტრუმენტის გადახდის საშუალებად მიღების წესები; დ) ოპერაციის შესრულებისათვის დადგენილი ლიმიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გარდა ექვაირერის რისკების მართვის პოლიტიკიდან გამომდინარე ლიმიტებისა; ე) სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ვალდებულებები საბარათე ოპერაციის უსაფრთხოების ზომების დაცვასთან დაკავშირებით; ვ) სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ვალდებულება, რომ საბარათე ოპერაციის განხორციელებამდე გადამხდელისათვის თვალსაჩინო გახადოს ოპერაციის თანხა პოს-ტერმინალის ეკრანის ან პოს-ტერმინალთან ინტეგრირებული სხვა ეკრანის საშუალებით, ხოლო ელექტრონული კომერციის ოპერაციის შემთხვევაში – კომპიუტერის, ტელეფონის, პლანშეტის ან სხვა მოწყობილობის ეკრანის საშუალებით; ზ) სავაჭრო/მომსახურების ობიექტის მიერ განსახორციელებელი პროცედურები საეჭვო ოპერაციის შემთხვევებში, მათ შორის: ზ.ა) ოპერაციის განხორციელების მცდელობა ვადაგასული, დაბლოკილი  ან სტანდარტული რეკვიზიტების არმქონე ბარათით; ზ.ბ) ბარათზე მისი მფლობელის ხელმოწერის არარსებობა, ბარათზე ხელმოწერის ზოლის არსებობის შემთხვევაში; ზ.გ) მაგნიტური ზოლით ოპერაციის შესრულებისას, ბარათზე შესრულებული ხელმოწერის ოპერაციის ქვითარზე შესრულებულ ხელმოწერასთან შეუსაბამობა; თ) სავაჭრო/მომსახურების ობიექტის მიერ გადასახდელი საკომისიო და მისი გამოთვლის პრინციპი; ი) საბარათე ოპერაციის განხორციელების დღიდან სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ვადა, რომელიც არ უნდა იყოს ექვაირერის/სუბ-ექვაირერის მიერ შესაბამისი თანხის მიღებიდან მეორე სამუშაო დღეზე მეტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ობიექტის ოპერაცია ექვაირერის/სუბ-ექვაირერის მიერ საეჭვოდ იქნა მიჩნეული; კ) სავაჭრო/მომსახურების ობიექტის მიერ საბარათე ოპერაციის შესრულებაზე უარის თქმის საფუძვლები; ლ) არასწორად შესრულებულ  საბარათე ოპერაციებთან, თანხის უკან დაბრუნებასთან და სადავო საკითხებთან დაკავშირებით სავაჭრო/მომსახურების ობიექტის და ექვაირერის ვალდებულებები; მ) სავაჭრო/მომსახურების ობიექტთან ურთიერთობის დროს ექვაირერის ვალდებულებები ამ დებულების მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად.

2.ექვაირერი ვალდებულია პერიოდულად შეამოწმოს სავაჭრო/მომსახურების ობიექტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაცვა. თუ ობიექტი სისტემატურად არღვევს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, ექვაირერი ვალდებულია განიხილოს სავაჭრო/მომსახურების ობიექტის მომსახურების შეწყვეტის საკითხი.

3.ექვაირერმა უნდა უზრუნველყოს სავაჭრო/მომსახურების ობიექტის წვდომა მის სასარგებლოდ განხორციელებულ ოპერაციებზე, იმგვარად რომ სავაჭრო/მომსახურების ობიექტს შესაძლებლობა ჰქონდეს გამოითვალოს მის მიერ გადასახდელი საკომისიო და ოპერაციებზე ინფორმაცია შეადაროს/გადაამოწმოს მის შიდა სისტემაში აღრიცხულ ოპერაციებთან.

4.თუ ექვაირერი სავაჭრო/მომსახურების ობიექტს ემსახურება სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით, მაშინ იგი ვალდებულია გააფორმოს უშუალოდ სავაჭრო/მომსახურების ობიექტებთან ორმხრივი ან სავაჭრო პლატფორმასთან და სავაჭრო/მომსახურების ობიექტთან სამმხრივი მომსახურების ხელშეკრულება. ორივე შემთხვევაში გაფორმებული ხელშეკრულება უნდა  აკმაყოფილებდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებებს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13313⁵205¹11 (დ…4 (და…13 (დ…518761912 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაბარათე ინსტრუმენტის …სასმელი წყლის მიწოდები…პროდუქტის უსაფრთხოების…მომხმარებლის უფლებების…საჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა