გაერთიანება უფლებამოსილია: ა) საქონლის ხარისხის, რეპუტაციისა და ავთენტურობის უზრუნველსაყოფად ჩაატაროს სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული/ბაზარზე განთავსებული საქონლის დასახელების გამოყენების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში კომპეტენტურ უწყებას მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია „გაერთიანების საქმიანობის მონიტორინგის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად; ბ) მიიღოს შესაბამისი ზომები რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებისა ან გეოგრაფიული აღნიშვნისა და მასთან პირდაპირ დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად; გ) მოამზადოს საინფორმაციო მასალები და განახორციელოს ღონისძიებები საქონლისთვის დამატებითი ღირებულების მიმნიჭებელი საქონლის მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის მომხმარებლისთვის მისაწოდებლად; დ) განახორციელოს ღონისძიებები ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; ე) მიიღოს შესაბამისი ზომები ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურების ეფექტიანად განხორციელებისთვის, მათ შორის, ჩაატაროს ეკონომიკური ანალიზი, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის მწარმოებელს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია და გაუწიოს კონსულტაცია; ვ) მიიღოს შესაბამისი ზომები საქონლის ღირებულების გასაზრდელად და საჭიროების შემთხვევაში აღკვეთოს საქონლის რეპუტაციის დამაზიანებელი ან მისთვის რისკის შემქმნელი ქმედებები; ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. თავი V ოფიციალური სიმბოლო და წარწერა, პასუხისმგებლობა
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ
მუხლი 26. გაერთიანების უფლებამოსილებები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხირას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი
ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი
კონსულტაცია: ₾200

გიორგი საბანაშვილი
არქიტექტორი , ურბანისტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

