Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებმუხლი 32

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

მუხლი 32. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვალდებულებები მონაცემთა სუბიექტისგან თანხმობის მიღების და მის მიერ თანხმობის გამოხმობის შემთხვევებში

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:მონაცემთა დამუშავება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის მიღებას გეგმავს დოკუმენტით, რომელიც აგრეთვე სხვა საკითხებს შეეხება, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ამ დოკუმენტში თანხმობის შესახებ ტექსტი ჩამოაყალიბოს მკაფიო, მარტივი და გასაგები ენით და გამოყოს იგი დოკუმენტის სხვა ნაწილებისგან.

2.თუ მონაცემთა სუბიექტის თანხმობა გაცემულია ხელშეკრულების ან მომსახურების ფარგლებში, თანხმობის ნებაყოფლობითობის განსაზღვრისას, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა შეფასდეს, თუ არის ეს თანხმობა ხელშეკრულების ან მომსახურების აუცილებელი პირობა და თუ შეიძლება ამ თანხმობის გარეშე შესაბამისი მომსახურების მიღება/ხელშეკრულების დადება.

3.მონაცემთა სუბიექტისგან თანხმობის მიღებამდე დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება მის მიერ თანხმობის გამოხმობის უფლების შესახებ.

4.დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება და დამუშავებული მონაცემები წაშალოს ან გაანადგუროს, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ვრცელდება ამ კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.

6.მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობა არ იწვევს თანხმობის გამოხმობამდე და თანხმობის ფარგლებში წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.

7.მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე ან იმ შემთხვევაში, თუ ეს მონაცემთა სუბიექტისთვის წარმოშობს სამართლებრივ, ფინანსურ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის მქონე შედეგს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობამდე მიაწოდოს მას ინფორმაცია თანხმობის გამოხმობის შედეგების შესახებ.

8.დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს თანხმობის გამოხმობის უსასყიდლო, მარტივი და ხელმისაწვდომი მექანიზმი, მათ შორის, უზრუნველყოს თანხმობის გამოხმობის შესაძლებლობა იმავე ფორმით, რომლითაც გაიცა თანხმობა.

9.მონაცემთა დამუშავებაზე მონაცემთა სუბიექტის თანხმობის არსებობასთან დაკავშირებით დავის წარმოშობის შემთხვევაში დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება მონაცემთა სუბიექტის თანხმობის ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 31შემდეგი მუხლი 33

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი (Processor)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №9

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 16

მიუთითებენ მასზე

მუხლი 81

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 36დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი
  • 23მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის ვალდებულება
  • 24მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება მონაცემთა უშუალოდ მისგან შეგროვების შემთხვევაში

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 11იმ პირთა უფლებები და მოვალეობები, რომლებიც დახმარებას უწევენ სამსახურს

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 40დამსაქმებლის მოვალეობები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 293საგადასახადო შეთანხმების გაფორმება

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

  • 10მონაცემთა ბაზაში, რეესტრში, ინფორმაციულ სისტემასა და მომსახურების გაწევის პროცესში მონაცემების დამუშავების პრინციპები

საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

  • 15- პერსონალური მონაცემების შესწორების , დაბლოკვის და წაშლის უფლება

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 11დასაქმებულის ვალდებულებები

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 11წინასახელშეკრულებო ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა შრომითი ხელშეკრულების დადებამდე

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 679გამგზავნის მიერ აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 13საბაჟო ორგანოსთვის დოკუმენტისა და სხვა ინფორმაციის წარდგენა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
67911293111011131540168136232432
მითითებამნიშვნელობით ახლოსპერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს ფინანსთა ს…დასაქმების ხელშეწყობის…საქართველოს საგადასახა…ინფორმაციის ერთიანი სა…საქართველოსა და ევროჯა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026