საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 13 (დანართი 1). საბარათე ქვითარი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პოს-ტერმინალში (გარდა ელექტრონული კომერციის ტერმინალისა) საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებული ოპერაციის დამადასტურებელი საბარათე ქვითარი (მათ შორის, ელექტრონული)  უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად რეკვიზიტებს: ა) სავაჭრო/მომსახურების ობიექტის იურიდიულ დასახელებას/სავაჭრო დასახელებას ან ნიშანს და მისამართს, სადაც განხორციელდა ოპერაცია (სასურველია ტელეფონის ნომრის მითითება); ბ) პროვაიდერის (ექვაირერის) დასახელებას; გ) ოპერაციის შესრულების თარიღს და დროს; დ) ტერმინალის იდენტიფიკატორს (ID); ე) შესრულებული ოპერაციის თანხას და ვალუტას (თუ საქონლის/მომსახურების შეძენასთან ერთად განხორციელდა ნაღდი თანხის გატანა, მაშინ აღნიშნული თანხები მითითებული უნდა იყოს ცალ-ცალკე); ვ) საბარათე ოპერაციის დასტურის კოდს; ზ) ბარათის რეკვიზიტებს (ბარათის არასრული ნომერი ან შესაბამისი თოქენი); თ) ბარათის მფლობელის ხელმოწერას (ბარათის მფლობელის ხელმოწერა არ არის სავალდებულო, თუ გადახდის ოპერაცია სრულდება პინ-კოდის საშუალებით ან უკონტაქტო ტექნოლოგიით და თანხის ოდენობა არ აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებით დამტკიცებული „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის“ მე-13 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ უკონტაქტო ერთი ტრანზაქციისთვის განსაზღვრულ თანხის ზედა ზღვარს).

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება პოს-ტერმინალებზე, სადაც მხოლოდ მიკრო (არაუმეტეს 10 ლარისა) გადახდების განხორციელებაა შესაძლებელი.

3.ოპერაციის განხორციელების შედეგად ბანკომატის მიერ გაცემული საბარათე ქვითარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) ბანკომატის მფლობელი ექვაირერის დასახელება; ბ) ოპერაციის შესრულების თარიღი და დრო; გ) ბანკომატის იდენტიფიკატორი (ID) და მისამართი; დ) შესრულებული ოპერაციის თანხა და ვალუტა; ე) საბარათე ოპერაციის დასტურის კოდი; ვ) ბარათის რეკვიზიტები (ბარათის არასრული ნომერი ან შესაბამისი თოქენი).

4.ელექტრონული კომერციის ოპერაციის შედეგად გაცემული ელექტრონული ქვითარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) ელექტრონული კომერციის ობიექტის დასახელება და მისამართი (ქალაქი, ქვეყანა); ბ) პროვაიდერის (ექვაირერის) დასახელება; გ) ოპერაციის განხორციელების თარიღი და დრო; დ) ელექტრონული კომერციის ობიექტის ვებგვერდის მისამართი; ე) ოპერაციის თანხა და ვალუტა; ვ) საბარათე ოპერაციის დასტურის კოდი; ზ) ბარათის რეკვიზიტები (ბარათის არასრული ნომერი ან შესაბამისი თოქენი). საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 25 თებერვლის ბრძანება №26/04 - ვებგვერდი, 26.02.2021 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
46321 (დ…33¹179³ (დ…9² (დ…11891711 (დ…12 (დ…1 (და…13 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაბარათე ინსტრუმენტის …ელექტროენერგიის საცალო…საგადახდო სისტემისა და…სესხის გამცემი სუბიექტ…ფულის გათეთრებისა და ტ…“რკინიგზით ტვირთის გად…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა