Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 22

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 22. უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის აღიარების პირობები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:საერთაშორისო ინვესტიციაუცხოური ინვესტიციებიბიზნესის დაფუძნებაკორპორაციული მიგრაციადაფუძნებასაერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უცხოური აქტივების მმართველი კომპანია უფლებამოსილია დამატებითი ლიცენზირების გარეშე, საზედამხედველო ორგანოსგან მინიჭებული აღიარების საფუძველზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაარსებული ფილიალის მეშვეობით ამ კანონის შესაბამისად საქართველოში დააფუძნოს საინვესტიციო ფონდი ან/და მართოს საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი. უცხოურმა აქტივების მმართველმა კომპანიამ აღიარების მოსაპოვებლად საზედამხედველო ორგანოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ განმცხადებელს საქართველოში დაარსებული აქვს ფილიალი; ბ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ უცხოურმა საზედამხედველო ორგანომ განმცხადებელზე გასცა შესაბამისი საქმიანობის ნებართვა; გ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ფილიალისთვის ხელმისაწვდომია საკმარისი ოდენობის საკუთარი კაპიტალი (თუ უცხოური აქტივების მმართველი კომპანია გეგმავს, საქართველოში ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს გაუწიოს აქტივების მართვის მომსახურება ან/და განახორციელოს ამ კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დამატებითი საქმიანობა); დ) ფილიალის წარმომადგენელი და ხელმძღვანელი პირის (პირების) შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებიც ადასტურებს მის (მათ) საკმარისად კარგ რეპუტაციასა და საკმარის გამოცდილებას; ე) საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტები.

2.უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის აღიარებისას საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საინვესტიციო ფონდების კატეგორიები, რომელთა მართვაც შეეძლება უცხოურ აქტივების მმართველ კომპანიას საქართველოში.

3.განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ამ კანონის 25-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად განსაზღვროს ის დამატებითი საქმიანობები, რომელთა საქართველოში განხორციელება აღიარების საფუძველზე შეეძლება უცხოურ აქტივების მმართველ კომპანიას, თუ ამ საქმიანობებს მოიცავს უცხოური საზედამხედველო ორგანოს მიერ მასზე გაცემული საქმიანობის ნებართვა.

4.შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, ამ კანონის ნებისმიერი მითითება ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიაზე აგრეთვე გულისხმობს აღიარებული აქტივების მმართველი კომპანიის საქართველოში რეგისტრირებულ ფილიალზე მითითებას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უცხოური აქტივების მმართველი კომპანია უფლებამოსილია დამატებითი ლიცენზირების გარეშე, საზედამხედველო ორგანოსგან მინიჭებული აღიარების საფუძველზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაარსებული ფილიალის მეშვეობით ამ კანონის შესაბამისად საქართველოში დააფუძნოს საინვესტიციო ფონდი ან/და მართოს საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი. უცხოურმა აქტივების მმართველმა კომპანიამ აღიარების მოსაპოვებლად საზედამხედველო ორგანოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ განმცხადებელს საქართველოში დაარსებული აქვს ფილიალი; ბ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ უცხოურმა საზედამხედველო ორგანომ განმცხადებელზე გასცა შესაბამისი საქმიანობის ნებართვა; გ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ფილიალისთვის ხელმისაწვდომია საკმარისი ოდენობის საკუთარი კაპიტალი (თუ უცხოური აქტივების მმართველი კომპანია გეგმავს, საქართველოში ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს გაუწიოს აქტივების მართვის მომსახურება ან/და განახორციელოს ამ კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დამატებითი საქმიანობა); დ) ფილიალის წარმომადგენელი და ხელმძღვანელი პირის (პირების) შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებიც ადასტურებს მის (მათ) საკმარისად კარგ რეპუტაციასა და საკმარის გამოცდილებას; ე) საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტები. 2. უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის აღიარებისას საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საინვესტიციო ფონდების კატეგორიები, რომელთა მართვაც შეეძლება უცხოურ აქტივების მმართველ კომპანიას საქართველოში. 3. განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ამ კანონის 25-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად განსაზღვროს ის დამატებითი საქმიანობები, რომელთა საქართველოში განხორციელება აღიარების საფუძველზე შეეძლება უცხოურ აქტივების მმართველ კომპანიას, თუ ამ საქმიანობებს მოიცავს უცხოური საზედამხედველო ორგანოს მიერ მასზე გაცემული საქმიანობის ნებართვა. 4. შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, ამ კანონის  ნებისმიერი მითითება ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიაზე აგრეთვე გულისხმობს აღიარებული აქტივების მმართველი კომპანიის საქართველოში რეგისტრირებულ ფილიალზე მითითებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტრასტის შექმნა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციები4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფილიალის რეგისტრაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • წარმომადგენლობის დაფუძნება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №9

  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 25

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 15უცხოური საინვესტიციო ფონდის აღიარების პირობები
  • 19აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა
  • 6საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი და უცხოური საინვესტიციო ფონდი

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52⁴საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 21უცხოური საპენსიო ორგანიზაციის აღიარების პირობები
  • 15უცხოური საპენსიო ორგანიზაცია

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 28¹აქტივების მმართველი კომპანია

მეწარმეთა შესახებ

  • 15მეწარმის ფილიალი

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

  • 3ინვესტორის უფლებები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 23¹საინვესტიციო ფონდები

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 117უცხოური საწარმოს გაკოტრება

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 28საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
352⁴23¹2828¹251519611715211522
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …საქართველოს ეროვნული ბ…ნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…მეწარმეთა შესახებსაინვესტიციო საქმიანობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026