გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
მუხლი 91. რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის უფლებამოსილების შეწყვეტა
1.რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის თანამდებობიდან გადადგომა; ბ) რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა; გ) სასამართლოს მიერ რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის თანამდებობიდან გათავისუფლება; დ) რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის გარდაცვალება; ე) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის შეწყვეტა; ვ) რეაბილიტაციის რეჟიმის დასრულება.
2.რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი თანამდებობიდან შეიძლება გადადგეს მხოლოდ სასამართლოს თანხმობით.
3.სასამართლო ვალდებულია რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის თანამდებობიდან გადადგომაზე თანხმობა გასცეს, როდესაც რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ასრულებს მოვალეობას ან რეაბილიტაციის მმართველის შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტი არსებობს.
4.რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება თანამდებობიდან გადადგომამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
5.
