Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 63

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 63. სხვა ეკონომიკური ოპერატორის შესაძლებლობებზე დაყრდნობა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ეკონომიკურ ოპერატორს (ძირითად ეკონომიკურ ოპერატორს) უფლება აქვს, საჯარო შესყიდვაში ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის კრიტერიუმისა და ტექნიკური და პროფესიული შესაბამისობის კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად შესაძლებლობის შემთხვევაში დაეყრდნოს სხვა ეკონომიკური ოპერატორის შესაძლებლობებს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი კავშირი აქვს მასთან.

2.ეკონომიკური ოპერატორისხვა ეკონომიკური ოპერატორის გამოცდილებას, აგრეთვე მისი პერსონალის კვალიფიკაციასა და გამოცდილებას შეიძლება დაეყრდნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ეკონომიკური ოპერატორი შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში შეასრულებს იმ სამუშაოს ან/და გასწევს იმ მომსახურებას, რომლის შესასრულებლადაც/გასაწევადაც საჭიროა ეს კვალიფიკაცია და გამოცდილება. ეს პუნქტი ვრცელდება მხოლოდ ქვეკონტრაქტორზე.

3.თუ ეკონომიკური ოპერატორი სხვა ეკონომიკური ოპერატორის რესურსებს ეყრდნობა, იგი ვალდებულია დაადასტუროს მათი ხელმისაწვდომობა და ამ რესურსებით სარგებლობის შესაძლებლობა. ეს შეიძლება დადასტურდეს აღნიშნულ ეკონომიკურ ოპერატორთან დადებული შეთანხმებით და სხვაგვარად.

4.თუ ეკონომიკური ოპერატორი ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად სხვა ეკონომიკური ოპერატორის შესაძლებლობებს ეყრდნობა, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება მათ შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებისთვის სოლიდარული პასუხისმგებლობა მოსთხოვოს.

5.თუ ეკონომიკური ოპერატორი პირთა გაერთიანებაა, იგი შეიძლება დაეყრდნოს როგორც ამ გაერთიანების წევრთა, ისე სხვა ეკონომიკური ოპერატორის შესაძლებლობებს.

6.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემსყიდველი ორგანიზაცია აფასებს აგრეთვე სხვა ეკონომიკურ ოპერატორს, რომლის შესაძლებლობებსაც ეკონომიკური ოპერატორი ეყრდნობა. უნდა შემოწმდეს სხვა ეკონომიკური ოპერატორის როგორც დისკვალიფიკაციის საფუძვლები, ისე შერჩევის კრიტერიუმები. თუ არსებობს სხვა ეკონომიკური ოპერატორის დისკვალიფიკაციის საფუძვლები ან იგი ვერ აკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს, შემსყიდველი ორგანიზაცია ეკონომიკურ ოპერატორს სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით მის შეცვლას მოსთხოვს. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ხელმძღვანელობს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით.

7.შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვის პირობებით შეიძლება მოითხოვოს, რომ კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ვალდებულებები მხოლოდ ძირითადმა ეკონომიკურმა ოპერატორმა შეასრულოს.

8.სხვა ეკონომიკური ოპერატორის შესაძლებლობების გამოყენების, აგრეთვე პირთა გაერთიანების მიერ ამ გაერთიანების წევრთა შესაძლებლობების გამოყენების დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

წინა მუხლი 62შემდეგი მუხლი 64

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №16

9
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 20

მიუთითებენ მასზე

მუხლი 3მუხლი 13მუხლი 20მუხლი 21მუხლი 58მუხლი 61მუხლი 68მუხლი 77მუხლი 75

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 19ეკონომიკურ ოპერატორთან ურთიერთობის ზოგადი პირობები
  • 12საჯარო შესყიდვის მონაწილეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები
  • 68შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული პერსონალის, ქვეკონტრაქტორისა და სხვა ეკონომიკური ოპერატორის შეცვლა/დამატება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁵ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 7შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები
  • 20⁹ჩარჩოშეთანხმება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 26ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები
  • 25ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 34ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება
  • 32დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 4ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება

კონკურენციის შესახებ

  • 18სააგენტოს უფლებამოსილებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
713⁵262520683132158617775191263
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…პროდუქტის უსაფრთხოების…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026