საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 44. საინვესტიციო ფონდების შერწყმაზე საზედამხედველო ორგანოს მიერ თანხმობის გაცემა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საინვესტიციო ფონდების შერწყმაზე თანხმობის მისაღებად საზედამხედველო ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი შერწყმის პირობების პროექტი; ბ) მიმღები საინვესტიციო ფონდის პროსპექტისა და ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციის განახლებული ვერსია, ხოლო ასეთი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში − მიმღები საინვესტიციო ფონდის განახლებული საინვესტიციო სტრატეგია; გ) გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) და მიმღები საინვესტიციო ფონდის თითოეული სპეციალიზებული დეპოზიტარის განცხადება იმის შესახებ, რომ მათ შეამოწმეს ამ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ კანონსა და შერწყმის მონაწილე შესაბამისი საინვესტიციო ფონდების სადამფუძნებლო დოკუმენტებთან შესაბამისობა; დ) ამ კანონის 46-ე მუხლით გათვალისწინებული შერწყმის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გადამცემმა საინვესტიციო ფონდმა (ფონდებმა) და მიმღებმა საინვესტიციო ფონდმა უნდა მიაწოდონ საკუთარ ერთეულის მფლობელებს.

2.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) და მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებისთვის წარსადგენი ინფორმაციის შეცვლა ან განმარტება.

3.თუ საზედამხედველო ორგანო მიიჩნევს, რომ მისთვის წარდგენილი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ან დოკუმენტები არასრულია, იგი უფლებამოსილია ამ ინფორმაციის/დოკუმენტების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტების წარდგენა.

4.თუ საინვესტიციო ფონდების შერწყმის შედეგად ფუძნდება ახალი საინვესტიციო ფონდი ან საინვესტიციო ფონდების შერწყმის გამო საჭირო გახდა სადამფუძნებლო დოკუმენტში ან პროსპექტში ცვლილებების შეტანა, საზედამხედველო ორგანოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად წარედგინება ახალი საინვესტიციო ფონდის დაფუძნების შესახებ განაცხადი ან შესაბამისად სადამფუძნებლო დოკუმენტში ან/და პროსპექტში ცვლილების შეტანაზე თანხმობის მიღების თაობაზე განაცხადი.

5.საზედამხედველო ორგანო საინვესტიციო ფონდების შერწყმაზე თანხმობის გაცემის ან უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საინვესტიციო ფონდების შერწყმაზე თანხმობის მისაღებად საზედამხედველო ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი შერწყმის პირობების პროექტი; ბ) მიმღები საინვესტიციო ფონდის პროსპექტისა და ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციის განახლებული ვერსია, ხოლო ასეთი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში − მიმღები საინვესტიციო ფონდის განახლებული საინვესტიციო სტრატეგია; გ) გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) და მიმღები საინვესტიციო ფონდის თითოეული სპეციალიზებული დეპოზიტარის განცხადება იმის შესახებ, რომ მათ შეამოწმეს ამ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ა“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ კანონსა და შერწყმის მონაწილე შესაბამისი საინვესტიციო ფონდების სადამფუძნებლო დოკუმენტებთან შესაბამისობა; დ) ამ კანონის 46-ე მუხლით გათვალისწინებული შერწყმის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გადამცემმა საინვესტიციო ფონდმა (ფონდებმა) და მიმღებმა საინვესტიციო ფონდმა უნდა მიაწოდონ საკუთარ ერთეულის მფლობელებს. 2. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) და მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებისთვის წარსადგენი ინფორმაციის შეცვლა ან განმარტება. 3. თუ საზედამხედველო ორგანო მიიჩნევს, რომ მისთვის წარდგენილი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ან დოკუმენტები არასრულია, იგი უფლებამოსილია ამ ინფორმაციის/დოკუმენტების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტების წარდგენა. 4. თუ საინვესტიციო ფონდების შერწყმის შედეგად ფუძნდება ახალი საინვესტიციო ფონდი ან საინვესტიციო ფონდების შერწყმის გამო საჭირო გახდა სადამფუძნებლო დოკუმენტში ან პროსპექტში ცვლილებების შეტანა, საზედამხედველო ორგანოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად წარედგინება ახალი საინვესტიციო ფონდის დაფუძნების შესახებ განაცხადი ან შესაბამისად სადამფუძნებლო დოკუმენტში ან/და პროსპექტში ცვლილების შეტანაზე თანხმობის მიღების თაობაზე განაცხადი. 5. საზედამხედველო ორგანო საინვესტიციო ფონდების შერწყმაზე თანხმობის გაცემის ან უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶272649¹23¹4546437367684744
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …ნებაყოფლობითი კერძო პე…საქართველოს საგადასახა…ელექტრონული კომუნიკაცი…მეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა