ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 20¹. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ან საბროკერო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალის დაარსება ან შვილობილი საწარმოს შექმნა ან შეძენა

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა ან საბროკერო კომპანიამ საქართველოს ფარგლების გარეთ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშვალდებული პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის განსახორციელებლად ფილიალის დაარსებიდან ან შვილობილი საწარმოს შექმნიდან ან შეძენიდან 14 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ან საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის დაარსების ან შვილობილი საწარმოს შექმნის ან შეძენის თაობაზე; ბ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ან საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) (შემდგომ − FATF) რეკომენდაციების შესასრულებლად ფილიალმა ან შვილობილმა საწარმომ ფუნქციონირების დაწყებისთანავე შეიმუშავა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა.

2.თუ ფილიალის ან შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული არ არის ფილიალის ან შვილობილი საწარმოს მიერ FATF-ის რეკომენდაციების შესრულება ან ამ ქვეყანაში არ ხორციელდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა და საერთოდ ან საკმარისად არ სრულდება FATF-ის რეკომენდაციები: ა) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ან საბროკერო კომპანიის მმართველმა ორგანომ უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება, რომ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ან საბროკერო კომპანია უზრუნველყოფს თავისი ფილიალის ან შვილობილი საწარმოს მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დადგენილი ღონისძიებების განხორციელებას ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისადმი ან საბროკერო კომპანიისადმი საქართველოში არსებული მოთხოვნებისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად; ბ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ან საბროკერო კომპანია უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის იმის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, რომ მისი ფილიალი ან შვილობილი საწარმო ვერ ახორციელებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს, რადგან ამას კრძალავს ან ზღუდავს ფილიალის ან შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2831-სსმI, №19, 13.04.2010წ., მუხ.105 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5230 – ვებგვერდი, 30.10.2019წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა ან საბროკერო კომპანიამ საქართველოს ფარგლების გარეთ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშვალდებული პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის განსახორციელებლად ფილიალის დაარსებიდან ან შვილობილი საწარმოს შექმნიდან ან შეძენიდან 14 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ან საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის დაარსების ან შვილობილი საწარმოს შექმნის ან შეძენის თაობაზე; ბ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ან საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) (შემდგომ − FATF) რეკომენდაციების შესასრულებლად ფილიალმა ან შვილობილმა საწარმომ ფუნქციონირების დაწყებისთანავე შეიმუშავა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა. 2. თუ ფილიალის ან შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული არ არის ფილიალის ან შვილობილი საწარმოს მიერ FATF-ის რეკომენდაციების შესრულება ან ამ ქვეყანაში არ ხორციელდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა და საერთოდ ან საკმარისად არ სრულდება FATF-ის რეკომენდაციები: ა) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ან საბროკერო კომპანიის მმართველმა ორგანომ უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება, რომ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ან საბროკერო კომპანია უზრუნველყოფს თავისი ფილიალის ან შვილობილი საწარმოს მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დადგენილი ღონისძიებების განხორციელებას ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისადმი ან საბროკერო კომპანიისადმი საქართველოში არსებული მოთხოვნებისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად; ბ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ან საბროკერო კომპანია უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის იმის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, რომ მისი ფილიალი ან შვილობილი საწარმო ვერ ახორციელებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს, რადგან ამას კრძალავს ან ზღუდავს ფილიალის ან შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2831-სსმI, №19, 13.04.2010წ., მუხ.105 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5230 – ვებგვერდი, 30.10.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №31 · ძალაშია 30 ოქტ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 იან. 1999 – 13 აპრ. 2010 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3072910¹28¹10¹24231517332620¹
მნიშვნელობით ახლოსდაზღვევის შესახებმიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…ფასიანი ქაღალდების ბაზ…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…ფაქტორინგის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №50 · ბოლოს შემოწმდა