Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 20

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 20. ქვეკონტრაქტორი

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა და ნოუდებისამშენებლო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.თუ ეკონომიკური ოპერატორი ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების გამოყენებას აპირებს, იგი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას განაცხადის/წინადადების წარდგენის ეტაპზე მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია, თუ ქვეკონტრაქტორმა/ქვეკონტრაქტორებმა უნდა შეასრულოს/შეასრულონ: ა) შესყიდვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10% მაინც; ბ) შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ ასეთი კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილი განსაზღვრულია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის პირობებში.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ამოწმებს ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების დისკვალიფიკაციის საფუძვლებს. თავდაპირველად წარდგენილი ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების დისკვალიფიკაციის შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს სხვა ქვეკონტრაქტორი/ქვეკონტრაქტორები, ხოლო შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების შესახებ ინფორმაციის დაზუსტების მოთხოვნისას – წარადგინოს დაზუსტებული ინფორმაცია. ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების შესახებ ინფორმაციის დაუზუსტებლობის (მათ შორის, არასრულად დაზუსტების), მისი დაზუსტების შემდეგ ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების დისკვალიფიკაციის, სხვა ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების წარუდგენლობის ან/და სხვა ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების წარდგენის შემდეგ მისი/მათი დისკვალიფიკაციის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით ახდენს ეკონომიკური ოპერატორის დისკვალიფიკაციას.

3.მიმწოდებელს ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების გამოყენება შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. მიმწოდებელი შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე თავად აგებს პასუხს.

4.თუ ეკონომიკური ოპერატორი ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების შესაძლებლობებს ეყრდნობა, გამოიყენება აგრეთვე ამ კანონის 63-ე მუხლი.

5.შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება მოითხოვოს, რომ კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ვალდებულებები მხოლოდ ეკონომიკურმა ოპერატორმა შეასრულოს, რაც შესყიდვის პირობებში უნდა დასაბუთდეს.

6.ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას მიაწოდოს ამ კანონით, შესაბამისი ნორმატიული აქტით ან/და შესყიდვის პირობებით განსაზღვრული ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის ცვლილების ან/და დამატების შესახებ, რომლის წარდგენაც სავალდებულოა.

7.ქვეკონტრაქტორის გამოყენების დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 21

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინდექსერის (The Graph, Subsquid) დანერგვა და subgraph-ის შექმნასერვისის გვერდი
  • სუბკონტრაქტორის გირავნობასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №16

  • ციტირებულია 7 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 63

მიუთითებენ მასზე

მუხლი 21მუხლი 58მუხლი 61მუხლი 63მუხლი 68მუხლი 77მუხლი 79

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 79ქვეკონტრაქტი
  • 77დისკვალიფიკაციის დამატებითი საფუძვლები
  • 68შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული პერსონალის, ქვეკონტრაქტორისა და სხვა ეკონომიკური ოპერატორის შეცვლა/დამატება

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 13მოთხოვნები ეკონომიკური ოპერატორის მიმართ
  • 21²ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული ქვეკონტრაქტორის შეცვლა ან/და ქვეკონტრაქტორის დამატება
  • 7შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 14 (დანართი 1)ეკონომიკური ოპერატორების იდენტიფიკაცია
  • 21 (დანართი 1)შესაბამისობის შემფასებელი პირის ქვეკონტრაქტორი და შვილობილი ორგანიზაციები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁵ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები
  • 13⁶შემზღუდავი ღონისძიებები

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 27სახელმწიფო შესყიდვებიდან დისკვალიფიკაცია

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 5კომერციული შეტყობინება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1321²72713⁵13⁶14 (დ…21 (დ…6368777921586120
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სამშენებლო პროდუქტების…პროდუქტის უსაფრთხოების…სახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026