Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებმუხლი 8

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

მუხლი 8. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ტოკენის გაშვება და ფანდრეიზინგიტოკენ შეთავაზებებიბირჟაზე რეგისტრაცია და KYC

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ამ კანონის საფუძველზე სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული სავალდებულო ავტორიზაციას ექვემდებარება, თუ სრულდება ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული ახორციელებს საჯარო შეთავაზებას; ბ) სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს ჰყავს 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი.

2.სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სავალდებულო ავტორიზაციას არ ექვემდებარება, შესაძლებელია ავტორიზაცია ნებაყოფლობით მოიპოვოს ეროვნული ბანკისგან.

3.ავტორიზაციის მოსაპოვებლად განმცხადებელმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია: ა) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო დოკუმენტი; ბ)  სეკიურიტიზაციის კომპანიის შემთხვევაში − მმართველი ორგანოს წევრების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მათ კარგ რეპუტაციასა და საკმარის გამოცდილებას; გ) ინფორმაცია სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მომსახურე კომერციული ბანკისა  და იმ აქტივების  (ლიკვიდური აქტივების ან/და ფასიანი ქაღალდების) შესახებ, რომლებიც ამ კომერციულ ბანკში შეინახება; დ) სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების (ფასიანი ქაღალდების) საჯარო შეთავაზების განაცხადი; ე) სეკიურიტიზაციის კომპანიის შემთხვევაში − მნიშვნელოვანი წილის მფლობელების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მათ კარგ რეპუტაციას; ვ) თავდაპირველი კრედიტორისა და ინიციატორის შესახებ ინფორმაცია; ზ) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ განმცხადებელი არის სეკიურიტიზაციის კომპანია, რომელსაც დანიშნული ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია. ასეთ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს სეკიურიტიზაციის კომპანიასა და აქტივების მმართველ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება.

5.ავტორიზებულ სეკიურიტიზაციის კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ორგანიზაციული მოწყობა და რესურსები, რათა მან შეუფერხებლად განახორციელოს საქმიანობა და ეროვნულმა ბანკმა შეძლოს მისი ზედამხედველობა.

6.ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების მმართველი კომპანია უნდა იყოს ლიცენზირებული „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

7.ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდური აქტივები და ფასიანი ქაღალდები  საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში უნდა იქნეს შენახული.

8.ავტორიზებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს უფლება აქვს, გარდა სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების საჯარო შეთავაზებისა, განახორციელოს სხვა/დამატებითი სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების კერძო შეთავაზება.

9.ეროვნული ბანკი სამართლებრივი აქტით ადგენს დამატებით მოთხოვნებს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის საქმიანობის, აღრიცხვისა და ანგარიშგების მიმართ.

წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აქტივების ტოკენიზაციის სამართლებრივი მხარდაჭერა (RWA)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბირჟაზე ტოკენის ლისტინგის მხარდაჭერა (CEX და DEX)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ცენტრალიზებულ კრიპტო ბირჟაზე (CEX) ანგარიშის გახსნა და ვერიფიკაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №1

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 7

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 7სეკიურიტიზაციის განხორციელების შესახებ ეროვნული ბანკისთვის შეტყობინება
  • 10სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციაზე უარის თქმა
  • 28ეროვნული ბანკის მიერ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის გაუქმება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 49⁴სეკიურიტიზაციის განყოფილება
  • 49³სეკიურიტიზაციის ფონდი

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 13UCITS-ის და გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის პირობები
  • 16საინვესტიციო ფონდად ავტორიზაციაზე, რეგისტრაციასა და აღიარებაზე უარის თქმა
  • 33ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილი პირები

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 10იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად ავტორიზაციის მოპოვება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 24საბროკერო საქმიანობის სალიცენზიო პირობები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 161ავტორიზაცია

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 4კანონის მოქმედების სფერო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2449⁴49³161131633410710288
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიან ქაღალდებად გარდ…საქართველოს სამოქალაქო…საინვესტიციო ფონდების …იპოთეკით დაცული ობლიგა…ფასიანი ქაღალდების ბაზ…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026