Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 69

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 69. შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტის გამოქვეყნება და შეტყობინება შესაძლო შერწყმის/გაყოფის შესახებ

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025
თემები:რეორგანიზაციაერთობლივი საწარმოებითანამშრომლის შეღავათებიშერწყმა და შეძენაგასვლის დაგეგმვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე ყოველი  სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გამოაქვეყნოს შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტი ან განათავსოს ის სამეწარმეო საზოგადოების ვებგვერდზე იმ საერთო კრებამდე 30 დღის განმავლობაში, რომელმაც უნდა დაამტკიცოს შერწყმის/გაყოფის გეგმა. შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტი უფასოდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

2.შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია სააქციო საზოგადოების აქციონერთათვის უფასო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სააქციო საზოგადოების ადმინისტრაციის შენობაში ან სააქციო საზოგადოების ვებგვერდზე ანდა მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე შერწყმის/გაყოფის გეგმის დასამტკიცებლად მოწვეული საერთო კრების ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა 30 დღის განმავლობაში გამოაქვეყნოს შემდეგი დოკუმენტები: ა) შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტი; ბ) შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სამეწარმეო საზოგადოებების ბოლო 3 წლის ფინანსური ანგარიშგებები შესადარისობის პრინციპის დაცვით; გ) ფინანსური ანგარიშგება, რომელიც შედგენილია შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტის გამოქვეყნებამდე არაუადრეს მესამე თვის პირველ რიცხვში. სააქციო საზოგადოება თავისუფლდება ამ ვალდებულებისგან, თუ მას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებული აქვს ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება; დ) არსებობის შემთხვევაში − შერწყმის/გაყოფის ანგარიში; ე) არსებობის შემთხვევაში − დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში.

3.შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია საერთო კრებასა და შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე ყოველი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს აცნობოს შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტის მომზადებიდან საერთო კრების ჩატარებამდე პერიოდში აქტივებისა და ვალდებულებების მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელების შესახებ.

4.თუ ამ კანონის 72-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არ ხდება გაყოფის შესახებ გადაწყვეტილების საერთო კრების მიერ დამტკიცება, გაყოფაში მონაწილე სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია საერთო კრებასა და გაყოფაში მონაწილე ყოველი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს აცნობოს გაყოფის გეგმის პროექტის მომზადების შემდგომ პერიოდში აქტივებისა და ვალდებულებების მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელების შესახებ ასეთი ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

რედაქციების შედარება

1. შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე ყოველი  სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გამოაქვეყნოს შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტი ან განათავსოს ის სამეწარმეო საზოგადოების ვებგვერდზე იმ საერთო კრებამდე 30 დღის განმავლობაში, რომელმაც უნდა დაამტკიცოს შერწყმის/გაყოფის გეგმა. შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტი უფასოდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი. 2. შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია სააქციო საზოგადოების აქციონერთათვის უფასო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სააქციო საზოგადოების ადმინისტრაციის შენობაში ან სააქციო საზოგადოების ვებგვერდზე ანდა მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე შერწყმის/გაყოფის გეგმის დასამტკიცებლად მოწვეული საერთო კრების ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა 30 დღის განმავლობაში გამოაქვეყნოს შემდეგი დოკუმენტები: ა) შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტი; ბ) შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სამეწარმეო საზოგადოებების ბოლო 3 წლის ფინანსური ანგარიშგებები შესადარისობის პრინციპის დაცვით; გ) ფინანსური ანგარიშგება, რომელიც შედგენილია შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტის გამოქვეყნებამდე არაუადრეს მესამე თვის პირველ რიცხვში. სააქციო საზოგადოება თავისუფლდება ამ ვალდებულებისგან, თუ მას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებული აქვს ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება; დ) არსებობის შემთხვევაში − შერწყმის/გაყოფის ანგარიში; ე) არსებობის შემთხვევაში − დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში. 3. შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია საერთო კრებასა და შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე ყოველი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს აცნობოს შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტის მომზადებიდან საერთო კრების ჩატარებამდე პერიოდში აქტივებისა და ვალდებულებების მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელების შესახებ. 4. თუ ამ კანონის 72-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არ ხდება გაყოფის შესახებ გადაწყვეტილების საერთო კრების მიერ დამტკიცება, გაყოფაში მონაწილე სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია საერთო კრებასა და გაყოფაში მონაწილე ყოველი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს აცნობოს გაყოფის გეგმის პროექტის მომზადების შემდგომ პერიოდში აქტივებისა და ვალდებულებების მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელების შესახებ ასეთი ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

წინა მუხლი 68შემდეგი მუხლი 70

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შერწყმის სტრუქტურირება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • თანამშრომელთა წილობრივი ოფციონები (ESOP)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გასვლის სტრატეგიის კონსულტაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ერთობლივი საწარმოს სტრუქტურირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-26 · №13

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 72

მიუთითებენ მასზე

მუხლი 72

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 67შერწყმის/გაყოფის გეგმა
  • 73შერწყმის/გაყოფის რეგისტრაცია
  • 68სააქციო საზოგადოების შერწყმის/გაყოფის ანგარიში

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309³¹სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილების ვადის შემცირება
  • 309²⁶სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენა

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 46შერწყმის შესახებ ინფორმაციის ერთეულის მფლობელებისთვის მიწოდება
  • 45შერწყმის პირობების პროექტი
  • 44საინვესტიციო ფონდების შერწყმაზე საზედამხედველო ორგანოს მიერ თანხმობის გაცემა

პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ

  • 9საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის დაგეგმვა

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 47საპენსიო კომპანიების შერწყმა
  • 39ინფორმაციის მიწოდება, გამოქვეყნება და გამჟღავნება

დაზღვევის შესახებ

  • 28დაზღვევის ორგანიზაციის რეორგანიზაციის და მის წესდებაში ცვლილებების შეტანის შედეგები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28309³¹309²⁶946454472677368473969
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საინვესტიციო ფონდების …პროფესიული საჯარო მოხე…ნებაყოფლობითი კერძო პე…დაზღვევის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025