Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 16¹

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 16¹. სისტემის ოპერატორის შერწყმა ან/და წილის/აქციების ან საოპერაციო აქტივების გასხვისება ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.თუ არსებობს განზრახვა, რომ მოხდეს სისტემის ოპერატორის შერწყმა ან/და 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი წილის/აქციის ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან 5 პროცენტზე მეტის გასხვისება ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება, რაც ქმნის მესამე ქვეყნის რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ სისტემის ოპერატორზე ან/და საოპერაციო აქტივებზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, შესაბამისი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ამის თაობაზე წინასწარ შეატყობინოს კომისიას.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისტემის ოპერატორის მიერ კომისიისთვის წარდგენილ შეტყობინებაში მიეთითება მონაწილე პირების შესახებ შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე, ენერგეტიკის სფეროში გამოცდილება, სარეგისტრაციო მონაცემები, სადამფუძნებლო დოკუმენტები, მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) სახელი, გვარი, მისამართი და მოქალაქეობა; ბ) საოპერაციო აქტივების ჩამონათვალი, რომელშიც მითითებულია მათი ღირებულებები, და საწარმოს აუდიტის ანგარიში ამ საწარმოს  ფინანსური ანგარიშგების შესახებ; გ) სისტემის ოპერატორის შერწყმის ან/და წილის/აქციების ან საოპერაციო აქტივების გასხვისების ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების პირობები; დ) ინფორმაცია ფინანსური სახსრების წარმომავლობის შესახებ.

3.სისტემის ოპერატორის შეტყობინებაში მითითებული ინფორმაციის სისწორისა და სისრულისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი სისტემის ოპერატორი. სისტემის ოპერატორის მიერ ამ შეტყობინებაში არასწორი ინფორმაციის მითითება და კომისიის მიერ ამ მუხლის მე-5 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე მისთვის სწორი ინფორმაციის წარუდგენლობა არის იმის საფუძველი, რომ უარი ითქვას სისტემის ოპერატორის შერწყმაზე ან/და 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი წილის/აქციის ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან 5 პროცენტზე მეტის გასხვისებაზე ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილებაზე, რაც ქმნის მესამე ქვეყნის რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ სისტემის ოპერატორზე ან/და საოპერაციო აქტივებზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო თუ შესაბამისი ტრანზაქცია/ოპერაცია განხორციელებულია − ამ ტრანზაქციის/ოპერაციის ბათილობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის საფუძველი.

4.კომისია ამოწმებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებაში მითითებულ მონაცემებს. თუ სისტემის ოპერატორის შეტყობინება არ შეესაბამება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, კომისია მას ინფორმაციის ან დოკუმენტის  წარმოსადგენად დამატებით გონივრულ ვადას განუსაზღვრავს. კომისია უფლებამოსილია სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს აგრეთვე ისეთი ინფორმაციის ან/და დოკუმენტის წარმოდგენა, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული არ არის და აუცილებელია შესაბამისი ტრანზაქციის/ოპერაციის შესაფასებლად და კომისიის მიერ ამ მუხლის მე-5 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად.

5.კომისია უფლებამოსილია სისტემის ოპერატორის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 3 თვის ვადაში გასცეს თანხმობა სისტემის ოპერატორის შერწყმაზე, 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი წილის/აქციის ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან 5 პროცენტზე მეტის გასხვისებაზე ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილებაზე, რაც ქმნის მესამე ქვეყნის რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ სისტემის ოპერატორზე ან/და საოპერაციო აქტივებზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას.

6.კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს სისტემის ოპერატორის შერწყმის ან/და 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი წილის/აქციის ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან 5 პროცენტზე მეტის გასხვისების ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების პირობების კორექტირება, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სისტემის ოპერატორის მიერ სისტემით მოსარგებლეებისთვის გაწეულ მომსახურებაზე, სისტემის ოპერატორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების (მათ შორის, სალიცენზიო პირობების) შესრულებაზე ან/და სისტემის ოპერატორის ტარიფზე.

7.კომისია უფლებამოსილია აკრძალოს სისტემის ოპერატორის შერწყმა ან/და 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი წილის/აქციის ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან 5 პროცენტზე მეტის გასხვისება ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება, რაც ქმნის მესამე ქვეყნის რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ სისტემის ოპერატორზე ან/და საოპერაციო აქტივებზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას. ამ აკრძალვის საფუძველი შეიძლება იყოს სისტემის ოპერატორის მიერ სისტემით მოსარგებლეებისთვის გაწეული მომსახურების შესაძლო გაუარესება, სისტემის ოპერატორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების (მათ შორის, სალიცენზიო პირობების) შესაძლო შეუსრულებლობა ან/და სისტემის ოპერატორის ტარიფზე შესაბამისი ტრანზაქციის/ოპერაციის შესაძლო უარყოფითი გავლენა.

8.ამ მუხლის მიზნებისთვის: ა) მაკონტროლებელი პირი (საბოლოო ბენეფიციარი) არის ფიზიკური პირი, რომელიც საწარმოს საბოლოო მფლობელია, საწარმოს საქმიანობიდან იღებს ფულად ან სხვა სარგებელს ან შეიძლება მიიღოს ასეთი სარგებელი და ვალდებული არ არის, ეს სარგებელი სხვა პირს გადასცეს; ბ) საოპერაციო აქტივი არის კომისიის მიერ სატარიფო მეთოდოლოგიით განსაზღვრული რეგულირებადი აქტივი.

9.ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ ტრანზაქციაზე/ოპერაციაზე, რომლის განხორციელების ერთადერთი მიზანია ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად სისტემის ოპერატორის განცალკევება. საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7064 – ვებგვერდი, 21.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ. კარი III. მარეგულირებელი ორგანო თავი VI. კომისიის სტატუსი და საქმიანობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2024 – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

  2. 1 იან. 2021 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

  3. 21 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  4. 27 დეკ. 2019 – 21 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 დეკ. 2021

    16¹ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში საოპერაციო აქტივების შეფასების დასკვნა შეიცვალა აქტივების ღირებულებებიანი ჩამონათვალით და მიმდინარე პერიოდის მითითება ამოღებულია.

  2. 21 ივლ. 2020

    კანონს დაემატა 16¹ მუხლი, რომელიც აწესებს სისტემის ოპერატორის წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას და კომისიის უფლებამოსილებებს: შემოწმება, 3-თვიანი ვადით თანხმობა, პირობების კორექტირება და აკრძალვა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 17

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • 2 ცვლილება · ბოლო 30 დეკ. 2021

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 73გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევება
  • 78გამანაწილებელ სისტემასთან მესამე პირის დაშვება
  • 45ქონებრივი განცალკევება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 26შეტყობინების ვალდებულება და ინფორმაციის გამოთხოვა

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 46შერწყმის შესახებ ინფორმაციის ერთეულის მფლობელებისთვის მიწოდება
  • 45შერწყმის პირობების პროექტი
  • 48გამოსყიდვა შერწყმისას

დაზღვევის შესახებ

  • 28დაზღვევის ორგანიზაციის რეორგანიზაციის და მის წესდებაში ცვლილებების შეტანის შედეგები

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 45საპენსიო აქტივების გადატანა

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 48სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულებები
  • 5¹საგადახდო სისტემაზე წვდომა

მეწარმეთა შესახებ

  • 68სააქციო საზოგადოების შერწყმის/გაყოფის ანგარიში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2628485¹737845464548684516¹
მნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომუნიკაცი…საინვესტიციო ფონდების …დაზღვევის შესახებენერგეტიკისა და წყალმო…ნებაყოფლობითი კერძო პე…საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026