ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

მუხლი 12. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების რეესტრი

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიავთანდილ კუჭავა

1.ეროვნული ბანკი ვალდებულია შექმნას და აწარმოოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების რეესტრი და თავისი ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით საჯარო გახადოს მათ შესახებ ამ მუხლითა და ეროვნული ბანკის წესებით გათვალისწინებული ინფორმაცია.

2.სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს, მის თითოეულ განყოფილებას სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების რეესტრში უნდა მიენიჭოს უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი.

3.სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების რეესტრში უნდა აღინიშნოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი თითოეული განყოფილების (ასეთი განყოფილების არსებობის შემთხვევაში) საიდენტიფიკაციო მონაცემები, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სტატუსი (ავტორიზებული, არაავტორიზებული), ხოლო ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის შემთხვევაში − აგრეთვე ინფორმაცია აქტივების მმართველი კომპანიის (ასეთი კომპანიის არსებობის შემთხვევაში) და მის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

4.მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულთან ან მის განყოფილებასთან დაკავშირებული რეგისტრაციისთვის დაეყრდნოს ამ მუხლით გათვალისწინებულ რეესტრს.

5.სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ამ მუხლით გათვალისწინებულ რეესტრში რეგისტრაცია არ უნდა იქნეს განხილული ეროვნული ბანკის მიერ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ გამოშვებული სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების ხარისხის შეფასებად ან დასტურად. თავი IV. ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაცია

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
49⁴49³52⁷66311263334872812
მნიშვნელობით ახლოსფასიან ქაღალდებად გარდ…საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს სამოქალაქო…დაგროვებითი პენსიის შე…საგადახდო სისტემისა და…საინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა