Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამრეწველო ემისიების შესახებმუხლი 30

სამრეწველო ემისიების შესახებ

მუხლი 30. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:გარემოზე ზემოქმედების შეფასებადაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ამ კანონის I დანართით გათვალისწინებული დაგეგმილი საქმიანობა ექვემდებარება ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას 2026 წლის 1 სექტემბრიდან.

2.ამ კანონის I დანართით გათვალისწინებული არსებული საქმიანობები, რომლებზედაც გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები, საჭიროებს  ამ კანონით დადგენილი წესით ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვების მიღებას, შემდეგი ვადების მიხედვით: ა) ამ კანონის I დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობები − 2029 წლის 1 მარტამდე; ბ) ამ კანონის I დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობები − 2029 წლის 1 სექტემბრამდე; გ) ამ კანონის I დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობები − 2030 წლის 1 მარტამდე; დ) ამ კანონის I დანართის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობები − 2030 წლის 1 სექტემბრამდე; ე) ამ კანონის I დანართის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობები − 2031 წლის 1 მარტამდე; ვ) ამ კანონის I დანართის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობები − 2031 წლის 1 სექტემბრამდე.

3.ამ კანონის I დანართით გათვალისწინებული არსებული საქმიანობა, რომელზედაც არ არის გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, საჭიროებს ამ კანონით დადგენილი წესით ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მიღებას  2028 წლის 1 სექტემბრამდე.

4.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემამდე სავალდებულოა სააგენტოს წარმომადგენლების (საჭიროების შემთხვევაში, ასევე ექსპერტების) საქმიანობის განხორციელების ადგილზე გასვლა და მისი დათვალიერება.

5.არსებულ საქმიანობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში დანართის სახით აისახება. სააგენტო უფლებამოსილია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცესში გადახედოს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას და შეიტანოს მასში ცვლილება. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების  პირობებისა და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების ერთმანეთთან შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებს  ენიჭება.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობები ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებია და მისი დარღვევისთვის საქმიანობის განმახორციელებელს პასუხისმგებლობა დაეკისრება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების დარღვევისთვის.

7.2027 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ნაცვლად ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად სააგენტოს წარედგინოს ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების გაანგარიშების შესახებ პროექტი ან/და ინფორმაცია ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების პირობების შესახებ, ხოლო ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელზე „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული წყალსარგებლობის ვადა და პირობები გავრცელდეს 2027 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1767 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 2 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 2 ივლ. 2026

    30-ე მუხლს დაემატა მე-7 პუნქტი, რომელიც 2027 წლის 1 სექტემბრამდე ადგენს ნებართვის მისაღებად სააგენტოსთვის ჩაშვების ნორმების გაანგარიშების პროექტის ან/და წყალაღების პირობების ინფორმაციის წარდგენას მე-17 მუხლის ინფორმაციის ნაცვლად, ხოლო წყალსარგებლობის ვადისა და პირობების გავრცელებას 2027 წლის 1 სექტემბრიდან.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 29შემდეგი მუხლი 31

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გარემოსდაცვითი ნებართვებისერვისის გვერდი
  • დაბინძურების კონტროლის ნებართვებისერვისის გვერდი
  • სამრეწველო საქმიანობის ნებართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №4

  • 1 ცვლილება · ბოლო 2 ივლ. 2026
  • 2 რედაქცია
  • 6 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 13მუხლი 17მუხლი 19მუხლი 20წყლის რესურსების მ… 17წყლის რესურსების მ… 20

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 17ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა
  • 4ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის პრინციპები
  • 19ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 35¹ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 24ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომლებიც გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას/ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას ექვემდებარება
  • 48ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 5ზოგადი დებულებანი
  • 11განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე
  • 48გზშ-ის სფეროში ცალკეულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებული დებულებები

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 28კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 306³„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გარეშე განხორციელება

ტურიზმის შესახებ

  • 50გარდამავალი დებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
306³35¹24485114828171913204172030
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამრეწველო ემისიების შ…წყლის რესურსების მართვ…გარემოს დაცვის შესახებნარჩენების მართვის კოდ…გარემოსდაცვითი შეფასებ…გარემოსდაცვითი პასუხის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026