ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

მუხლი 28. ეროვნული ბანკის მიერ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის გაუქმება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

1.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია გააუქმოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი გარემოების არსებობისას: ა) სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ  ეროვნულ ბანკს წარუდგინა თხოვნა სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ; ბ) სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია ეროვნული ბანკისთვის მცდარი ინფორმაციის წარდგენის ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელების საფუძველზე მოიპოვა; გ) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული ავტორიზაციის პირობებს აღარ აკმაყოფილებს; დ)  სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ არაერთგზის ან უხეშად დაარღვია ამ კანონის, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებისა და მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის ან მითითებით დადგენილი მოთხოვნა (მოთხოვნები); ე) სეკიურიტიზაციის ფონდის სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ამ კანონის შესაბამისად სათანადო შემცვლელი არ დაინიშნა; ვ) დაიწყო სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაცია.

2.სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის გაუქმების შემდეგ მას ეკრძალება ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის ნებადართული საქმიანობის განხორციელება. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ინვესტორთა ინტერესებისთვის შესაძლო საფრთხის შექმნის შემთხვევაში სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული სახის საქმიანობის/ოპერაციების განხორციელების უფლება (მათ შორის, აუკრძალოს ახალი სეკიურიტიზაციის განხორციელება).

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3149⁴752⁷488078269106828
მნიშვნელობით ახლოსფასიან ქაღალდებად გარდ…საქართველოს ეროვნული ბ…მიკრობანკების საქმიანო…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საინვესტიციო ფონდების …საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა