Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებმუხლი 48

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

მუხლი 48. ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025
თემები:მონაცემთა გაჟონვის მართვაინციდენტზე რეაგირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დაუშვებელია პირის ავტორიზება, თუ მას არ აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დიფერენცირებული მიდგომის საფუძველზე შემუშავებული და მარეგულირებელ ორგანოსთან შეთანხმებული ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმა (შემდგომ − რეაგირების გეგმა).

2.პირმა რეაგირების გეგმის შემუშავებისას: ა) უნდა შეაფასოს ბირთვული ან რადიოლოგიური სიტუაციის მოსალოდნელი რისკი, საფრთხე და სავარაუდო მასშტაბი, მათ შორის, რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობისა და მოქცეული ტერიტორიისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობაც; ბ) მხედველობაში უნდა მიიღოს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის ნებისმიერი შემთხვევის ანალიზის შედეგები და ამ შემთხვევით მიღებული გამოცდილება.

3.რეაგირების გეგმა უნდა მოიცავდეს: ა) მოთხოვნას, ავტორიზებულმა პირმა დაუყოვნებლივ შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოს ნებისმიერი სიტუაციის შესახებ, როდესაც მოსალოდნელი რადიოლოგიური რისკის გამო საჭიროა რეაგირების ღონისძიებების განხორციელება; ბ) შესაბამისი ფუნქციების განაწილებას; გ) იმ გარემოებების იდენტიფიცირებას, რომლის დროსაც რეაგირება საჭიროა; დ) დაცვითი ღონისძიებების ინტერვენციულ დონეებსა და მათი გამოყენების მასშტაბს სავარაუდო საგანგებო სიტუაციის სირთულის გათვალისწინებით; ე) შესაბამის უწყებებთან დაკავშირებისა და მათგან დახმარების მისაღებად კომუნიკაციის დამყარების წესებსა და პროცედურებს; ვ) საგანგებო სიტუაციისა და მისი შედეგების შესაფასებელი მეთოდოლოგიისა და საშუალებების აღწერას; ზ) თითოეული დაცვითი ღონისძიების შეწყვეტის კრიტერიუმებს; თ) რეაგირების გეგმის შესაბამისობის შესამოწმებლად, ასევე, ყველა ჩართული მხარის სათანადო ინფორმირებულობისა და მომზადების უზრუნველსაყოფად, პერსონალის ტრენინგების, გადამზადებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების პერიოდულობასა და სხვა დაკავშირებულ საკითხებს; ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციის შედეგად შესაძლო დაზარალებული მოსახლეობისთვის წინასწარი ინფორმაციის მიწოდების დებულებებს; კ) სხვა დებულებებს, რომლებიც განისაზღვრება „ტექნიკური რეგლამენტის − „ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4.რეაგირების გეგმის შემმუშავებელმა პირმა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პერიოდულობით, უნდა გადახედოს მას, განაახლოს და გამოსცადოს იგი.

5.ავტორიზებულმა პირმა ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში უნდა განახორციელოს მარეგულირებელ ორგანოსთან შეთანხმებული რეაგირების გეგმა.

წინა მუხლი 47შემდეგი მუხლი 49

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მონაცემთა დარღვევაზე რეაგირების გეგმა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინციდენტებზე რეაგირების გეგმის შექმნა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-10 · №2

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 49ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმა
  • 24ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მფლობელის მოვალეობები
  • 37რადიაციული დაცვის ზოგადი მოთხოვნები

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 13რეაგირების ძალებისა და საქართველოს მოქალაქეთა მომზადება და მზადყოფნა
  • 17ტერორისტული საქმიანობით ან ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ სხვა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა
  • 16საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 33სერიოზული გვერდითი მოვლენებისა და სერიოზული გვერდითი რეაქციების მონიტორინგი და მართვა და მათ შესახებ ანგარიშგება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 59სახომალდო დოკუმენტებში მავნე ნივთიერებებთან და მინარევებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის მოვალეობათა შეუსრულებლობა
  • 59²ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ

  • 8ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შრომითი მოწყობა და პროფესიული გადამზადება

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 52კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა

პაციენტის უფლებების შესახებ

  • 24—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2485959²521317164924373348
მნიშვნელობით ახლოსრადიაციული დაცვის, ბირ…სამოქალაქო უსაფრთხოები…ადამიანის ორგანოთა გად…საქართველოს ადმინისტრა…ჩერნობილის ატომურ ელექ…სურსათის/ცხოველის საკვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 დეკ. 2025