ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

მუხლი 11. ავტორიზებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულთან დაკავშირებული ცვლილება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ავტორიზებულმა სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ წინასწარ უნდა შეატყობინოს ეროვნულ ბანკს ავტორიზებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შესახებ, თუ ეს ცვლილება ეხება სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის პირობებს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება დასაშვებია, თუ ეროვნული ბანკი შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში განმცხადებელს არ აცნობებს ცვლილების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვისა, თუ ეროვნული ბანკი წინასწარ აცნობებს განმცხადებელს ამის თაობაზე.

3.ავტორიზებული სეკიურიტიზაციის კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ან მმართველი ორგანოს წევრის ცვლილება, აგრეთვე ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების მმართველი კომპანიის ან სადამფუძნებლო დოკუმენტის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

4.ამ მუხლის შესაბამისად შეტყობინების განხორციელებისა და მისი განხილვის წესს სამართლებრივი აქტით ადგენს ეროვნული ბანკი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19¹2649⁴6252⁷161331753307281011
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიან ქაღალდებად გარდ…საქართველოს ეროვნული ბ…მაუწყებლობის შესახებელექტრონული კომუნიკაცი…საინვესტიციო ფონდების …საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა