Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფაქტორინგის შესახებმუხლი 10

ფაქტორინგის შესახებ

მუხლი 10. შესაფერისობის კრიტერიუმები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 6 აპრ. 2026
თემები:რისკების შეფასებაპერსონალური ინვესტიციადირექტორთა დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.პირს ეკრძალება, იყოს ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორი, თუ: ა) იგი მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც ფინანსურ ინსტიტუტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, შელახა ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა უფლებები ან გამოიწვია მათი გადახდისუუნარობა ან გაკოტრება; ბ) იგი იყო ფინანსური ინსტიტუტის ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტი გადახდისუუნარო გახდა; გ) მან არ შეასრულა ფინანსური ვალდებულება რომელიმე ფინანსური ინსტიტუტის მიმართ; დ) იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის; ე) მას არ აქვს სათანადო განათლება ან/და გამოცდილება.

2.ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორს ეკრძალება იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა, რომლის მიმართაც მას პირადი ინტერესი აქვს.

3.ფაქტორინგული კომპანიის დირექტორი (დირექტორთა საბჭოს წევრი) არ შეიძლება იმავდროულად იყოს რომელიმე ფინანსური ინსტიტუტის პარტნიორი (აქციონერი), სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან/და დირექტორთა საბჭოს წევრი.

4.პირს ეკრძალება, იყოს ფაქტორინგული კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ბენეფიციარი მესაკუთრე, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის.

5.პირს ეკრძალება, იყოს ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ბენეფიციარი მესაკუთრე, თუ საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ინფორმაცია, რომ იგი უკანონო საქმიანობას ან/და არაჯანსაღ ან/და საფრთხის შემცველ სამეწარმეო პრაქტიკას ახორციელებს.

6.ფაქტორინგული კომპანია ვალდებულია ადმინისტრატორის დანიშვნამდე საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე.

7.პირი, რომელიც აპირებს შეიძინოს ფაქტორინგული კომპანიის მნიშვნელოვანი წილი იმ ოდენობით, რომ ამ ფაქტორინგული კომპანიის კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (ბენეფიციარი მესაკუთრეების) პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობა 10 პროცენტს ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი და დოკუმენტაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობის თაობაზე, აგრეთვე წილის შეძენისთვის საჭირო თანხის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია.

8.საქართველოს ეროვნული ბანკი ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ განაცხადს განიხილავს მისი წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და დაინტერესებულ პირს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება.

9.ფაქტორინგული კომპანიის მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე გარიგება ბათილია, თუ დაინტერესებულმა პირმა საქართველოს ეროვნულ ბანკს განაცხადი არ წარუდგინა ან საქართველოს ეროვნული ბანკისგან დასაბუთებული უარი მიიღო, მაგრამ მაინც შეიძინა ფაქტორინგული კომპანიის მნიშვნელოვანი წილი.

10.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით დაადგინოს ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორის, ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელების შესაფერისობის დამატებითი კრიტერიუმები და შეფასების წესი.

წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მგრძნობელობის ანალიზი (Sensitivity Analysis) საინვესტიციო გადაწყვეტილებებისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფიდუციური მოვალეობის დარღვევა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფიზიკური პირის კრიპტო პორტფელის შეფასება და ოპტიმიზაციასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-06

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფაქტორინგის შესახებ

  • 32დარღვევები და სანქციები
  • 6ფაქტორინგული კომპანია
  • 7ფაქტორინგული კომპანიის საქმიანობა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 7შესაფერისობის კრიტერიუმები
  • 9¹დარღვევები და სანქციები

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 7ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები
  • 28აკრძალული გარიგებები, მუშაობის მეთოდები

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 5კომერციული ბანკის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები
  • 38¹2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში
  • 1ტერმინთა განმარტება

დაზღვევის შესახებ

  • 22¹მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის, სამეთვალყურეო საბჭოს  წევრებისა (მათ შორის, დამოუკიდებელი წევრისა) და ხელმძღვანელი პირების შესაფერისობის კრიტერიუმები

მეწარმეთა შესახებ

  • 208ინტერესთა კონფლიქტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
79¹22¹538¹1208728326710
მნიშვნელობით ახლოსმიკროსაფინანსო ორგანიზ…მიკრობანკების საქმიანო…ფაქტორინგის შესახებკომერციული ბანკების სა…დაზღვევის შესახებმეწარმეთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 6 აპრ. 2026