Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგარემოსდაცვითი შეფასების კოდექსიმუხლი 5

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

მუხლი 5. ზოგადი დებულებანი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 სექ. 2027
თემები:ნარჩენების მართვაგარემოზე ზემოქმედების შეფასებადაბინძურების კონტროლიESG შესაბამისობაგანახლებადი ენერგიაბუნებრივი რესურსები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1345678910111212²1314151617

1.გზშ-ს ექვემდებარება ამ კოდექსის I დანართით გათვალისწინებული საქმიანობა და ამავე კოდექსის II დანართით გათვალისწინებული ის საქმიანობა, რომელიც ამ კოდექსის მე-7 მუხლით განსაზღვრული სკრინინგის პროცედურის შესაბამისად მიღებული სკრინინგის გადაწყვეტილების საფუძველზე დაექვემდებარება გზშ-ს. [ 1 1 . თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა ასევე ექვემდებარება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას, ამ საქმიანობაზე გაიცემა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა. აღნიშნულ შემთხვევაში გამოიყენება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურები, ხოლო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება/გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგად განსაზღვრული პირობები ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში აისახება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. თუ საქმიანობის განხორციელებისთვის საჭიროა გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის რომელიმე სტადიის დასრულება, აღნიშნული ლიცენზია/ნებართვა შეიძლება ძალაში შევიდეს ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის შესაბამისი სტადია შეიძლება დასრულდეს მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი თ განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისა. ასეთ შემთხვევაში, თუ სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა ექვემდებარება გზშ-ის ან სკრინინგის ჩატარებას ამ კოდექსის შესაბამისად, ეს ლიცენზია შეიძლება გაიცეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე, იმ პირობით, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება შესაძლებელი იქნება მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და სალიცენზიო პირობებისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პირობებს მიენიჭება. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიით/ნებართვით არ შეიძლება დადგინდეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო სალიცენზიო/სანებართვო პირობები.

3.ამ კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შენიშვნით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილება ძალაშია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ.

4.გზშ-ის მიზანია ამ კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებით გამოწვეული შემდეგ ფაქტორებზე პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების გამოვლენა, შესწავლა და აღწერა: ა) ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება; ბ) ბიომრავალფეროვნება (მათ შორის, მცენარეთა და ცხოველთა სახეობები, ჰაბიტატები, ეკოსისტემები); გ) წყალი, ჰაერი, ნიადაგი, მიწა, კლიმატი და ლანდშაფტი; დ) კულტურული მემკვიდრეობა და მატერიალური ფასეულობები; ე) ამ ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფაქტორების ურთიერთქმედება.

5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ფაქტორებზე ზემოქმედების გამოვლენა, შესწავლა და აღწერა უნდა მოიცავდეს აგრეთვე მასშტაბური ავარიის ან/და ბუნებრივი კატასტროფის რისკების მიმართ საქმიანობასთან დაკავშირებულ საფრთხეებს.

6.გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას არ საჭიროებს ნავთობისა და გაზის ოპერაციებსა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელიც რეგულირდება შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობით.

7.სააგენტო უფლებამოსილია საქმიანობის განმახორციელებლის თანხმობით ცვლილება შეიტანოს შესაბამის აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ინსპექტირების საფუძველზე დაადგენს, რომ საქმიანობის განხორციელების ადგილზე არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება გზშ-ის ანგარიშში/გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტაციაში ასახულ გარემოებებს ან/და გზშ-ის ანგარიშით/გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტაციით სრულყოფილად არ შეფასდა გარემოს ცალკეულ კომპონენტებზე/ელემენტებზე საქმიანობის უარყოფითი ზემოქმედება.

8.საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია სააგენტოს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით და მოითხოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობის შეცვლა, თუ დაასაბუთებს, რომ ამ პირობის შესრულება ვერ უზრუნველყოფს გარემოზე ზემოქმედების თავიდან აცილებას ან შემცირებას ან/და აღნიშნული პირობის სხვა პირობით შეცვლა გარემოზე ზემოქმედების თავიდან აცილებისთვის ან შემცირებისთვის აუცილებელი და ეფექტიანია.

9.ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული საკითხის განხილვის მიზნით სააგენტო ქმნის ამ კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ საექსპერტო კომისიას. საექსპერტო კომისია აღნიშნული საკითხის განხილვის შემდეგ შესაბამის რეკომენდაციას წარუდგენს სააგენტოს, რომელიც მიმართავს სამინისტროს საქართველოს მთავრობისთვის სათანადო შუამდგომლობის წარდგენის თხოვნით.

10.მინისტრი ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ რეკომენდაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში სააგენტოს უფროსი გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

11.სააგენტო უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში ან გზშ-ის სფეროში გაცემულ შესაბამის აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, თუ ამ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულია გარემოს შემადგენელი ცალკეული ელემენტების/კომპონენტების დამატებითი შესწავლის ვალდებულება და შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით სააგენტო პირობის შეცვლის აუცილებლობას დაადგენს. 11​ 1 . სააგენტო ამ მუხლის მე-7 ნაწილის, მე-8 ნაწილის ან/და მე-11 ნაწილის საფუძველზე შესაბამის აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს მიღებული განცხადების/დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი/მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოებას უფლება აქვს, აღნიშნული განცხადების/დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 15 დღის ვადაში სააგენტოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები ამ განცხადებასთან/დოკუმენტებთან დაკავშირებით. აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სააგენტო იხილავს საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ.

12.ექსპლუატაციის პირობის ცვლილება ამ კოდექსით განსაზღვრული სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობად მიიჩნევა. [ 12. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილება ამ კოდექსით განსაზღვრული სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობად მიიჩნევა. საქმიანობაზე, რომელზედაც ასევე გაცემულია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა, სკრინინგის განცხადება სააგენტოს უნდა წარედგინოს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად. აღნიშნულ შემთხვევაში გამოიყენება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურები. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 12 1 . თუ საქმიანობის განმახორციელებელი ექსპლუატაციის პირობის ცვლილებას გეგმავს, იგი უფლებამოსილია სააგენტოს ამ კოდექსის 7 1 მუხლით დადგენილი წესით, სკრინინგის ეტაპის გავლის გარეშე წარუდგინოს განცხადება და ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიში. ამ შემთხვევაში გამოიყენება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გაცემისთვის ამ კოდექსის 7 1 მუხლით დადგენილი პროცედურა.

12².თუ სკრინინგის პროცედურის საფუძველზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობის ექსპლუატაციის პირობების შეცვლა ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარდგენას არ საჭიროებს, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს საქმიანობის განმახორციელებლის ვალდებულებას, საქმიანობა განახორციელოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების განუყოფელი ნაწილია და მისი შესრულება სავალდებულოა.

13.თუ საქმიანობის განმახორციელებელი ახორციელებს გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ საქმიანობას ან ამ კოდექსის I დანართით ან/და II დანართით გათვალისწინებულ ისეთ საქმიანობებს, რომლებისთვისაც გაცემულია რამდენიმე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და რომლებიც ტექნიკურად ან/და ფუნქციურად ურთიერთდაკავშირებულია, იგი უფლებამოსილია სააგენტოს მიმართოს განცხადებით და მოითხოვოს ამ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების ერთ გადაწყვეტილებად გაერთიანება. სააგენტო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების გაერთიანების შესახებ.

14.თუ საქმიანობის განმახორციელებელი გეგმავს ამ კოდექსის I დანართით ან/და II დანართით გათვალისწინებული ისეთი საქმიანობების განხორციელებას, რომლებიც ტექნიკურად ან/და ფუნქციურად ურთიერთდაკავშირებულია, იგი უფლებამოსილია სააგენტოს წარუდგინოს საერთო სკოპინგის ანგარიში და მოითხოვოს ერთი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა ამავე კოდექსის შესაბამისად.

15.სააგენტოს მიერ დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის ოდენობები, საფასურის გადახდისა და მისი დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

16.სააგენტო უფლებამოსილია ამ კოდექსით გათვალისწინებული სკრინინგის განცხადების, სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადების, სკოპინგის ანგარიშის, სკოპინგის დასკვნის, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშისა და შესაბამისი პირობების შესრულების მიზნით მისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვის პროცესში საჭიროების შემთხვევაში ჩართოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ექსპერტი/ექსპერტები. საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურების წესი დგინდება მინისტრის ბრძანებით.

17.ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დროს, ამავე კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების ვადების ფარგლებში სააგენტოს მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შენიშვნების ან დასაბუთებული უარის წარუდგენლობის შემთხვევაში სათანადო საკითხი აღნიშნულ ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებულად ითვლება და სააგენტო უფლებამოსილია გასცეს შესაბამისი გადაწყვეტილება. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5951 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1106 – ვებგვერდი, 24.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1521 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3391 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №680 – ვებგვერდი, 16.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №787 – ვებგვერდი, 04.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2024 – 1 სექ. 2027 ტექსტი უცნობია

  2. 12 მარ. 2021 – 24 დეკ. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2023
  2. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2025
  3. 30 ივნ. 2025· გამოქვეყნდა 16 ივნ. 2025
  4. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 9 მარ. 2023
  5. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 13 მაი. 2022
  6. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 24 მარ. 2022
  7. 24 დეკ. 2021
  8. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 28 მაი. 2020
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ESG შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გარემოს დაცვის წესის დარღვევა (მუხლი 287) - ადვოკატი5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნებართვების დამუშავება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • განახლებადი ენერგიის პროექტის (მზის, ქარის, ჰიდრო) Feasibility Studyსერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №18

  • 8 ცვლილება · ბოლო 4 ივლ. 2025
  • ციტირებულია 6 მუხლი
  • 9 რედაქცია
  • 6 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ლიცენზიებისა და ნე… 7მუხლი 10მუხლი 34მუხლი 42მუხლი 7მუხლი 7¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 3მუხლი 4მუხლი 51მუხლი 7წყლის რესურსების მ… 16წყლის რესურსების მ… 37

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 48გზშ-ის სფეროში ცალკეულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებული დებულებები
  • 7¹ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება
  • 11განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 24ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომლებიც გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას/ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას ექვემდებარება

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 30ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები
  • 11ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა
  • 6ემისიის ზღვრული მნიშვნელობები

გარემოს დაცვის შესახებ

  • 35¹ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა
  • 35გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 79⁷გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 306¹გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების  გარეშე განხორციელება

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 10სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
72477¹103442345148113016375
მითითებამნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი შეფასებ…ლიცენზიებისა და ნებართ…წყლის რესურსების მართვ…ნარჩენების მართვის კოდ…სამრეწველო ემისიების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026