Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებმუხლი 10

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

მუხლი 10. ვიდეომონიტორინგის განხორციელება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:ციფრული მედიატელემედიცინაკონტენტის დაცვასაავტორო უფლებების დაცვაკინო და ტელევიზია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ვიდეომონიტორინგის განხორციელება დასაშვებია დანაშაულის თავიდან აცილების, მისი გამოვლენის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვანის დაცვის (მათ შორის, მავნე ზეგავლენისგან დაცვის), საიდუმლო ინფორმაციის დაცვის, გამოცდის/ტესტირების მიზნებისთვის, აგრეთვე სხვა საჯარო ან/და სხვა ლეგიტიმური ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად, თუ ვიდეომონიტორინგის განხორციელება მონაცემთა დამუშავების მიზნის ადეკვატური და პროპორციული საშუალებაა.

2.ვიდეომონიტორინგის განსახორციელებლად დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილი პრინციპების შესაბამისად წერილობით განსაზღვროს ვიდეომონიტორინგის მიზანი და მოცულობა, ვიდეომონიტორინგის ხანგრძლივობა და ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადა, ვიდეოჩანაწერზე წვდომის, მისი შენახვისა და განადგურების წესი და პირობები, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფიზიკური პირი ვიდეომონიტორინგს ახორციელებს საცხოვრებელ შენობაში.

3.დასაქმებული პირის სამუშაო პროცესის/სივრცის ვიდეომონიტორინგი დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მიღწევა სხვა საშუალებით შეუძლებელია ან დაკავშირებულია არაპროპორციულად დიდ ძალისხმევასთან.

4.დაუშვებელია ვიდეომონიტორინგის განხორციელება გამოსაცვლელ ოთახებში, ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ან ისეთ სივრცეში, სადაც სუბიექტს პირადი ცხოვრების დაცულობის გონივრული მოლოდინი აქვს ან/და ვიდეომონიტორინგის განხორციელება საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ეწინააღმდეგება.

5.ვიდეომონიტორინგის სისტემა და ვიდეოჩანაწერები დაცული უნდა იყოს არამართლზომიერი ხელყოფისა და გამოყენებისგან. დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს ვიდეოჩანაწერებზე წვდომის თითოეული შემთხვევის აღრიცხვა, მათ შორის, წვდომის დროისა და მომხმარებლის სახელის აღრიცხვა, რომელიც წვდომის განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა.

6.საცხოვრებელ შენობაში დასაშვებია ამ საცხოვრებელი შენობის საერთო შესასვლელისა და საცხოვრებელ შენობაში არსებული საერთო სივრცის ვიდეომონიტორინგის განხორციელება მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობით (მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში შეიძლება მფლობელის თანხმობის მიღება), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვიდეომონიტორინგს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად და ვიდეომონიტორინგის არეალში ექცევა საცხოვრებელი შენობის საერთო შესასვლელი და საერთო სივრცე.

7.საცხოვრებელ შენობაში არსებული ინდივიდუალური საკუთრების შესასვლელის ვიდეომონიტორინგი დასაშვებია მხოლოდ მისი მესაკუთრის/მფლობელის გადაწყვეტილებით ან მისი წერილობითი თანხმობით იმგვარად, რომ ვიდეომონიტორინგის განხორციელებით არ ილახებოდეს სხვა პირების (მათ შორის, მესაკუთრის, ფართობით კანონიერად მოსარგებლის) ლეგიტიმური ინტერესები.

8.დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშანი თვალსაჩინოდ განათავსოს, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში − დამატებით დასაქმებული პირი წერილობით გააფრთხილოს ვიდეომონიტორინგის კონკრეტული მიზნის (მიზნების) შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტი მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებულად მიიჩნევა.

9.ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშანი უნდა შეიცავდეს შესაბამის წარწერას, მარტივად აღქმად გამოსახულებას ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის თაობაზე და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის სახელწოდებასა და მის საკონტაქტო მონაცემებს.

წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კონტენტის ამოშორება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვიდეო თამაშების სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კინოპროდუქციის სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კონტენტის ამოშორება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №9

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 4

მიუთითებენ მასზე

მუხლი 69მუხლი 88

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 11აუდიომონიტორინგის განხორციელება
  • 69ვიდეომონიტორინგის ან აუდიომონიტორინგის განხორციელების წესების დარღვევა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 12საჯარო და კერძო დაწესებულებათა შენობების ვიდეო თვალთვალი
  • 11ქუჩაში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიდეოთვალთვალის განხორციელება
  • 13საცხოვრებელი შენობის ვიდეო თვალთვალი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 17ფოტოები და ვიდეოჩანაწერი

მაუწყებლობის შესახებ

  • 54¹პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
  • 45ლიცენზიის მოდიფიცირება
  • 45⁶ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებების შესრულების ღონისძიებები

პენიტენციური კოდექსი

  • 58ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი
  • 123ვიდეოპაემანი

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 21მცველის უფლება-მოვალეობანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2154¹4545⁶1211131769488115812310
მითითებამნიშვნელობით ახლოსპერსონალურ მონაცემთა დ…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს გარემოს და…მაუწყებლობის შესახებპენიტენციური კოდექსიკერძო დაცვითი საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026