Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 70

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 70. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის აუდიტორის ვალდებულებები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:IP სტრატეგიაკომერციული უძრავი ქონება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.თითოეულ ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელი აუდიტორი, რომელიც აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

2.ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აუდიტორს ნიშნავს აქტივების მმართველი კომპანია. საინვესტიციო კომპანიის აუდიტორს ნიშნავს საინვესტიციო კომპანიის ერთეულის მფლობელთა საერთო კრება, თუ ეს უფლება სადამფუძნებლო დოკუმენტით საინვესტიციო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსთვის არ არის გადაცემული.

3.ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ან იმ საწარმოს, რომელსაც კავშირი აქვს ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის საქმიანობასთან, აუდიტორმა საზედამხედველო ორგანოს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდთან ან აღნიშნულ საწარმოსთან დაკავშირებული ნებისმიერი გარემოების ან გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საკუთარი ფუნქციების შესრულებისას და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ერთ-ერთი შემდეგი შედეგი: ა) ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ან აღნიშნული საწარმოს მიერ ავტორიზაციის, ლიცენზიის ან რეგისტრაციის პირობების ან მისი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა მნიშვნელოვანი დარღვევა; ბ) ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ან აღნიშნული საწარმოს უწყვეტი ფუნქციონირების შეფერხება; გ) ანგარიშების დადასტურებაზე უარის თქმა ან დათქმების გაკეთება.

4.ინფორმაციის მიწოდების შესახებ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება აუდიტორს აგრეთვე ეკისრება, თუ შესაბამისი ინფორმაცია მისთვის ცნობილი გახდება იმავე პუნქტით გათვალისწინებულ პირთან კონტროლის ურთიერთობით დაკავშირებულ საწარმოში საკუთარი ფუნქციების შესრულებისას.

5.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია აუდიტორს მოსთხოვოს ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის საქმიანობის აუდიტთან დაკავშირებით ნებისმიერი ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც საზედამხედველო ორგანოს საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად ან ერთეულის მფლობელების ინტერესების დასაცავად ესაჭიროება. აუდიტორი ვალდებულია საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნა დაუყოვნებლივ შეასრულოს.

6.აუდიტორს დარღვეულად არ ჩაეთვლება რაიმე ვალდებულება და არ დაეკისრება პასუხისმგებლობა საინვესტიციო ფონდის, მისი ერთეულის მფლობელების, კრედიტორების ან სხვა დაინტერესებული პირის (პირების) წინაშე იმ საფუძვლით, რომ იგი ასრულებდა მისთვის ამ კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს.

7.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია აქტივების მმართველ კომპანიას ან საინვესტიციო კომპანიას, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია, მოსთხოვოს საინვესტიციო ფონდის აუდიტორთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ აუდიტორმა დაარღვია ამ კანონით, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებით, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები. თავი XII ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების შეფასება

წინა მუხლი 69შემდეგი მუხლი 71

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • IP აუდიტი და შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საინვესტიციო უძრავი ქონების შეძენასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №9

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 33ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილი პირები
  • 61ინვესტორი ფონდისა და ინვესტიციების მიმღები ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი და აუდიტორი
  • 71ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების აქტივებისა და ერთეულების შეფასების მოთხოვნები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 6საინვესტიციო ფონდის ვალდებულებანი
  • 7გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის მონაწილე (ინვესტორი)
  • 5საინვესტიციო ფონდის განაცხადი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 23¹საინვესტიციო ფონდები

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 26სპეციალიზებული დეპოზიტარი
  • 18საპენსიო ფონდის ანგარიშგება და ანგარიშვალდებულება

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52⁴საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 9¹აუდიტის კომიტეტი

მეწარმეთა შესახებ

  • 174სპეციალური აუდიტორის დანიშვნა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9¹52⁴23¹675261833617117470
მნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …საინვესტიციო ფონდების …საქართველოს საგადასახა…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ეროვნული ბ…ფასიანი ქაღალდების ბაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026