მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

მუხლი 27. აგრესიული კომერციული საქმიანობა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნებისმიერ შემთხვევაში უსამართლოდ მიიჩნევა და აკრძალულია შემდეგი აგრესიული კომერციული საქმიანობა: # ა) შთაბეჭდილების შექმნა, რომ მომხმარებელი ვერ შეძლებს სარეწის ტერიტორიის დატოვებას მანამ, სანამ ხელშეკრულებას არ დადებს; ბ) მომხმარებლის ნების საწინააღმდეგოდ მოვაჭრის მიერ მისი საცხოვრებელი ადგილის დატოვებაზე უარის თქმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრის მომხმარებლის საცხოვრებელ ადგილზე ყოფნა აუცილებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად; გ) მომხმარებლისთვის სისტემატურად, ტელეფონით ან დისტანციური კომუნიკაციის სხვა საშუალებით არასასურველი შეთავაზებების გაკეთება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად; დ) რეკლამაში ბავშვისთვის პირდაპირ მოწოდება, შეიძინოს რეკლამირებული საქონელი ან მომსახურება ან დაარწმუნოს მშობლები ან სხვა სრულწლოვანი პირები, უყიდონ მას ეს საქონელი ან მომსახურება; ე) მომხმარებლისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება, რომ, თუ იგი არ შეიძენს საქონელს ან მომსახურებას, მოვაჭრის საქმიანობას ან სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება; ვ) მცდარი შთაბეჭდილების შექმნა, რომ მომხმარებელმა მოიგო, მოიგებს ან გარკვეული მოქმედების შესრულების შედეგად მოიგებს პრიზს ან მიიღებს სხვა, მსგავს სარგებელს, მაშინ, როდესაც პრიზი ან სხვა, მსგავსი სარგებელი დაწესებული არ არის, ან ისეთი მოქმედების შესრულების მოთხოვნა, რომლის შედეგადაც მომხმარებელმა შესაძლოა მოიგოს ჯილდო ან მიიღოს სხვა, მსგავსი სარგებელი, თუმცა ამ მოქმედების შესრულება დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ ფულის გადახდასთან ან სხვა, დამატებითი ხარჯის გაწევასთან; ზ) მომხმარებლისგან, რომელსაც სურს, მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება, ისეთი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნა, რომელიც მოთხოვნის უფლების არსებობის დასადგენად აუცილებელი არ არის, ან მომხმარებლის უფლების შეზღუდვის მიზნით მისი მიმოწერის რეაგირების გარეშე დატოვება; თ) მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის ისეთი საქონლის ან მომსახურების მიწოდება, რომელიც მას არ შეუკვეთია, და ამისთვის საქონლის ან მომსახურების ფასის მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ გადახდის მოთხოვნა, ან მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მის მიერ შეკვეთილისგან განსხვავებული საქონლის ან მომსახურების მიწოდება ამ საქონლის ან მომსახურების მოვაჭრის ხარჯით, პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების შესაძლებლობის გარეშე.

2.აგრესიულია კომერციული საქმიანობა, თუ მისი შინაარსი, ყველა გარემოების გათვალისწინებით, შევიწროებით, იძულებით, მათ შორის, ფიზიკური ძალის გამოყენებით ან გავლენის ბოროტად გამოყენებით, მნიშვნელოვნად ხელყოფს ან შესაძლოა ხელყოს საშუალო მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის უფლება ან ცვლის ან/და შესაძლოა შეცვალოს მისი ქცევა საქონელთან ან მომსახურებასთან მიმართებით, რის შედეგადაც მომხმარებელმა დადო ან შესაძლოა დადოს გარიგება, რომელსაც არ დადებდა.

3.იმის დასადგენად, იყო თუ არა კომერციული საქმიანობის განხორციელებისას შევიწროება, იძულება, მათ შორის, ფიზიკური ძალის გამოყენება ან გავლენის ბოროტად გამოყენება, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები: ა) დროის მონაკვეთი, ადგილი, არსი, ხასიათი და ინტენსივობა; ბ) მუქარის შემცველი ან შეურაცხმყოფელი ენის გამოყენება ან ამგვარი ქცევა; გ) მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოსახდენად მოვაჭრის მიერ კონკრეტული უბედური შემთხვევის, სტიქიური უბედურების ან მსგავსი გარემოების ბოროტად გამოყენება, რაც მომხმარებელს ართმევს შესაძლებლობას, საღად განსაჯოს და მიიღოს გადაწყვეტილება საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით; დ) ისეთი წინააღმდეგობების ხელოვნურად შექმნა, რომლებიც ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობს, რითაც მოვაჭრე ცდილობს, ხელი შეუშალოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომხმარებლის უფლებების განხორციელებას, მათ შორის, მომხმარებლის უფლებისა, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ან აირჩიოს სხვა საქონელი ან მომსახურება ან მოვაჭრე; ე) უკანონო მოქმედების განხორციელების ნებისმიერი მუქარა. თავი VII მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური გარანტიები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 აპრ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
221612¹2220911³7242526527
მნიშვნელობით ახლოსმომხმარებლის უფლებების…კონკურენციის შესახებკომერციული ბანკების სა…საქართველოს საგადასახა…ოკუპირებული ტერიტორიებ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა