თავდაცვის კოდექსი

მუხლი 40. სამხედრო მოსამსახურის მოვალეობების დროებით დაკისრება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამხედრო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობით გათვალისწინებული მოვალეობების, აგრეთვე თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამხედრო მოსამსახურის მოვალეობების სხვა სამხედრო მოსამსახურისთვის დაკისრება ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ შემთხვევაში შესაბამისი სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს თავისი ძირითადი თანამდებობრივი მოვალეობების შესრულებისგან.

2.განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც სამხედრო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობით გათვალისწინებული მოვალეობების, აგრეთვე თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამხედრო მოსამსახურის მოვალეობების სხვა სამხედრო მოსამსახურისთვის დაკისრება შეუძლებელია, ამ თანამდებობაზე მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადით შეიძლება დაინიშნოს აქტიურ რეზერვში მყოფი პირი მისი თანხმობის შემთხვევაში, თუკი იგი აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

3.თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამხედრო მოსამსახურის მოვალეობები შეიძლება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაეკისროს სამოქალაქო პირს: ა) სამხედრო სასწავლებელში; ბ) სამედიცინო, საფინანსო, იურიდიულ თანამდებობაზე.

4.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამსახურეს ანაზღაურება მიეცემა მინისტრის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

5.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს თავისი ძირითადი ფუნქციების შესრულებისგან.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამხედრო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობით გათვალისწინებული მოვალეობების, აგრეთვე თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამხედრო მოსამსახურის მოვალეობების სხვა სამხედრო მოსამსახურისთვის დაკისრება ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ შემთხვევაში შესაბამისი სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს თავისი ძირითადი თანამდებობრივი მოვალეობების შესრულებისგან. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც სამხედრო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობით გათვალისწინებული მოვალეობების, აგრეთვე თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამხედრო მოსამსახურის მოვალეობების სხვა სამხედრო მოსამსახურისთვის დაკისრება შეუძლებელია, ამ თანამდებობაზე მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადით შეიძლება დაინიშნოს აქტიურ რეზერვში მყოფი პირი მისი თანხმობის შემთხვევაში, თუკი იგი აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 3. თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამხედრო მოსამსახურის მოვალეობები შეიძლება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაეკისროს სამოქალაქო პირს: ა) სამხედრო სასწავლებელში; ბ) სამედიცინო, საფინანსო, იურიდიულ თანამდებობაზე. 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამსახურეს ანაზღაურება მიეცემა მინისტრის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს თავისი ძირითადი ფუნქციების შესრულებისგან.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹⁷50305052514885147181451740
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…თავდაცვის კოდექსისაჯარო სამსახურის შესა…სამოქალაქო უსაფრთხოები…საჯარო დაწესებულებაში …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა