მეწარმეთა შესახებ

მუხლი 46. სამეწარმეო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

გიორგი ბუიღლიშვილისალომე კობერიძე

1.ხელმძღვანელი ორგანოს/პირების საქმიანობის კონტროლის განხორციელების მიზნით სამეწარმეო საზოგადოებას კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება ჰყავდეს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა სავალდებულოა.

2.სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს ხელმძღვანელი ორგანოს/პირების საქმიანობის კონტროლს და ხელმძღვანელი ორგანოს ფუნქციები მას არ შეიძლება გადაეცეს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3.სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული.

4.იმ სამეწარმეო საზოგადოებაში, რომელშიც სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50 პროცენტზე მეტს, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული სამეწარმეო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოში, აგრეთვე სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50-პროცენტიანი ან 50 პროცენტზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. სამეწარმეო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად არ მიიჩნევა.

5.იმ საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50 პროცენტზე მეტს, ხელმძღვანელი პირის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება სამეთვალყურეო საბჭომ საწარმოს ხმების 50 პროცენტზე მეტის მფლობელ აქციონერს უნდა შეუთანხმოს.

6.„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის სექტორში წარმოებისა და ვაჭრობის განმახორციელებელ საწარმოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო. ამ საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოსთან და მის წევრთან მიმართებით დაცული უნდა იყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად არ მიიჩნევა.

7.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის ფუნქციის შემსრულებელ საწარმოში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა სავალდებულოა. ამ საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოსთან და მის წევრთან მიმართებით დაცული უნდა იყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად არ მიიჩნევა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობა საჯარო მოსამსახურე არ უნდა იყოს. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №116 - ვებგვერდი, 30.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1115 – ვებგვერდი, 27.11.2025წ.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 35

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-205-20232023-11-1654
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შეუძლია თუ არა საზოგადოების პარტნიორს მოითხოვოს საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის გადაცემა?

    ორი საზოგადოების პარტნიორი ითხოვდა კომპანიების საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის პორტალზე წვდომის მონაცემების გადაცემას. უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა პარტნიორის უფლება, გაეცნოს საზოგადოების საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციას, თუმცა განმარტა, რომ პორტალის მომხმარებლის სახელი და პაროლი დოკუმენტებს არ განეკუთვნება. სასამართლომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ამ მონაცემების გადაცემის მოთხოვნაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით ახალი გადაწყვეტილებით უარი თქვა და დანარჩენ ნაწილში სააპელაციო განჩინება უცვლელად დატოვა.

  • №ას-1506-20242025-03-2546
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შეიძლება თუ არა 1994 წლის მეწარმეთა კანონის მოქმედებისას დამატებითი შენატანის განუხორციელებლობის გამო პარტნიორის გარიცხვა?

    დავა ეხება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წილების ახალი თანაფარდობით საკუთრების აღიარებასა და ცვლილების საჯარო რეესტრში ასახვას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ 1994 წლის მეწარმეთა კანონის მიხედვით დამატებითი შენატანი პარტნიორის უფლებაა, რომლის გამოუყენებლობამ შესაძლოა წილთა თანაფარდობის ცვლილება გამოიწვიოს. ვადის გასვლის შემდეგ განხორციელებული შენატანის შედეგის დასადგენად სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, ჰქონდათ თუ არა პარტნიორებს ქონებრივი უფლებების განხორციელების თანაბარი შესაძლებლობა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

  • №ას-1521-20222023-10-1147
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    გადადის თუ არა წილის შემძენზე ავტომატურად მანამდე განაწილებული დივიდენდის მოთხოვნის უფლება?

    თბილისის მუნიციპალიტეტის მერია კომპანიისგან ითხოვდა განაწილებული დივიდენდის დარჩენილ ნაწილს და ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მოგების განაწილების გადაწყვეტილებით წარმოშობილი დივიდენდის მოთხოვნა წილის გასხვისებისას ავტომატურად არ გადადის შემძენზე, ხოლო საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება პარტნიორის სტატუსს უკავშირდება. სასამართლომ სსსკ 411-ის საფუძველზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება, დივიდენდის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მოპასუხეს 6 664 ლარის გადახდა დააკისრა. ფინანსური დოკუმენტაციის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

  • №ას-73-73-20182022-03-2338
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შეუძლია თუ არა მინორიტარ პარტნიორს საზოგადოების სასარგებლოდ დირექტორის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა?

    მინორიტარი პარტნიორები მოითხოვდნენ პარტნიორთა კრების ოქმების ბათილად ცნობას, დირექტორისათვის საზოგადოების სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრებას და საზოგადოებიდან გასვლას წილის კომპენსაციით. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ პარტნიორს შეუძლია საზოგადოების სასარგებლოდ დირექტორის წინააღმდეგ დერივაციული სარჩელის აღძვრა, ხოლო დირექტორის პირადი დაინტერესების დადასტურებისას მას ეკისრება გარიგების საზოგადოებისათვის სამართლიანობისა და გონივრულობის მტკიცება. სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია ზიანისა და მისი ოდენობის საკითხი; ამასთან, გაიზიარა ოქმების ბათილობისა და წილის კომპენსაციით გასვლის მოთხოვნებზე უარის საფუძვლები. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული აქტი გაუქმდა და საქმე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • №ას-549-20212022-03-3140
    კრებულიდაუშვებლობა (T5)

    რა შემთხვევაში შეიძლება პარტნიორის მნიშვნელოვანი საფუძვლით გარიცხვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან?

    მოსარჩელეები მოითხოვდნენ საზოგადოების ოთხი პარტნიორის გარიცხვის შესახებ კრების გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგის აღიარებას და მათი წილების გადანაწილებას. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ პარტნიორის გარიცხვის საფუძველი თითოეულ პარტნიორთან მიმართებით ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს და უნდა გადაწყდეს მისი წილის კომპენსაციის საკითხი. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილება ამ მოთხოვნათა და გარიცხვის პროცედურის დაუცველად იქნა მიღებული. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლით დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა; საქმეთა გაერთიანების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

  • №ას-1199-20192022-01-2046
    საკასაციო არსებითი (T2)

    როგორ განიმარტება პარტნიორის პირდაპირი სარჩელი და როგორ განირჩევა იგი დერივაციული სარჩელისგან?

    დედა კომპანია შვილობილი საწარმოს დირექტორისა და სხვა მოპასუხეებისგან სოლიდარულად მოითხოვდა ზიანის ანაზღაურებას და ამტკიცებდა, რომ ქონების გადატანამ შვილობილი საწარმოს გაკოტრება გამოიწვია. უზენაესმა სასამართლომ სარჩელი პარტნიორის პირად, პირდაპირ სარჩელად მიიჩნია და განმარტა მისი გამიჯვნა დერივაციული სარჩელისგან. სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების ბათილობის წინაპირობები, ხოლო სადავო გადაწყვეტილება დირექტორს არ მიუღია. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ხელმძღვანელი ორგანოს/პირების საქმიანობის კონტროლის განხორციელების მიზნით სამეწარმეო საზოგადოებას კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება ჰყავდეს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა სავალდებულოა. 2. სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს ხელმძღვანელი ორგანოს/პირების საქმიანობის კონტროლს და ხელმძღვანელი ორგანოს ფუნქციები მას არ შეიძლება გადაეცეს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული. 4. იმ სამეწარმეო საზოგადოებაში, რომელშიც სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50 პროცენტზე მეტს, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული სამეწარმეო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოში, აგრეთვე სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50-პროცენტიანი ან 50 პროცენტზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. სამეწარმეო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად არ მიიჩნევა. 5. იმ საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50 პროცენტზე მეტს, ხელმძღვანელი პირის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება სამეთვალყურეო საბჭომ საწარმოს ხმების 50 პროცენტზე მეტის მფლობელ აქციონერს უნდა შეუთანხმოს. 6. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის სექტორში წარმოებისა და ვაჭრობის განმახორციელებელ საწარმოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო. ამ საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოსთან და მის წევრთან მიმართებით დაცული უნდა იყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად არ მიიჩნევა. 7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის ფუნქციის შემსრულებელ საწარმოში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა სავალდებულოა. ამ საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოსთან და მის წევრთან მიმართებით დაცული უნდა იყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად არ მიიჩნევა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობა საჯარო მოსამსახურე არ უნდა იყოს. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №116  - ვებგვერდი, 30.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1115 – ვებგვერდი, 27.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 27 ნოე. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 46-ე მუხლის მე-4 პუნქტში საჯარო მოსამსახურის სამეთვალყურეო საბჭოში წარმომადგენლობის წესი გავრცელდა 50-პროცენტიანი ან 50 პროცენტზე ნაკლები სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობის საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოებზეც; ინტერესთა კონფლიქტის პირობა ტექსტში შენარჩუნებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8366¹⁴9¹9¹309²⁵14434735211346
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებარასაბანკო სადეპოზიტო …საავტორო და მომიჯნავე …კომერციული ბანკების სა…დაზღვევის შესახებფასიანი ქაღალდების ბაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა