Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამრეწველო ემისიების შესახებმუხლი 7

სამრეწველო ემისიების შესახებ

მუხლი 7. ემისიის ზღვრული მნიშვნელობებიდან გადახვევა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:ნახშირბადის ბაზრები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სააგენტო უფლებამოსილია დააწესოს ნაკლებად მკაცრი ემისიის ზღვრული მნიშვნელობები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილი ხარჯთსარგებლიანობის ან/და სხვა ეკონომიკური ანალიზი აჩვენებს, რომ საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებული ემისიების დონეების მიღწევა, როგორც ისინი აღწერილია საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებში, გამოიწვევს გარემოსდაცვით სარგებელთან შედარებით არათანაბარზომიერად მაღალ ხარჯებს, შემდეგი მიზეზების გამო: ა) საქმიანობის განხორციელების გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ან ადგილობრივი გარემო პირობები; ბ) საქმიანობის ტექნიკური მახასიათებლები.

2.სააგენტო განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ადგილი არ ექნება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მნიშვნელოვან უარყოფით ზემოქმედებას.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება წვის დანადგარებზე, ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოებზე, აგრეთვე საქმიანობებზე, რომლებიც  ორგანულ გამხსნელებს იყენებენ.

5.სააგენტო პერიოდულად ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ემისიის ზღვრული მნიშვნელობების შეფასებას/გადახედვას, ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანის პროცესში.

6.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის მიზნებისთვის ინოვაციური ტექნიკის გამოცდის/გამოყენების შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მფლობელისთვის დაუშვას ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-6 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებითა და ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებიდან გამონაკლისი. ამასთანავე, ინოვაციური ტექნიკის გამოცდის/გამოყენების საერთო ვადა 9 (ცხრა) თვეს არ უნდა აღემატებოდეს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მფლობელი ვალდებულია დააკმაყოფილოს ემისიის დონეები ან შეწყვიტოს აღნიშნული ტექნიკის გამოცდა/გამოყენება.

7.სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს ემისიის ზღვრული მნიშვნელობები, რომლებიც  ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული მნიშვნელობებისგან სიდიდეებით, დროის პერიოდებითა და სტანდარტული პირობებით განსხვავდება. ასეთ შემთხვევაში სააგენტო სულ მცირე წელიწადში ერთხელ შეაფასებს ემისიების მონიტორინგის შედეგებს, რათა უზრუნველყოს, რომ ნორმალურ საექსპლუატაციო პირობებში ემისიები არ აღემატებოდეს საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებულ ემისიის დონეებს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 4 ივლ. 2025
წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ემისიებით ვაჭრობასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №4

3
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-07-04
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19მუხლი 4მუხლი 6

მიუთითებენ მასზე

მუხლი 19მუხლი 18მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 6ემისიის ზღვრული მნიშვნელობები
  • 19ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანა
  • 5საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის  შესახებ დასკვნები

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 24ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომლებიც გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ექვემდებარება

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 11განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე
  • 5ზოგადი დებულებანი

გარემოს დაცვის შესახებ

  • 35გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება
  • 30გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 3ტერმინთა განმარტება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 14რეგულირების სფერო

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 79⁸გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²79⁸35303142411519641857
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამრეწველო ემისიების შ…ნარჩენების მართვის კოდ…გარემოსდაცვითი შეფასებ…გარემოს დაცვის შესახებტექნიკური საფრთხის კონ…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026