რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

მუხლი 47. დეკომისიის ფინანსური უზრუნველყოფა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის განმცხადებელმა ბირთვული და რადიაციული ობიექტის ექსპლუატაციის მიზნით უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა, რომლებიც აუცილებელია უსაფრთხო დეკომისიის, მათ შორის, წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ხარჯების დასაფარად.

2.ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა დაფაროს უსაფრთხო დეკომისიის, მათ შორის, წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ხარჯები.

3.დეკომისიისათვის აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა უნდა ეფუძნებოდეს ბირთვული და რადიაციული ობიექტისათვის სპეციფიკური ხარჯების დაანგარიშებას და უნდა შეიცვალოს აღნიშნული ხარჯთაღრიცხვის გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში. დეკომისიის გეგმის პერიოდული განახლების ფარგლებში, ასევე უნდა გადაიხედოს აღნიშნული ხარჯთაღრიცხვაც.

4.დეკომისიის ფინანსური უზრუნველყოფის მოთხოვნები განისაზღვრება „ბირთვული და რადიაციული ობიექტების დეკომისიის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. თავი VII. ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნა და მასზე რეაგირება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის განმცხადებელმა ბირთვული და რადიაციული ობიექტის ექსპლუატაციის მიზნით უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა, რომლებიც აუცილებელია უსაფრთხო დეკომისიის, მათ შორის, წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ხარჯების დასაფარად. 2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა დაფაროს უსაფრთხო დეკომისიის, მათ შორის, წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ხარჯები. 3. დეკომისიისათვის აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა უნდა ეფუძნებოდეს ბირთვული და რადიაციული ობიექტისათვის სპეციფიკური ხარჯების დაანგარიშებას და უნდა შეიცვალოს აღნიშნული ხარჯთაღრიცხვის გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში. დეკომისიის გეგმის პერიოდული განახლების ფარგლებში, ასევე უნდა გადაიხედოს აღნიშნული ხარჯთაღრიცხვაც. 4. დეკომისიის ფინანსური უზრუნველყოფის მოთხოვნები განისაზღვრება „ბირთვული და რადიაციული ობიექტების დეკომისიის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. თავი VII. ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნა და მასზე რეაგირება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 6 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25⁶5959²5047³24 (დ…11101345434647
მნიშვნელობით ახლოსრადიაციული დაცვის, ბირ…საქართველოს ადმინისტრა…რადიოაქტიური ნარჩენები…ელექტრონული კომუნიკაცი…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს გარემოს და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა