მეწარმეთა შესახებ

მუხლი 70. სააქციო საზოგადოების შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტის შემოწმება

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ შერწყმაში/გაყოფაში სააქციო საზოგადოება მონაწილეობს, სააქციო საზოგადოების შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტს ამოწმებს შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე მხარეების მიერ შერჩეული დამოუკიდებელი აუდიტორი. შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სააქციო საზოგადოებას შეიძლება ჰყავდეს ერთი ან ერთზე მეტი საერთო აუდიტორი. დამოუკიდებელი აუდიტორი ამზადებს წერილობით დასკვნას და მას პარტნიორებს წარუდგენს. დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ აღნიშნული გეგმის პროექტის შემოწმება და წერილობითი დასკვნის წარდგენა საჭირო არ არის, თუ ამაზე შეთანხმდება შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სააქციო საზოგადოების ყველა აქციონერი.

2.დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნაში მოცემული უნდა იყოს იმის შეფასება, არის თუ არა სააქციო საზოგადოების შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტით გათვალისწინებული წილების გადაცვლის თანაფარდობა სამართლიანი და მიზანშეწონილი. ამ დასკვნაში მოცემული უნდა იყოს აგრეთვე: ა) წილების გადაცვლის თანაფარდობის დადგენისთვის გამოყენებული მეთოდი; ბ) შეფასება, რამდენად არის წილების გადაცვლის თანაფარდობის დადგენისთვის გამოყენებული მეთოდი ადეკვატური მოცემული შემთხვევისთვის, წილების რა თანაფარდობა დგინდება თითოეული ამ მეთოდის გამოყენების შედეგად და როგორია წილების გადაცვლის თანაფარდობის დადგენისთვის გამოყენებული თითოეული მეთოდის ხვედრითი წილი; გ) წილების გადაცვლის თანაფარდობის დადგენისას წარმოშობილი სიძნელეები, თუ ასეთი სიძნელეები წარმოიშვა.

3.დამოუკიდებელი აუდიტორი უფლებამოსილია სააქციო საზოგადოებისგან მიიღოს და გამოიკვლიოს ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
66¹⁷9¹27261516¹7044451521647268696770
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებელექტრონული კომუნიკაცი…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…საინვესტიციო ფონდების …ენერგეტიკისა და წყალმო…ფასიანი ქაღალდების ბაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა