Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამიკრობანკების საქმიანობის შესახებმუხლი 7

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 7. ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:საბანკო შესაბამისობაკორპორაციული და ინდივიდუალური განათლება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ შესაფერისობის კრიტერიუმებს: ა) კარგი რეპუტაცია, სანდოობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც, მათ შორის, გულისხმობს, რომ ადმინისტრატორი არ უნდა იყოს ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის; ბ) მიკრობანკის საქმიანობის წარმართვისთვის აუცილებელი, სათანადო ცოდნა, უნარი და გამოცდილება; გ) განსჯის დამოუკიდებლობა − ადმინისტრატორს უნდა ჰქონდეს უნარი, გადაწყვეტილება მიიღოს დამოუკიდებელი და ობიექტური განსჯის საფუძველზე, შეაფასოს მმართველი ორგანოების სხვა წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი; დ) საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად საკმარისი დრო; ე) პარალელურად დაკავებული პოზიციების რაოდენობა – ადმინისტრატორი არ უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული სხვა მიკრობანკის, კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული სუბიექტი/სუბიექტები ექვემდებარება /ექვემდებარებიან იმ მიკრობანკის კონტროლს ან არის/არიან იმ მიკრობანკის მაკონტროლებელი სუბიექტი/სუბიექტები, რომელშიც მას ადმინისტრატორის პოზიცია უკავია. ადმინისტრატორი არ უნდა იყოს 5-ზე მეტი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს ან/და დირექტორატის წევრი. ამასთანავე, 1 აღმასრულებელი პოზიცია თავსებადია 2 არააღმასრულებელ პოზიციასთან ან დასაშვებია 5 არააღმასრულებელი პოზიციის დაკავება. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციებში დაკავებული პოზიციები არ გაითვალისწინება. ამავე ქვეპუნქტის მიზნებისთვის 1 პოზიციად მიიჩნევა: ე.ა) ერთ ჯგუფში დაკავებული პოზიციები. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ჯგუფი გულისხმობს მიკრობანკს, მის სათავო საწარმოს და შვილობილ საწარმოს/საწარმოებს; ე.ბ) იმ საწარმოში/საწარმოებში დაკავებული პოზიციები, რომლის/რომელთა მნიშვნელოვან წილსაც ფლობს მიკრობანკი.

2.ადმინისტრატორის შესაფერისობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეროვნული ბანკი. შესაფერისობის კრიტერიუმების შეფასებისას იგი ხელმძღვანელობს პროპორციულობის პრინციპით, რომელიც გულისხმობს ამ კრიტერიუმების მიკრობანკის ზომის, ორგანიზაციული სტრუქტურის, რისკის პროფილისა და კომპლექსურობის მიხედვით შეფასებას. პროპორციულობის პრინციპი არ გამოიყენება ისეთი კრიტერიუმის შეფასებისას, როგორიცაა კარგი რეპუტაცია, სანდოობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება. პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად განისაზღვრება შეფასების ინტენსივობის ხარისხი, შეფასების პროცედურა და წარსადგენი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შინაარსი.

3.ადმინისტრატორთა შესაფერისობის შეფასება გულისხმობს როგორც მათი ინდივიდუალური შესაფერისობის, ისე მიკრობანკის დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს ერთობლივი შესაფერისობის შეფასებას.

4.ადმინისტრატორთა შესაფერისობის შეფასებისას გაითვალისწინება მრავალფეროვნების პოლიტიკა. ეს პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სულ მცირე შემდეგ ფაქტორებს: განათლება, პროფესიული გამოცდილება, ასაკი, სქესი.

5.მიკრობანკი ვალდებულია ადმინისტრატორის დანიშვნამდე საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და არ დანიშნოს პირი ადმინისტრატორად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ადმინისტრატორის შესაფერისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო დანიშნული პირის აღნიშნულ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში გაათავისუფლოს იგი თანამდებობიდან.

6.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამონაკლის შემთხვევებში ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის გარეშე გასცეს პირობითი თანხმობა ადმინისტრატორის დანიშვნაზე და განსაზღვროს ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის ვადა არაუმეტეს 6 თვისა. ამ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარუდგენლობის შემთხვევაში ადმინისტრატორის დანიშვნაზე გაცემული პირობითი თანხმობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის მომენტიდან ავტომატურად გაუქმდება.

7.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განმარტოს ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების შინაარსი, განსაზღვროს შეფასების წესი და პროცედურა, მათ შორის, მიკრობანკის დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს ერთობლივ შესაფერისობასთან დაკავშირებული საკითხები და წარსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბანკის შესაბამისობის აუდიტი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კაპიტალის ადეკვატურობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კორპორაციული კრიპტო ტრენინგი აღმასრულებლებისთვის და გუნდებისთვისსერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №5

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 22მუხლი 21

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 22მიკრობანკის დირექტორატი
  • 37დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებები
  • 35დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 5კომერციული ბანკის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები
  • 30¹ადრეული ინტერვენცია
  • 1ტერმინთა განმარტება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 7შესაფერისობის კრიტერიუმები
  • 9¹დარღვევები და სანქციები

ფაქტორინგის შესახებ

  • 10შესაფერისობის კრიტერიუმები

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 19პროგრამის ადმინისტრატორის დანიშვნა და გათავისუფლება

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 79საზედამხედველო ორგანოს მიერ დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნა

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 16ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრთა პასუხისმგებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1679¹530¹1791922213735107
მითითებამნიშვნელობით ახლოსმიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…მიკროსაფინანსო ორგანიზ…ფაქტორინგის შესახებიპოთეკით დაცული ობლიგა…საინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026