ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

მუხლი 10. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციაზე უარის თქმა

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ეროვნული ბანკი არ დააკმაყოფილებს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის შესახებ განაცხადს ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) ავტორიზაციის შესახებ განაცხადი ან წარდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია არ შეესაბამება ამ კანონით ან/და მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) არსებობს ემისიის პროსპექტის დამტკიცებაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი; გ) მჭიდრო კავშირმა, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, სეკიურიტიზაციის კომპანიასა ან სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების მმართველ კომპანიასა და, მეორე მხრივ, ნებისმიერ სხვა ფიზიკურ პირსა თუ იურიდიულ პირს შორის, ან/და უცხო ქვეყნის იმ კანონმდებლობამ (ან მისმა აღუსრულებლობამ), რომლის მოქმედებაც ვრცელდება ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ პირზე ან იურიდიულ პირზე, შეიძლება შეაფერხოს ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანად შესრულება; დ) არსებობს ავტორიზაციის შესახებ განაცხადზე უარის თქმის სხვა საფუძველი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

2.ეროვნული ბანკი ვალდებულია სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის თაობაზე ან ავტორიზაციის შესახებ განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა, თუ ეროვნული ბანკი წინასწარ აცნობებს განმცხადებელს ამის თაობაზე. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის შესაბამის პროცედურასა და დამატებით წესებს სამართლებრივი აქტით ადგენს ეროვნული ბანკი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2019¹56⁴8²52⁷4 (და…5 (და…239302881110
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიან ქაღალდებად გარდ…საქართველოს ეროვნული ბ…საინვესტიციო ფონდების …ფასიანი ქაღალდების ბაზ…უმაღლესი განათლების შე…ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა