მეწარმეთა შესახებ

მუხლი 72. მიერთებისა და შეძენით გაყოფის განსაკუთრებული შემთხვევები

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ შემძენი სამეწარმეო საზოგადოება ფლობს მიერთებული სამეწარმეო საზოგადოების წილების სულ მცირე 90 პროცენტს, მაგრამ არ ფლობს მთელ წილებს, ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 66-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით, 69-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებითა და 70-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები, თუკი პარტნიორებს აქვთ ამ კანონის 75-ე მუხლით დადგენილი წესით წილების გამოსყიდვის უფლება.

2.თუ შემძენი სამეწარმეო საზოგადოება ან მისი დავალებით მოქმედი მესამე პირი მიერთებული სამეწარმეო საზოგადოების მთელ წილებს ფლობს, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის 66-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, 68-ე მუხლით, 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-4 პუნქტით და 70-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები.

3.თუ შემძენი სამეწარმეო საზოგადოებები გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების მთელ წილებს ფლობენ, გაყოფის შესახებ გადაწყვეტილების გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების საერთო კრების მიერ დამტკიცება საჭირო არ არის.

4.თუ გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორებს თითოეული ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების წილები გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში მათი წილების პროპორციულად მიენიჭათ, ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“−„ე“ ქვეპუნქტებითა და მე-4 პუნქტით და 70-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.

5.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემძენი სამეწარმეო საზოგადოება გაყოფის/შერწყმის ძალაში შესვლამდე სულ ცოტა 30 დღით ადრე ატყობინებს სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორებს გაყოფის/შერწყმის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოების საერთო კრების მოწვევისთვის დადგენილი წესით. შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 69-ე მუხლით დოკუმენტების გამოქვეყნებისა და ხელმისაწვდომობისთვის დადგენილი წესები.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემძენი სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორს/პარტნიორთა ჯგუფს, რომლის წილი შეადგენს სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალის სულ მცირე 5 პროცენტს, ხოლო სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ან კომანდიტურ საზოგადოებაში − თითოეულ პარტნიორს უფლება აქვს, მოითხოვოს საერთო კრების მოწვევა შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში. ასეთ შემთხვევაში მიერთების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება. შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 69-ე მუხლით დოკუმენტების გამოქვეყნებისა და ხელმისაწვდომობისთვის დადგენილი წესები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
132726309³¹309²⁶1998¹486667696870756572
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…საინვესტიციო ფონდების …ელექტრონული კომუნიკაცი…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა