Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 32

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 32. საქველმოქმედო ორგანიზაცია

რედაქცია №245 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:დაფუძნებაარასამთავრობო ორგანიზაციის დაცვადასაქმებაბიზნესის დაფუძნებასაერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაჰუმანიტარული სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516171819

1.საქველმოქმედო ორგანიზაციად ითვლება ორგანიზაცია, რომელსაც ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი.

2.საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი ენიჭება ორგანიზაციას, რომელიც შექმნილია საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად, რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს საქველმოქმედო საქმიანობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს.

3.დამხმარე ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ემსახურება ორგანიზაციის ძირითად მიზნებს, არ ცვლის მის საქველმოქმედო ხასიათს.

4.საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას, გაუქმებასა და ჩამორთმევას შესაბამისი საგადასახადო ორგანოს წარდგინებით ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.

5.საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება ხდება ორგანიზაციის წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებაში უნდა მიეთითოს ორგანიზაციის: ა) სახელწოდება; ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა; გ) ძირითადი მიზნები; დ) ბოლო წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები; ე) ხელმძღვანელი ორგანოს და ფილიალების მისამართები.

6.განცხადებას უნდა დაერთოს: ა) ორგანიზაციის წესდების ასლი; ბ) სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის ასლი; გ) ბოლო წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობის (პროექტების, მომსახურების) აღწერას; დ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული ბოლო წლის ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში).

7.განცხადების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსი 1 თვის ვადაში იღებს მოტივირებულ გადაწყვეტილებას. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, სტატუსი მინიჭებულად ჩაითვლება. სტატუსი ენიჭება უვადოდ. სტატუსი ძალაში შედის მინიჭებისთანავე.

8.ორგანიზაციას, რომელსაც მიენიჭა სტატუსი, გადაეცემა სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა. მასში აღინიშნება: ა) ორგანიზაციის სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა; ბ) სტატუსი; გ) ხელმძღვანელი ორგანოს მისამართი; დ) სტატუსის მინიჭების თარიღი და ნომერი; ე) ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი.

9.სტატუსის მიღებასთან ერთად ორგანიზაციას ეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. კერძოდ, საქველმოქმედო ორგანიზაციამ შესაბამის საგადასახადო ორგანოს ყოველი წლის 1 აპრილამდე უნდა წარუდგინოს: ა) ბოლო წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობის (მათ შორის, ეკონომიკურის) აღწერას; ბ) ფინანსური ანგარიში მიღებული შემოსავლების შესახებ, წყაროებისა და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის მითითებით; გ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული ბოლო წლის ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში).

10.ბოლო წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში და ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში) უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.

11.დაუშვებელია საქველმოქმედო ორგანიზაციის მოგებისა და აქტივების განაწილება ორგანიზაციის წევრებს, დამფუძნებლებს, გამგეობისა და კურატორიუმის წევრებს შორის. საქველმოქმედო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემდეგ მისი ქონება უფლებამოსილი ორგანოს ან პირის გადაწყვეტილებით გადაეცემა მსგავსი მიზნების მქონე საქველმოქმედო ორგანიზაციას, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მქონე, სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

12.საქველმოქმედო ორგანიზაციას სტატუსი უუქმდება: ა) ორგანიზაციის ინიციატივით; ბ) მისი ჩამორთმევის შემთხვევაში.

13.საქველმოქმედო ორგანიზაციას სტატუსი ჩამოერთმევა, თუ: ა) დაარღვია ამ კოდექსის მოთხოვნები; ბ) გაუუქმდა სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაცია.

14.ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის გამო სტატუსის ჩამორთმევის შემთხვევაში საქველმოქმედო ორგანიზაცია ვალდებულია დააბრუნოს სტატუსიდან გამომდინარე საგადასახადო შეღავათებით მიღებული სარგებლის ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული მოთხოვნების დარღვევასთან.

15.საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის საქველმოქმედო ორგანიზაციისათვის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ წარდგინების მომზადებამდე საქველმოქმედო ორგანიზაციას უგზავნის შეტყობინებას და განუსაზღვრავს დამატებით, ერთთვიან ვადას ამ კოდექსის მოთხოვნების შესასრულებლად.

16.საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელსაც ჩამოერთვა სტატუსი, უფლება აქვს, მისი აღდგენის თაობაზე განცხადება შეიტანოს სტატუსის ჩამორთმევის მიზეზის აღმოფხვრიდან არა უადრეს 1 წლისა.

17.შემოსავლების სამსახური აწარმოებს საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრს. რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) ორგანიზაციის სახელწოდება; ბ) ხელმძღვანელი ორგანოს, ფილიალებისა და წარმომადგენლობების მისამართები; გ) ძირითადი მიზნები; დ) სტატუსის მინიჭების თარიღი და ნომერი; ე) მმართველობის უმაღლესი ორგანოს ყველა წევრის ვინაობა და მისამართები.

18.საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრში შეტანილი ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში ორგანიზაცია ვალდებულია ცვლილებისთანავე წერილობით აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს ამ ცვლილების შესახებ.

19.საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი რეესტრი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.

წინა მუხლი 31შემდეგი მუხლი 33

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ამხანაგობის დაფუძნება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სტარტაპის დაფუძნება და სტრუქტურირება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფილიალის რეგისტრაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შპს დაფუძნება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №245

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 70სურსათის დანაკარგე… 11

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 10საქველმოქმედო საქმიანობა
  • 30ორგანიზაცია
  • 31საბიუჯეტო ორგანიზაცია

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 3მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
  • 10²მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კომერციულ ბანკად ან მიკრობანკად გარდაქმნა

ტურიზმის შესახებ

  • 9ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება

თავდაცვის კოდექსი

  • 168მოხალისეთა ორგანიზაცია

სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ

  • 11სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი
  • 10სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაცია

ინოვაციების შესახებ

  • 15⁸ამ კანონით განსაზღვრული სტატუსის მოპოვებისა და სტატუსით სარგებლობის პირობები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ

  • 9ორგანიზაციის დაფინანსება

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 25—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25310²70103031915⁸1681110932
მითითებამნიშვნელობით ახლოსსურსათის დანაკარგებისა…საქართველოს საგადასახა…მიკროსაფინანსო ორგანიზ…ტურიზმის შესახებთავდაცვის კოდექსიინოვაციების შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026