Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 136

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 136. წილის სახეები და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ ახალი წილების გამოშვება

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025
თემები:წილებისა და აქციების შეფასებააქციონერთა დავებიაქციებით ტრანზაქციებისტარტაპის იურიდიული მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.წილი განთავსებულად მიიჩნევა, თუ ის გასცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ სხვა პირზე გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ, მიუხედავად იმისა, მიღებული აქვს თუ არა ამ საზოგადოებას ეს საზღაური.

2.წილები, რომელთა განთავსების შესახებ გადაწყვეტილებაც პარტნიორთა გადაწყვეტილებით ან წესდებით განსაზღვრულმა ორგანომ მიიღო ან პარტნიორებმა მიიღეს, არის გამოშვებული წილები. გამოშვებული წილები რეესტრში აღირიცხება  და განთავსებამდე უფლებებსა და მოვალეობებს არ წარმოშობს. წილების განთავსებას ახორციელებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო.

3.წილი, რომელიც პარტნიორთა გადაწყვეტილების შესაბამისად შესაძლოა მომავალში იქნეს გამოშვებული და განთავსებული, არის ნებადართული წილი. ნებადართული წილის ოდენობა, კლასი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში შესაბამისი წილი, აგრეთვე მისი ნომინალური ღირებულება (თუ ასეთი ღირებულება დადგენილია) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებაში უნდა აისახოს.

4.პარტნიორთა გადაწყვეტილებით ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებით შეიძლება დადგინდეს ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში და რომელთა შესაბამისადაც უნდა იქნეს გამოშვებული და განთავსებული ნებადართული წილები.

5.ნებადართული წილების ფარგლებში წილების გამოშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ პარტნიორები ან იღებს წესდებით ან პარტნიორთა გადაწყვეტილებით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს წილების ოდენობას, ნომინალურ ღირებულებას (თუ ასეთი ღირებულება დადგენილია) და კლასს. ეს გადაწყვეტილება შეიძლება შეიცავდეს აგრეთვე წილების განთავსების ვადას, მინიმალურ ფასს ან სხვა პირობებს.

6.წესდებით ან პარტნიორთა გადაწყვეტილებით შეიძლება განისაზღვროს, რომ წილების გარკვეული პირობებით განუთავსებლობის შემთხვევაში განუთავსებელი წილები შესაძლოა გაუქმდეს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელია გამოიწვიოს გამოშვებული წილების ოდენობის გაუქმებული წილების ოდენობით შემცირება. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო სადამფუძნებლო შეთანხმებაში შესაბამის ცვლილებას ახორციელებს.

7.წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პარტნიორთა გადაწყვეტილების შესაბამისად, წილები შეიძლება გაიცეს პარტნიორებზე ან ერთი ან რამდენიმე კლასის წილების მფლობელ პარტნიორებზე პროპორციულად, შენატანების განხორციელების მოთხოვნის გარეშე (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონებიდან წილების გამოშვება). ერთი კლასის წილები არ შეიძლება გაიცეს, როგორც წილები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონებიდან, სხვა კლასის წილების მფლობელ პარტნიორებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასაცემი წილების ან მათი ნაწილის გამოშვებამდე წესდება ითვალისწინებდა ასეთ შესაძლებლობას ან გამოსაშვები კლასის წილების მფლობელი პარტნიორები ხმათა უმრავლესობით დაეთანხმნენ ამ წილების გაცემას ან/და განთავსებულ წილებში გამოსაშვები წილების კლასი არ არსებობს.

რედაქციების შედარება

1. წილი განთავსებულად მიიჩნევა, თუ ის გასცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ სხვა პირზე გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ, მიუხედავად იმისა, მიღებული აქვს თუ არა ამ საზოგადოებას ეს საზღაური. 2. წილები, რომელთა განთავსების შესახებ გადაწყვეტილებაც პარტნიორთა გადაწყვეტილებით ან წესდებით განსაზღვრულმა ორგანომ მიიღო ან პარტნიორებმა მიიღეს, არის გამოშვებული წილები. გამოშვებული წილები რეესტრში აღირიცხება  და განთავსებამდე უფლებებსა და მოვალეობებს არ წარმოშობს. წილების განთავსებას ახორციელებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო. 3. წილი, რომელიც პარტნიორთა გადაწყვეტილების შესაბამისად შესაძლოა მომავალში იქნეს გამოშვებული და განთავსებული, არის ნებადართული წილი. ნებადართული წილის ოდენობა, კლასი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში შესაბამისი წილი, აგრეთვე მისი ნომინალური ღირებულება (თუ ასეთი ღირებულება დადგენილია) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებაში უნდა აისახოს. 4. პარტნიორთა გადაწყვეტილებით ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებით შეიძლება დადგინდეს ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში და რომელთა შესაბამისადაც უნდა იქნეს გამოშვებული და განთავსებული ნებადართული წილები. 5. ნებადართული წილების ფარგლებში წილების გამოშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ პარტნიორები ან იღებს წესდებით ან პარტნიორთა გადაწყვეტილებით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს წილების ოდენობას, ნომინალურ ღირებულებას (თუ ასეთი ღირებულება დადგენილია) და კლასს. ეს გადაწყვეტილება შეიძლება შეიცავდეს აგრეთვე წილების განთავსების ვადას, მინიმალურ ფასს ან სხვა პირობებს. 6. წესდებით ან პარტნიორთა გადაწყვეტილებით შეიძლება განისაზღვროს, რომ წილების გარკვეული პირობებით განუთავსებლობის შემთხვევაში განუთავსებელი წილები შესაძლოა გაუქმდეს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელია გამოიწვიოს გამოშვებული წილების ოდენობის გაუქმებული წილების ოდენობით შემცირება. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო სადამფუძნებლო შეთანხმებაში შესაბამის ცვლილებას ახორციელებს. 7. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პარტნიორთა გადაწყვეტილების შესაბამისად, წილები შეიძლება გაიცეს პარტნიორებზე ან ერთი ან რამდენიმე კლასის წილების მფლობელ პარტნიორებზე პროპორციულად, შენატანების განხორციელების მოთხოვნის გარეშე (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონებიდან წილების გამოშვება). ერთი კლასის წილები არ შეიძლება გაიცეს, როგორც წილები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონებიდან, სხვა კლასის წილების მფლობელ პარტნიორებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასაცემი წილების ან მათი ნაწილის გამოშვებამდე წესდება ითვალისწინებდა ასეთ შესაძლებლობას ან გამოსაშვები კლასის წილების მფლობელი პარტნიორები ხმათა უმრავლესობით დაეთანხმნენ ამ წილების გაცემას ან/და განთავსებულ წილებში გამოსაშვები წილების კლასი არ არსებობს.

წინა მუხლი 135შემდეგი მუხლი 137

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სტარტაპის კაპიტალის სტრუქტურირება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • წილების შეძენის ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • წილის შეფასების დავები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კომპანიის წილის საბაზრო ღირებულების შეფასებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-26 · №13

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 141შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილის გადაცემა
  • 134შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების განთავსებული კაპიტალი
  • 133წილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 98¹განაწილებული მოგება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 933მესამე პირისათვის წილის გადაცემის დაუშვებლობა
  • 1470წილის განკარგვის უფლება
  • 1348წილის განსაზღვრა მოანდერძის მიერ

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 41წილებისა და აქციების განკარგვის ფორმები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

  • 30წილებისა და აქციების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრა, ანგარიშსწორება და განკარგვის შესახებ გარიგების გაფორმება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 8¹შეტყობინებისა და ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309²⁶სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენა

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 13პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13309²⁶933147013488¹4198¹30141134133136
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…სახელმწიფო ქონების შეს…აფხაზეთის ავტონომიური …კომერციული ბანკების სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025