ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 9. დაბალი რისკის მომსახურება / პროდუქტი

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ანგარიშვალდებული პირი სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, მკაცრად შეზღუდულ შემთხვევებში შეიძლება გათავისუფლდეს ამ კანონის ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან ისეთი მომსახურების გაწევისას, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების დაბალ რისკებს შეიცავს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ მკაცრად შეზღუდულ შემთხვევებში დაშვებული გამონაკლისი უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული, განსაზღვრავდეს გარემოებათა ამომწურავ ჩამონათვალს და ვრცელდებოდეს ანგარიშვალდებულ პირთა კონკრეტულ ჯგუფზე ან საქმიანობაზე.

3.ფინანსური ინსტიტუტი შეიძლება ამ მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების შესაბამისად გათავისუფლდეს ამ კანონის ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან ელექტრონული ფულის ინსტრუმენტით ისეთი საგადახდო მომსახურების განხორციელებისას , რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას : ა ) ინსტრუმენტით შესაძლებელია ფულადი სახსრების გადარიცხვა მხოლოდ საქონლის ან მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით ; ბ ) შეუძლებელია ინსტრუმენტზე დროის ნებისმიერ მომენტში შენახულ იქნეს ელექტრონული ფული , რომლის ოდენობა 500 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 500 ლარის ეკვივალენტს აღემატება ; გ ) ინსტრუმენტით გადარიცხვისთვის ნებადართული ფულადი სახსრების ჯამური ოდენობა თვეში 500 ლარს არ აღემატება , თუ ინსტრუმენტის გამოყენება მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი ან ინსტრუმენტზე ელექტრონული ფულის მხოლოდ ერთჯერადად განთავსება / ჩარიცხვა არის შესაძლებელი ; დ ) ინსტრუმენტზე ანონიმური ელექტრონული ფულის ჩარიცხვა დაუშვებელია ; ე ) ინსტრუმენტის გამომშვები ახორციელებს საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგს საეჭვო გარიგების გამოსავლენად .

4.ამ მუხლის მე -3 პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხობრივი ზღვარი შეიძლება 1 500 ლარამდე გაიზარდოს , თუ ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის გამოყენება მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი .

5.ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი არ ვრცელდება ელექტრონული ფულის ინსტრუმენტზე , რომელიც ჯამურად 150 ლარზე ან უცხოურ ვალუტაში 150 ლარის ეკვივალენტზე მეტი ფულადი სახსრების ნაღდი ფორმით გატანის ან დაბრუნების შესაძლებლობას იძლევა . საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ. თავი III პრევენციული ღონისძიებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში გამონაკლისი მოთხოვნების შესრულებისგან გათავისუფლებაზე დაშვებულია მხოლოდ მკაცრად შეზღუდულ შემთხვევებში.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19⁴21¹628¹174621232482412829
მნიშვნელობით ახლოსფულის გათეთრებისა და ტ…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…დაზღვევის შესახებსაგადახდო სისტემისა და…საქართველოს სამოქალაქო…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა