ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 8. ანგარიშვალდებული პირის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება და მართვა

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ანგარიშვალდებულმა პირმა , თავისი საქმიანობის ხასიათისა და მოცულობის გათვალისწინებით , უნდა დანერგოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასებისა და მართვის ეფექტიანი სისტემა .

2.ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სათანადო პერიოდულობით შეაფასოს და აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები, ხოლო სათავო საწარმოს (სათავო ორგანიზაციის) შემთხვევაში − აგრეთვე ჯგუფის დონეზე არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები კლიენტისა და ბენეფიციარი მესაკუთრის, მათი საქმიანობის არსისა და ადგილსამყოფელი იურისდიქციის, პროდუქტის, მომსახურების ან მისი მიწოდების საშუალების, გარიგებისა და სხვა რისკფაქტორის საფუძველზე.

3.ახალი ტექნოლოგიის , პროდუქტის , მომსახურების ან მისი მიწოდების საშუალების დანერგვამდე ან ბიზნესპრაქტიკაში სხვა არსებითი ცვლილების განხორციელებამდე ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია შეაფასოს ასეთ ცვლილებასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები .

4.ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე -11 მუხლის პირველი − მე -4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეაფასოს კლიენტთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები და განსაზღვროს კლიენტის რისკის დონე ერთჯერადი გარიგების დადებამდე და საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე , აგრეთვე სათანადო პერიოდულობით − საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას და კლიენტთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების ცვლილებისას .

5.ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია განახორციელოს ეფექტიანი ღონისძიებები ამ მუხლის შესაბამისად გამოვლენილი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვისა და შემცირების მიზნით.

6.ამ მუხლით გათვალისწინებული რისკების შეფასებისას და მათი მართვის ღონისძიებების განხორციელებისას ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა გაითვალისწინოს რისკების შეფასების ეროვნულ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმაში აღნიშნული ინფორმაცია, აგრეთვე სამსახურისა და საზედამხედველო ორგანოს მითითებები და რეკომენდაციები. ანგარიშვალდებულმა პირმა რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშის შედეგები უნდა ასახოს რისკების შეფასებისა და მართვის სისტემაში.

7.ანგარიშვალდებულმა პირმა საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში მას უნდა დაუსაბუთოს , რომ ამ მუხლის შესაბამისად რისკები სათანადოდ შეაფასა და მათი მართვის მიზნით ეფექტიანი ღონისძიებები განახორციელა . საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-2 პუნქტით რისკები უნდა აღირიცხოს, მე-5 პუნქტით ღონისძიებები მართვასთან ერთად რისკის შემცირებასაც ემსახურება, მე-6 პუნქტით კი ეროვნული ანგარიშის შედეგები სისტემაში უნდა აისახოს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნანა თურმანიძე

ნანა თურმანიძე

ბიზნეს იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30202202¹62324122978227268
მნიშვნელობით ახლოსფულის გათეთრებისა და ტ…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…თავისუფლების ქარტიამიკრობანკების საქმიანო…საქართველოს სისხლის სა…ფაქტორინგის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა