საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 35. გულისხმიერების ვალდებულება და ინტერესთა კონფლიქტი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია იმოქმედოს კეთილსინდისიერად, სამართლიანად, პროფესიონალურად, დამოუკიდებლად და მხოლოდ საინვესტიციო ფონდისა და მისი ერთეულის მფლობელების ინტერესების სასარგებლოდ.

2.დაუშვებელია საინვესტიციო ფონდთან მიმართებით ერთმა და იმავე პირმა იმოქმედოს, როგორც აქტივების მმართველმა კომპანიამ და სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა. დაუშვებელია ერთმა და იმავე პირმა იმოქმედოს, როგორც საინვესტიციო კომპანიამ და სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა.

3.საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებულ დეპოზიტარს ეკრძალება საინვესტიციო კომპანიასთან ან საინვესტიციო ფონდის სახელით მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებით ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელმაც შესაძლებელია წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი, ერთი მხრივ, სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და, მეორე მხრივ, საინვესტიციო ფონდს, მის ერთეულის მფლობელებს ან აქტივების მმართველ კომპანიას შორის. აღნიშნული არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც სპეციალიზებულ დეპოზიტარს საკუთარი დეპოზიტარული ფუნქციები ფუნქციურად და იერარქიულად განცალკევებული აქვს სხვა, პოტენციურად ინტერესთა კონფლიქტის წარმომშობი საქმიანობისგან და იგი სათანადოდ მართავს და აკონტროლებს პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტს და ამგვარი პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი გამჟღავნებულია ერთეულის მფლობელებისთვის.

4.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალიზებული დეპოზიტარი ამ მუხლით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია იმოქმედოს კეთილსინდისიერად, სამართლიანად, პროფესიონალურად, დამოუკიდებლად და მხოლოდ საინვესტიციო ფონდისა და მისი ერთეულის მფლობელების ინტერესების სასარგებლოდ. 2. დაუშვებელია საინვესტიციო ფონდთან მიმართებით ერთმა და იმავე პირმა იმოქმედოს, როგორც აქტივების მმართველმა კომპანიამ და სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა. დაუშვებელია ერთმა და იმავე პირმა იმოქმედოს, როგორც საინვესტიციო კომპანიამ და სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა. 3. საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებულ დეპოზიტარს ეკრძალება საინვესტიციო კომპანიასთან ან საინვესტიციო ფონდის სახელით მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებით ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელმაც შესაძლებელია წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი, ერთი მხრივ, სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და, მეორე მხრივ, საინვესტიციო ფონდს, მის ერთეულის მფლობელებს ან აქტივების მმართველ კომპანიას შორის. აღნიშნული არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც სპეციალიზებულ დეპოზიტარს საკუთარი დეპოზიტარული ფუნქციები ფუნქციურად და იერარქიულად განცალკევებული აქვს სხვა, პოტენციურად ინტერესთა კონფლიქტის წარმომშობი საქმიანობისგან და იგი სათანადოდ მართავს და აკონტროლებს პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტს და ამგვარი პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი გამჟღავნებულია ერთეულის მფლობელებისთვის. 4. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალიზებული დეპოზიტარი ამ მუხლით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23¹622635836346120826232935
მნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…საინვესტიციო ფონდების …დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს საგადასახა…მეწარმეთა შესახებსურსათის/ცხოველის საკვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა