Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 15

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 15. მეწარმის ფილიალი

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025
თემები:ბიზნესის დაფუძნებაკორპორაციული მიგრაციაკრიპტო ლიცენზირებადაფუძნებასტარტაპის იურიდიული მომსახურებარეგულატორული ლანდშაფტი და ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.მეწარმეს შეუძლია დააარსოს ფილიალი. ეს ფილიალი არ არის იურიდიული პირი. საქართველოში რეგისტრირებული მეწარმის ფილიალი არ რეგისტრირდება.

2.თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებულ მეწარმეს შეუძლია ამ მუხლის მე-5−მე-9 პუნქტების შესაბამისად დააარსოს ფილიალი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ.

3.თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ რეგისტრირებულ მეწარმეს შეუძლია ამ მუხლის მე-5−მე-9 პუნქტების შესაბამისად დააარსოს ფილიალი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში.

4.საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა წარედგინოს მარეგისტრირებელ ორგანოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ფორმით.

5.საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის რეგისტრაციის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) მეწარმის საფირმო სახელწოდებას; ბ) მეწარმის იურიდიულ მისამართს; გ) მეწარმის საქმიანობის ძირითად ადგილს; დ) მეწარმის სამართლებრივ ფორმას და იმ ქვეყანას, რომლის კანონმდებლობაც ვრცელდება მეწარმის რეგისტრაციაზე; ე) უცხო ქვეყნის იმ ორგანოს დასახელებას, რომლის მიერაც რეგისტრირებულია მეწარმე, და რეგისტრაციის ნომერს, თუ ამ ქვეყნის კანონმდებლობით რეგისტრაცია სავალდებულოა ან სავალდებულო არ არის, თუმცა მეწარმე რეგისტრირებულია; ვ) ფილიალის საფირმო სახელწოდებას, რომელიც შედგება მეწარმის საფირმო სახელწოდებისა და დამატებისგან „ფილიალი“ ან „მეწარმის საფირმო სახელწოდებისგან განსხვავებული საფირმო სახელწოდება“; ზ) ფილიალის იურიდიულ მისამართს; თ) ფილიალის ხელმძღვანელის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მოცულობას. თუ ფილიალს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე რამდენიმე პირი ჰყავს, მითითებული უნდა იყოს, ისინი ფილიალს ერთად წარმოადგენენ თუ ცალ-ცალკე; ი) მეწარმის, აგრეთვე ფილიალის საქმიანობის საგანს. მისი მითითებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები საწარმოს საქმიანობის საგნის წესდებით განსაზღვრის შესახებ; კ) არსებობის შემთხვევაში − ფილიალის რეგისტრაციის მომენტისთვის სამეწარმეო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის ოდენობას.

6.საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის რეგისტრაციის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული, მეწარმის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტები და წესდება; გ) დოკუმენტი, რომლითაც დგინდება სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა და  საიდენტიფიკაციო მონაცემები, აგრეთვე ინფორმაცია მისი თანამდებობაზე დანიშვნისა და უფლებამოსილების ვადის ამოწურვის თაობაზე. ეს დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მითითებას იმის თაობაზე, პირი ფილიალს წარმოადგენს, როგორც სამეწარმეო საზოგადოების ორგანოს წევრი თუ როგორც ფილიალის საქმიანობასთან დაკავშირებით სამეწარმეო საზოგადოების მუდმივი წარმომადგენელი; დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული მეწარმის (მის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირის/ორგანოს) გადაწყვეტილება ფილიალის დაარსების შესახებ; ე) ფილიალის ხელმძღვანელად/წარმომადგენლად დასანიშნი პირის თანხმობა.

7.არსებობის შემთხვევაში სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფილიალი ვალდებულია სამეწარმეო საზოგადოების ფინანსური ანგარიშგება/კონსოლიდირებული ანგარიშგება, რომელიც შედგენილი, აუდიტირებული და გამოქვეყნებულია მეწარმის რეგისტრაციის განმახორციელებელი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, გამოაქვეყნოს ან განათავსოს სამეწარმეო საზოგადოების/ფილიალის ვებგვერდზე.

8.ფილიალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მარეგისტრირებელ ორგანოს აცნობოს ამ მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციისთვის სავალდებულო ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შესახებ, აგრეთვე ფილიალის დახურვის, სამეწარმეო საზოგადოების დაშლის, მისი ლიკვიდაციის პროცედურის დაწყებისა და დასრულების, ლიკვიდატორების ვინაობის, მათი თანამდებობაზე დანიშვნისა და უფლებამოსილების ვადის ამოწურვის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნისა და დასრულების, მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.

9.მეწარმის არსებობის შეწყვეტით წყდება მისი ფილიალის არსებობაც.

რედაქციების შედარება

1. მეწარმეს შეუძლია დააარსოს ფილიალი. ეს ფილიალი არ არის იურიდიული პირი. საქართველოში რეგისტრირებული მეწარმის ფილიალი არ რეგისტრირდება. 2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებულ მეწარმეს შეუძლია ამ მუხლის მე-5−მე-9 პუნქტების შესაბამისად დააარსოს ფილიალი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ. 3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ რეგისტრირებულ მეწარმეს შეუძლია ამ მუხლის მე-5−მე-9 პუნქტების შესაბამისად დააარსოს ფილიალი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. 4. საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა წარედგინოს მარეგისტრირებელ ორგანოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ფორმით. 5. საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის რეგისტრაციის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) მეწარმის საფირმო სახელწოდებას; ბ) მეწარმის იურიდიულ მისამართს; გ) მეწარმის საქმიანობის ძირითად ადგილს; დ) მეწარმის სამართლებრივ ფორმას და იმ ქვეყანას, რომლის კანონმდებლობაც ვრცელდება მეწარმის რეგისტრაციაზე; ე) უცხო ქვეყნის იმ ორგანოს დასახელებას, რომლის მიერაც რეგისტრირებულია მეწარმე, და რეგისტრაციის ნომერს, თუ ამ ქვეყნის კანონმდებლობით რეგისტრაცია სავალდებულოა ან სავალდებულო არ არის, თუმცა მეწარმე რეგისტრირებულია; ვ) ფილიალის საფირმო სახელწოდებას, რომელიც შედგება მეწარმის საფირმო სახელწოდებისა და დამატებისგან „ფილიალი“ ან „მეწარმის საფირმო სახელწოდებისგან განსხვავებული საფირმო სახელწოდება“; ზ) ფილიალის იურიდიულ მისამართს; თ) ფილიალის ხელმძღვანელის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მოცულობას. თუ ფილიალს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე რამდენიმე პირი ჰყავს, მითითებული უნდა იყოს, ისინი ფილიალს ერთად წარმოადგენენ თუ ცალ-ცალკე; ი) მეწარმის, აგრეთვე ფილიალის საქმიანობის საგანს. მისი მითითებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები საწარმოს საქმიანობის საგნის წესდებით განსაზღვრის შესახებ; კ) არსებობის შემთხვევაში − ფილიალის რეგისტრაციის მომენტისთვის სამეწარმეო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის ოდენობას. 6. საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის რეგისტრაციის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული, მეწარმის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტები და წესდება; გ) დოკუმენტი, რომლითაც დგინდება სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა და  საიდენტიფიკაციო მონაცემები, აგრეთვე ინფორმაცია მისი თანამდებობაზე დანიშვნისა და უფლებამოსილების ვადის ამოწურვის თაობაზე. ეს დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მითითებას იმის თაობაზე, პირი ფილიალს წარმოადგენს, როგორც სამეწარმეო საზოგადოების ორგანოს წევრი თუ როგორც ფილიალის საქმიანობასთან დაკავშირებით სამეწარმეო საზოგადოების მუდმივი წარმომადგენელი; დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული მეწარმის (მის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირის/ორგანოს) გადაწყვეტილება ფილიალის დაარსების შესახებ; ე) ფილიალის ხელმძღვანელად/წარმომადგენლად დასანიშნი პირის თანხმობა. 7. არსებობის შემთხვევაში სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფილიალი ვალდებულია სამეწარმეო საზოგადოების ფინანსური ანგარიშგება/კონსოლიდირებული ანგარიშგება, რომელიც შედგენილი, აუდიტირებული და გამოქვეყნებულია მეწარმის რეგისტრაციის განმახორციელებელი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, გამოაქვეყნოს ან განათავსოს სამეწარმეო საზოგადოების/ფილიალის ვებგვერდზე. 8. ფილიალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მარეგისტრირებელ ორგანოს აცნობოს ამ მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციისთვის სავალდებულო ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შესახებ, აგრეთვე ფილიალის დახურვის, სამეწარმეო საზოგადოების დაშლის, მისი ლიკვიდაციის პროცედურის დაწყებისა და დასრულების, ლიკვიდატორების ვინაობის, მათი თანამდებობაზე დანიშვნისა და უფლებამოსილების ვადის ამოწურვის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნისა და დასრულების, მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. 9. მეწარმის არსებობის შეწყვეტით წყდება მისი ფილიალის არსებობაც.

წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 16

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბინადრობა ინდივიდუალური მეწარმისთვის4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობა ფრილანსერებისთვის (ბრუნვის საფუძველზე)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სტარტაპის დაფუძნება და სტრუქტურირება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-26 · №13

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 8მეწარმის რეგისტრაცია
  • 11ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია
  • 77სამეწარმეო საზოგადოების რედომიცილება

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 5მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 28არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის წესი
  • 31არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიერ განხორციელებული ცვლილებების რეგისტრაცია
  • 32არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღების წესი

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 9იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) ვალდებულებები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 36მეწარმე ფიზიკური პირი და მისი საქმიანობის ადგილი

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 117უცხოური საწარმოს გაკოტრება

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 22უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის აღიარების პირობები

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 20¹მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების  პრინციპები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20¹2831325369221178117715
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებ,,მეწარმეთა და არასამე…საქართველოს სამოქალაქო…შრომითი მიგრაციის შესა…საქართველოს საგადასახა…რეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025