მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 17. მოთხოვნები მიკრობანკის შვილობილი საწარმოს მიმართ, რომელიც საქართველოს ფარგლების გარეთ ახორციელებს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზ

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მიკრობანკმა საქართველოს ფარგლების გარეთ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად შვილობილი საწარმოს შექმნიდან ან შეძენიდან 14 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს მიკრობანკის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) (შემდგომ − FATF) რეკომენდაციების შესასრულებლად მიკრობანკის შვილობილმა საწარმომ ფუნქციონირების დაწყებისთანავე შეიმუშავა შიდა კონტროლის სისტემა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

2.თუ შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით (კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით) გათვალისწინებული არ არის შვილობილი საწარმოს მიერ FATF-ის რეკომენდაციების შესრულება ან ამ ქვეყანაში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა არ ხორციელდება და FATF-ის რეკომენდაციები საერთოდ ან საკმარისად არ სრულდება: ა) მიკრობანკმა უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება, რომ იგი უზრუნველყოფს შვილობილი საწარმოს მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელებას მიკრობანკის მიმართ საქართველოში არსებული მოთხოვნებისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად; ბ) მიკრობანკი უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის იმის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, რომ შვილობილი საწარმო ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს ვერ ახორციელებს, რადგან ამას კრძალავს ან ზღუდავს შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3020¹28¹10¹396235882273217
მნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…დაზღვევის შესახებფასიანი ქაღალდების ბაზ…მიკრობანკების საქმიანო…არასაბანკო სადეპოზიტო …თავისუფლების ქარტია

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა